რუსეთი აღდგომას ცდილობს
რევანშისტული რუსეთი, რომელიც სერიოზულად განაწყენებულია ”სვერხდერჟავის” სტატუსის დაკარგვის გამო, ფლოტის აღორძინებით საერთაშორისო გავლენის განმტკიცებას ცდილობს. გასულ წელს, ოთხი რუსული ხომალდი ვენესუელას და ამხანაგ ჰუგო ჩავესს ეწვია ერთობლივი მანევრების ჩასატარებლად, რის შემდეგაც ხომალდები კუბისკენ გაეშურნენ, ამხანაგ ფიდელ კასტროსთან. რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს უცხოურ სახელმწიფოებთან - მთელი მსოფლიოს მასშტაბით განალაგოს თავისი ხომალდები. აგვისტოში ერთმა რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ შესაძლებელია რუსული ხომალდის განთავსება სირიის პორტში ამხანაგ ბაშარ ალ-ასადის კეთილი ნების ქვეშ. გარდა ამისა, ფლოტი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს აფხაზეთთან შავ ზღვაზე მუდმივი ბაზის მისაღებად.
რუსეთი ვერ ფარავს რისხვას უკრაინის პროდასავლური ორიენტაციის გამო, რომელიც ცდილობს არ მოექცეს რუსეთის გავლენის სფეროში, არათუ მისი ჰეგემონიის ქვეშ.
როგორც უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით ევროკავშირმა განაცხადა, გაზპრომი მოქმედებდა ”წინასწარი გაფრთხილების გარეშე და პირდაპირ ეწინააღმდეგება გარანტიებს, რაც რუსეთისა და უკრაინის უმაღლესმა პირებმა ევროკავშირს მისცეს”. რუსეთი ასე უკვე მოიქცა 2006 წელს და გასულ მარტს.
მიუხედავად რუსეთის მიუღებელი ქცევებისა, ცალკეული ქვეყნები მასთან გარიგებების დადებას აგრძელებენ, რაც მათ იძულებულს გახდის მრავალი წლის განმავლობაში იყვნენ კრემლზე დამოკიდებულნი.
2006 წლის მოვლენების შემდეგ მალევე, გერმანიის კანცლერმა მერკელმა, ევროკავშირს ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკის მიღება შესთავაზა 15 წლის ხანგრძლივობით ენერგორესურსების მიწოდების უწყვეტობის გარანტირებისთვის.
ეს იდეა რეალობაში არ განხორციელებულა. მართალია, ევროპა ერთიანი ბაზრის აუცილებლობას აღიარებდა, ცალკეული ქვეყნები საკუთარი გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესების სასარგებლოდ ქმედებას აგრძელებდნენ. თვით გერმანია, მიუხედავად მერკელის შეთავაზებისა, იმ ქვეყნების რისცხვში მოექცა, რომლებიც რუსეთს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავენ და მზად არიან მტკიცედ დაეყრდნონ ”გაზპრომს”.
გერმანელები ამტკიცებენ, რომ ”ცივი ომის” პერიოდშიც რუსეთს არასდროს შეუწყვეტია მიწოდება, მაგრამ როგორც უინსტონ ჩერჩილი ამბობდა მშვიდობისმყოფელებზე - ”ისინი, ვინც აჭმევენ დათვს შესაძლოა უბრალოდ უკანასკნელნი აღმოჩდნენ, ვისაც დათვი შეჭამს”.
მეორეს მხრივ, ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები ყოფილი საბჭოთა ბლოკიდან, ისეთი, როგორიც უკრაინაა, აცხადებს, რომ რუსეთი მომავალშიც გამოიყენებს ”გაზპრომს”, როგორც საგარეო პოლიტიკურ ხელჯოხს. ისინი აღნიშნავენ, რომ რუსეთი უფრო და უფრო აგრესიული ხდება და ”ცივი ომის” რიტორიკასა და მიდგომებს უბრუნდება
