↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ცდესპანი

ცხინვალის რეგიონიდან მოსახლეობის გახიზვნა განახლდა

maxsimas 4 წთ კითხვა 1409 0 კომენტარი

დავით კირვალიძე]

რუსმა ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა კვლავ განაახლეს ცხინვალის რეგიონიდან მოსახლეობის მასიური გაყვანა ჩრდილოეთ ოსეთის მიმართულებით.

ამასთან დაკავშირებით, პირველი, განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ვიცე-სპიკერმა, პაატა დავითაიამ გააკეთა. მისი თქმით, ეს არის პროვოკაცია და უკავშირდება უახლოეს დღეებში საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო საგამოძიებო ექსპერტების ჩამოსვლას.

- ”რუსეთს უნდა, მათ აჩვენოს, რომ დაცლილია ცხინვალის რეგიონი საქართველოს მოსახლეობისგან და მათი სახლ-კარი მთლიანად ”განადგურებულია”, - აღნიშნა დავითაიმ და პარლამენტის მხარდაჭერა ითხოვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, რათა ამ პროვოკაციას შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს.

- ”სამწუხაროდ, არის იმის გამოცდილება, რომ მსგავს პროვოკაციებს კონკრეტული მიზანი აქვთ ხოლმე. მოსახლეობის გაყვანა ხდება სწორედ ექსპერტების ვიზიტის გამო”, - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ და მიმართა სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, რომ სასწრაფოდ ჩააყენოს საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი