iPhone-ის შეძენას ამერიკელების 6% აპირებს
მიუხედავად ასეთი დადებითი გამოხმაურებებისა, გამოკითხულთა ორი მესამედი აცხადებს, რომ მათ მიერ ამ ტელეფონის შეძენის შანსი ნულის ტოლია. თუმცა, სპეციალისტთა განცხადებით, ტელეფონის შეძენის მსურველი ეს 6%-იც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ Apple-მა ბაზრის საკმაოდ მსუყე ნაწილი დაიკავოს. Markitecture-ს შეფასებით, შარშანდელმა გაჰიტებულმა აპარატმა Motorola RAZR პოპულარობის პიკში ზუსტად ასეთ 6-პროცენტიან ნიშას მიაღწია.
იმ მიზეზებთა შორის, რომელიც მომხმარებლებს iPhone-ის ყიდვისგან აფერხებს, უმრავლესობამ აპარატის მაღალი ფასი დაასახელა. ბევრმა ისიც აღნიშნა, რომ Apple-ს შეეძლო ამ მოწყობილობაზე ფასის დაგდება, თუ მის უფრო ნაკლებადფუნქციონალურ მოდელებსაც გამოუშვებდა.
წყარო: http://imedinews.ge
