↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებილიტერატურა
Ჩდესპანი

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. - ილია ჭავჭავაძე

beqaboy 1 წთ კითხვა 2065 0 კომენტარი

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა..
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. - ილია ჭავჭავაძე

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..

აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,

თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია...

მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,

ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, ულმტკიცები,

მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,

არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები.

მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,

ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,

მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...

ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!

მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია,

ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოეზია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი