მხატვრული ფილმი - "ძმა"
მხატვრული ფილმი :
"ძმა"
ფილმი სათავგადასავლო ხასიათისაა და "ვესტერნის" პოპულარული ჟანრის ქართულ ნიადაგზე ორგანული გადმონერგვის წარმატებულ ცდას წარმოადგენს. საინტერესო სიუჟეტი, თავბრუდამხვევი დინამიკა, სროლა, დაუნდობელი ბრძოლები აი ის ფორმა, რომლის საშუალებითაც ფილმი მოგვითხრობს ორი საწყისის კეთილისა და ბოროტის უთანასწორო ბრძოლის შესახებ და ამ ბრძოლის გზაზე წარმოშობილ სხვადასხვა სახის ზნეობრივ პრობლემებზე.
დამდგმელი რეჟისორი: თემურ ბაბლუანი სცენარის ავტორი: თემურ ბაბლუანი
ოპერატორი: ვიქტორ ანდრიევსკი
ხმის ოპერატორი: გარი კუნცევი მხატვარი: ნუგზარ ბაიდარაშვილი კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
მონტაჟორი: ნუნუ თავბერიძე
მონაწილეობენ: არჩილ სამხარაძე (ბექარი), ლევან თურმანიძე (გიო), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ფაღავა), შოთა (II) ნოზაძე (მამა), თეიმურაზ დოლიძე (ექიმი), ლეო (ლევან) ფილფანი, გივი ჩუგუაშვილი (სოციალისტი), მედეა ნემსიწვერიძე, იური გეწაძე, იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი, ფრიდონ გულედანი, ლ. ჯაფარიძე, ხ. დანილოვი, გ. გოგოჭური, ოთარ ოთარაშვილი, ამირან ტაკიძე, ამირან ამირანაშვილი, გივი ხახიძე, გურამ ფირცხალავა, ბ. ბექაური, მ. ლალიაშვილი, ა. ხვედელიძე, რ. რუსეიშვილი, შალვა ჯანიაშვილი
დიდი მადლობა: babaduli.de
დიდი მადლობა: ეროვნული ფილმოგრაფიის გვერდს



