იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი დაახლოებით 15:10 გადმოვიდა. სასწაულს ათასობით მორწმუნე დაესწრო.
ცეცხლი წმინდა ქალაქისა და პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა. ყოველ წელს, აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებას ამტკიცებს.
ცეცხლი ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის. სასწაული ქართველმა მღვდელმსახურებმა და პილიგრიმებმაც იხილეს.
