რა მოდის ახალი დესპანზე !
დესპანის ადმინისტრაციამ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ ჩვენი ეხლანდელი და სამომავლო გეგმები და ასევე თხოვნა გვექნება თქვენც გამოხატოთ თქვენი აზრები და სურვილები დანამატების შესახებ და ასევე თუ კი რაიმე ისეთი გსურთ რაც ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ... ასე რომ დავიწყოთ ...
- დაუღალავად ვმუშაობთ იმისათვის რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ და მოგიტანოთ ორკაციანი თამაშები ინტეგრირებულ ფორმაში, ანუ რომ არ დაგჭირდეთ ვებსახელის და პაროლის ჩაწერა ახლიდან, ერთხელ გაივლით ავტორიზაციას დესპანზე და ვსიო.
- ვმუშაობთ ახალ საინტეგრაციო მოდულზე ჩვენს ახალ პარტნიორებთან, მაგაზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით, დამიჯერეთ ყველას ძალიან მოგეწონებათ ეს პატარა სიუპრიზები
- ვმუშაობთ ასევე დესპანის რადიოს და მუსიკის უფრო უკეთეს ინტეგრააციაზე ჩათში და ასევე სმაილების დამატებაზეც .
- ჩენ ახალ პარტნიორთან glossary.ge -სთან ერთად ასევე მალე გექნებათ საშუალება ქართული განმარტებითი ლექსიკონის და მთარგნელის გამოყენების.
- ჩვენ არ დაგვიწყებია საქართველოდან გლობალური ინტერნეტის სიჩქარით (უფრო სწორი იქნებოდა, სინელით)დატანჯული ჩვენი წევრები და დამიჯერეთ, აუცილებლად, მალე დავდგამთ მირორს საქართველოს ლოკალურ ხაზზე და ყველას ერთად გაგახარებთ ... ეს დაახლოებით მაისის ბოლოსთვის იგეგმება და მუშობა უკვე მიმდინარეობს ხაზის გამოყოფაზე)
- ასევე სულ მალე ყველა დესპანის წევრს შემოგთავაზებთ სულ ახალ სერვის (სრულიად უფასოთ) რის საშუალებითაც თქვენ გექნებათ ყველა მსურველს თქვენი პირადი მცირე გვერდი მაღალი დონის გალერეით და კიდევ ბევრი სიუპრიზებით დატვირთული, ანუ თუ თქვენ გსურთ თქვენი ნამუშევრები, გამოაქვეყნოთ, ან გინდათ გქონდეთ საკუთარი ადგილი,საკუთარი ოჯახის სურათები და ასე შემდეგ , ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დაგეხმაროთ და გაგიწიოთ მაქიმალური დახმარება ამ სფეროში, თავიდან ჯერ იგეგმება პერსონალური პორტფოლიო/სურათების გალერიის გამოყოფა ყველა მსურველისათვის თავისი პერსონალური მისამართით რომლის ფორმატი იქნება ან tqvenisaitisaxeli.despani.com ან Tqvenisaitissaxeli.amo.ge. ან Tqvenisaitissaxli.com (ეს მესამე ალბათ ცოტა უფრო მოგვიანებით იქნება)
მოკედ ჯერჯერობით ეს არის სულ, გთხოვთ გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები,
P.S ხო და კიდე სულ დამავიყნდა , გინდათ დესპანზე გაცნობის (დეიტინგის) ფუნქცია დავამატო?
