უძველესი ქართული საგანძური
საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანი უკვე 2 მილიონი წელია ცხოვრობს. სტატიაში თავმოყრილია ქართული საგანძურის უძველესი ნიმუშები — ოქროს სამკაულიდან ვერცხლის თასამდე — ფოტოებითა და აღწერილობებით.
საქართველოს ტერიტორია უკვე 2 მილიონი წელია რაც დასახლებულია ადამიანებით. აქ ამ ხნის განმავლობაში კაცობრიობას მოსახლეობა არ შეუწყვეტია. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ქვის ხანის ნამოსახლართა 64%-ზე მეტი საქართველოს ტერიტორიაზე მოდის. საქართველოს მიწა იყო უძველესი დროიდან ადამიანთა ცენტრალური, ყველაზე მჭიდრო სამოსახლო. ქართველურმა ტომებმა კი ქართულ სახელმწიფოებრიობას საფუძველი ჯერ კიდევ 30 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩაუყარეს. 30-საუკუნოვანი სახელმწიფოებრივი კულტურის კვალი კარგად ჩანს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევებით ამოღებულ განძზე. ეს არის უდიდესი ფასეულობის საკაცობრიო საგანძური. დიაოხური, კოლხური, იბერიული და შემდეგ ქართული სამეფოების ცხოვრებას გვიცოცხლებს ეს არქეოლოგიური მასალა. ფაქტობრივი მასალით გვიჩვენებს, თუ რამდენად განვითარებულები იყვნენ ისინი და რაოდენ მაღალ საფეხურზე ჰქონდათ აყვანილი მეცნიერება და კულტურა. ნათლად გვიჩვენებს, რომ ბერძნულ მითებში კოლხეთის "გადამეტებული ქება", სულაც არ ყოფილა გადამეტებული და გაზვიადებული, არამედ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, ჩვენ საქმე გვაქვს მართლაც კაცობრიობის ცივილიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აკვანთან. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში არქეოლოგია არ ფინანსდება შესაბამისად. ეს ქვეყანა ისე, როგორც არცერთი სხვა ინახავს გასაკვირად ბევრ ინფორმაციას და არტეფაქტს. უდიდეს საიდუმლოებებს, რომლებიც დღემდე ამოხსნას ელოდებიან. ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, ყველა ნორმალური ქვეყანა უდიდეს ყურადღებას და ფინანსებს უთმობს არქეოლოგიას და თავიანთი შორეული წარსულის კვლევას. ესაა ის, რაც ძალიან ღირებულია, ყოველი ნივთი შესაძლოა მილიონებადაც შეფასდეს. ამ სტატიაში მე წარმოგიდგენთ საქართველოს ტერიტორიაზე ამოღებულ არქეოლოგიურ მასალას და შესანიშნავ, შეუფასებელ არტეფაქებს, რომლებიც დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და წარმოადგენს ეროვნულ და საკაცობრიო საგანძურს:
{gallery album=3600 photos=4528,4529,4530,4531,4532,4533,4534,4535,4536,4537,4538,4539,4540,4541,4542,4543,4544,4545,4546,4547,4548,4549,4550,4551,4552,4553,4554,4555,4556,4557,4558,4559,4560,4561,4562,4563,4564,4565,4566,4567,4568,4569,4570,4571,4572,4573,4574,4575,4576,4577,4578,4579,4580,4581,4582,4583,4584,4585,4586,4587,4588,4589,4590,4591,4592,4593,4594,4595,4596,4597,4598,4599,4600,4601,4602,4603,4604,4605 layout=slideshow title=""}კრებული „საქართველო“ · კატეგორია რედაქციული დაჯგუფებაა.

