ლოცვანი დილის 6 საათზე
სახელითა მიმისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო,
რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა;
საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ;
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ;
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
ამინ.
ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ;
უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან;
მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი,
წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ;
უფალო შეგვიწყალენ;
უფალო შეგვიწყალენ;
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყავნ სახელი შენი,
მოვედინ სუფევა შენი,
იყავნ ნება შენი,
ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა,
პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს,
და მომიტევენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა,
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან; რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ
უფალმან მმწყსოს მე და მე არია მაკლდეს.
ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე;
წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე.
მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის.
ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემთანა ხარ;
კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინისმცეს მე.
განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა;
განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.
წყალობაი შენი, უფალო თანა-მავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
აცხოვნე უფალო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი.
ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ,
რათა ვიტყოდეთ - უფალო, დიდება შენდა.
ამინ!
