რატომ აეკრძალათ კათოლიკებს "ვალენტინობის" აღნიშვნა
თითქმის ნახევარი მსოფლიო ბოლო ათწლეულის მანძილზე, ყოველ 14 თებერვალს ინტენსიურად აღნიშნავს ე.წ. წმინდა ვალენტინის დღეს (მონათლულს შეყვარებულთა დღედ), თუმცა შარშან რომის პაპის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომკათოლიკური ეკლესია საერთოდ არ ცნობს მსგავსი სახის წმინდანს სახელად ვალენტინი და ეს კონკრეტული თარიღი, ამერიკელების მიერ მოგონილი და შექმნილი არარეალური კომერციული ისტორიაა, მითი, რომელიც არანაირ რეალობას არ ექვემდებარება! კომერციის სახე კი ფულის მოყვარულმა ამერიკელებმა მას 1846 წლიდან მისცეს, როცა ”ვალენტინის” ბიზნეს-ხაზი შექმნეს და ფულის კეთება დაიწყეს. არსებობს ერთადერთი ისტორიული ცნობა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ინახავს და ეს არის ვინმე ვალენტინოს, ეკლესიის მიერ განკვეთილი ბერის შესახებ ცნობა – რომელმაც პირველმა დასწერა ჯვარი ჰომოსექსუალისტებს და ამით განარისხა მთელი ქრისტიანული სამყარო და ეს ზუსტად 14 თებერვალს მოხდა! აღიარებული დღესასწაული, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რეალური ისტორია – განკვეთილი ბერის ვალენტინის მიერ ჰომოსექსუალისტებზე დაწერილი ჯვრისწერა უდევს, ამერიკელებმა კომერციის დღესასწაულად აქციეს. 2006 წლიდან რომის პაპის და ვატიკანის საელჩოს განცხადებით ჭეშმარიტ ქრისტიანებს აეკრძალათ 14 თებერვლის, როგორც შეყვარებულთა დღის აღნიშვნა. ასეთივე აკრძალვა გააკეთა მართმადიდებლურმა ეკლესიამაც (მათ შორის უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა ილია მეორემ), რამეთუ ეს არის დღე როცა ჰომოსექსუალისტებს პირველად დაწერეს ჯვარი! მართმადიდებლური ეკლესია, სიყვარულის დღეს საქართველოში აღნიშნავს 3 ივლისს გერგეტობის დღესასწაულზე, რომელიც უწმინდესმა ილია მეორემ დააწესა, ხოლო ჭეშმარიტი, საერო სიყვარულის დღე საქართველოში - 1994 წლიდან გაზაფხულის შუა თვის, შუა რიცხვში ყოველ 15 აპრილს აღინიშნება, რომლის დაარსებასაც კონკრეტული ქართული წყვილის, კონკრეტული სიყვარულის ისტორია უდევს საფუძვლად! ჩვენ, რომ გვკითხოთ ყველა დღე რომ სიყვარულისა იყოს უკეთესია, მაგრამ ახლა, ზემოთნაამბობიდან გამომდინარე, თქვენთვის მოგვინდვია რომელ რიცხვში უნდა აღნიშნოთ სიყვარულის ერთი კონკრეტული დღე!
