მხატვრული ფილმი - "ჩამავალი მზე"
მხატვრული ფილმი :
"ჩამავალი მზე"
ყოფილმა პედაგოგმა,ამჟამად პანსიონერმა სანდრომ ცხოვრების შინაარსიანი გზა განვლო, მაგრამ ბევრი ოცნება აუხდენელი დარჩენია,ახლაც ჭაბუკივით ოცნების სამყაროში ცხოვრობს შესაძლოა დონკიხოტური,მაგრამ რაინდული ოცნებით მიილტვის ახალი,კეთილი საქმეების განსახორციელებლად და მაყურებელი ხვდება-ხანდაზმულობასაც აქვს თავისი სიმშვენირე,როცა განვლილი ცხოვრება რაღაცით ჰგავს დიდ, ჩამავალ მზეს.
დამდგმელი რეჟისორი: თემურ ფალავანდიშვილი სცენარის ავტორები: ლევან ჭელიძე, თემურ ფალავანდიშვილი
ოპერატორი: გენო ჩირაძე
ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე მხატვარი: მიხეილ მედნიკოვი
კომპოზიტორი: ვახტანგ კუხიანიძე
მონტაჟორი: ჯულიეტა ჭეიშვილი-წოწონავა
მონაწილეობენ: სესილია თაყაიშვილი (ნატალია), ვასილ ჩხაიძე (სანდრო), ოთარ ზაუტაშვილი, თეა (ნათელა) გაბუნია, გიორგი ხარაბაძე, ალექსანდრე კუპრაშვილი (ფოსტალიონი), შოთა ინასარიძე, შოთა გაბელაია, ელდარ ბაღდავაძე, ჯემალ ქურდიანი, გედეონ ნავროზაშვილი
დიდი მადლობა: babaduli.de
დიდი მადლობა: ეროვნული ფილმოგრაფიის გვერდს



