ლოცვები დილის 9 საათზე
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყავნ სახელი შენი,
მოვედინ სუფევა შენი,
იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა,
პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს,
და მომიტევენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა,
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან,
ამინ.
მიწყალე, მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენით, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოება ჩემი.
უფროს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე;
რამეთუ უშჯულოება ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
შენ მხოლოსა შეგცოდე, და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ, რათა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან;
რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
მასხურო მე უსუპითა და განვწმინდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი.
გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ.
გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
მომეც მე სიხარული მაცხოვრებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო;
იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა; არამედ საკვერთხი არა გთნდეს.
მსხვერპლი ღმერთისა არს სული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.
კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენნენ ზღუდენი იერუსალიმისანი.
მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად-დასაწველი მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა.
ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ!
მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა!
კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის,
და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა,
რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
ამინ.
