რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ.
მათი ცნობით, ალექსი მეორე ამ დროისთვის შვეიცარიის კლინიკაში იმყოფება. პატრიარქი ბორის ელცინის დაკრძალვას სწორედ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო.
რუსეთის საპატრიარქო ალექსი მეორის შვეიცარიაში მკურნალობის ფაქტს ადასტურებს, თუმცა უარყოფს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
წყარო: http://imedinews.ge
