ქართული მხატვრული ფილმი - აპრილი
ქართული მხატვრული ფილმი :
"აპრილი"
ეკრანზე გასაშვებად ნებადართულ იქნა 1974 წელს.
ფილმი მომხვეჭელობისა და ქონებით ტკბობის სენის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც ადამიანის სულიერ დეგრადაციას იწვევს. ახლადშეუღლებული ქალ-ვაჟის ბედნიერ ცხოვრებას ნელ-ნელა ჩრდილავს ქონების დაგროვებისაკენ სწრაფვა. იკარგება სულიერი კონტაქტი, ქრება სიყვარული, მაგრამ ახალგაზრდები გონს დროზე მოდიან თავიდან იცილებენ ფუჭ ფასეულობებს, ბრჭყვიალა ნივთებს, რომლებმაც კინაღამ მათი ბედნიერება შეიწირა.
დიდი მადლობა: babaduli.de
დიდი მადლობა : ეროვნული ფილმოგრაფიის ვებგვერდს



