რომის პაპი 80 წლის ხდება
რომის პაპი 80 წლის ხდება. ბენედიქტ მეთექვსმეტე ბავარიაში 1927 წლის 19 აპრილს დაიბადა, თუმცა იუბილე ერთი დღით ადრე აღნიშნა.
კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარს დაბადების დღე კარდინალებმა და ათობით ათასმა მრევლმა მიულოცა.
ბენედიქტ მეთექვსმეტემ კი, წმინდა პეტრეს ტაძარში საკვირაო მესა აღავლინა და მრევლი დალოცა.
იოზეფ რაცინგერი რომის პაპი 2005 წლის 18 აპრილს გახდა. მან კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის თანამდებობაზე იოანე პავლე მეორე შეცვალა, რომელიც 2 წლის წინ გარდაიცვალა.
