↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
არ მოგენატრე?- არაფერია,
მონატრებასაც ხომ უნდა ნიჭი,
არ გაგონდები?-დასანანია,
ამაზე მძიმე წუთებიც ვიცი.
ვერ შემიყვარებ?-გამეღიმება,
უფლება არ გაქვს?-მე ესეც ვიცი.
ისევ შევხვდებით?-არ ვიცი, რა ვთქვა,
ცრემლი რატომ მდის?-ვერ ვხვდები თავად,
რად ვფორიაქობ?-მიყვარხარ ალბათ.

სოფო მგელაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
რომ დაგიჩოქო, დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?
მომეფერები? გამიღიმებ? მითხარი, კარგო,
რომ შეგევედრო,ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში?
თუ ყველაფერი სიგიჟეა,სჯობს დავიკარგო.
ო, როგორ მინდა შენს ფეხებთან ერთხელ დავემხო,
არ დაგაცადო აღშფოთება, ან გაკვირვება,
მაგრამ სად,როდის,როგორ შევძლო შენთან ცრემლის ღვრა,
როგორ გაკადრო მე ბედკრულმა შენ შეყვარება.
ჩემი ბრალია,თუ გამიხდი ძილში ზმანებად,
ჩემი ბრალია,ყურთასმენა თუკი წამერთა,
ჩემი ბრალია, ქვეყნად სენს მეტს თუ ვერვის ვხედავ,
დამნაშავე ვარ,თუ ამის თქმას ვეღარ გიბედავ.
ო, მეშინია მაგ თვალების ასე რომ მხიბლავს,
კადნიერებად არ ჩათვალო ოცნება წმინდა,
გამიგო მხოლოდ და გზა მისცე ჩემს ფიქრთა წინსვლას
ქვეყნად მეც მყავდეს მეგობარი,ო, როგორ მინდა.
რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?
მომეფერები? გამიღიმებ? მითხარი კარგო,
იქნება სჯობდეს ყველაფერი ჩავიკლა გულში
და ამ ქვეყნიდან სამუდამოდ გადავიკარგო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
კვლავ ლექსებს დაგიწერ,
მაინც ხომ ლექსით ავიცერ,
თვალებს შეგიქებ ღამისფერს,
გეტყვი, რაც ჩემს გულს სჭირს.

მიყვარხარ, მიყვარხარ,
ე, მაგ შავ თვალებს ვფიცავარ,
ბალახი ვარ და მიწა ვარ,
შენ რომ აბიჯებ ის!

ნაბიჯებს, ნაბიჯებს,
ზედ გულზე რატომ მაბიჯებ,
თან ასე რატომ მაგიჟებ
ტრფიალით ხევსურ ბიჭს?!

წამოდი, წამოდი,
ეგრე რად ჯავრობ? რა მოგდის?
მე ხომ სიყვარულს ვლამობდი,
ეგ გული რატომ მსჯის?!

დაგიცდი, დაგიცდი,
და თუ კი ბოლოს გავგიჟდი,
შენს მოტაცებას მაინც ვცდი
პასუხს ვერ მოსთხოვ გიჟს.

გავბედავ, გავბედავ,
ლამაზ თვალებში ჩაგხედავ,
კოცნას დაგიგებ მახედა,
როგორც ნიბლია ჩიტს.

გელა დაიაური..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით,
თორემ კარსმომდგარ გაგიზებას ვწერ გადვურჩები,
ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში
და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში.
აშიშინდება მხურვალება ხორცის და მერე,
თეთრი არტახით გამიკრავენ მთრტოლვარე ხელებს,
გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს ,
და დამწამებენ რომ ხალხისთვის,საშიში მქვია,
ახლოს მომისვი გიჩურჩულო სათქმელი უნდა,
მხოლოდ შენ იცი,გონწარტმეულს რისი ტქმაც მსურდა,
გულში ჩამიკარ,არსებობის ჩემის საწყისო,
რომ შენს სხეულზე დემონური ვნება გავსრისო,
ახლოს მომიშვი,გიჩურცულო ცხელი ტუჩებით.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
მე ხომ შენთან სიზმრიდან და სიზმრებით მოვედი.
შენ რომ არ ყოფილიყავ მე გამოგიგონებდი.
უნაპირო გზის შემდეგ ისევ შენთან მოვალ დღეს,
იცი დავიღალე და მხოლოდ შენ თუ მომარჩენ.
წვიმა ცრემლად შემარგე,
ცრემლიც უკვე გამიშრა.
როცა მოვალ შენამდე
უკან აღარ გამიშვა.
თორემ უშენოდ ყოფნის ძალა გამომელია,
იქ ვეღარ გავჩერდები, სადაც არ მომელიან.
იცი როგორ მატირებს
ღამისფერი საკანი?
აღარა ვარ იცოდე უშენობის ამტანი.
მე ხომ შენთვის გავრითმე
სულში ყველა სტრიქონი
სიზმრებში თუ დაგკარგე
ცხადში მალე გიპოვი.
თუ შენ ისევ სიზმრიდან და სიზმრებში მომელი
გაახილე თვალები!!! აი, უკვე მოვედი
http://up.pixgeo.com/out.php/i1247_Dontbeblind3178.png
[IMG]http://up.pixgeo.com/out.php/i1247_Dontbeblind3178.png[/IMG]

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა,
თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა,
რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა.
ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?!
ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა.
გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
შენ მაშინ მოხვალ, მარტოობას როცა შეიგრძნობ.
ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ.
როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ,
მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად, დაიგვიანებ!
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს.
ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს.
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ.
იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა.
შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი.
გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ
წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ.
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები.
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ -
როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე.
მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი.
ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ მიყვარდი!
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
კარგი ვარ, იმას ნუ იტყვი
თავს ნუ დაუწყებ ქებასა,
კარგი ჩვენც მოგვეწონება,
ცუდი არცთავის დედასა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ბაბუაწვერა შენს სიყვარულს რად უნდა წერა.
პატარა გული რასაც იტევს ვერ აღწერს ენა.
წადი ქარს მიეც პიქრი ჩემი, აცინე ყველა,
რომ მე სხვა ყვავილს ვამჯობინე ბაბუაწვერა.

რად გიყურებ?-სურს ამ თვალებს უმეცართ,
შეგამჩნიოს ნაკლიცა და მშვენებაც.
თორემ თუკი შემიყვარდი უეცრად,
ყველაფერი კარგად მომეჩვენება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს
შენ კი არა და არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ღამე ბალიშზე არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება მომავლის გარდა
გარდასულ დღეთა სხივზე იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო,მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო.
ხომ შეიძლება ვარსკვლავი ჩანდეს,
მერე უბრალო შუქი გამოდგეს,
ხომ შეიძლება ლექსს გიბეჭდავდნენ,
გიხაროდეს და არ გიხაროდეს.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება.
მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ
გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს,
მერე ეჭვები არ გვასვენებენ
და ცხელ ცრემლებად მოწანწკარობენ.
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში იდგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ გაიგონ
შენი სიცოცხლის ყველა სისწორე.
თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ
ცამდე მართალმა ვეღარ იმართლო,
სიბრძნის კარამდე ისე მიხვიდე,
რომ უმეცრების გიჟად ჩაგთვალონ.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება.

მორის ფოცხიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ბებერი ლომი ვირმა დაწიხლა,
და თქვა:სიკვდილი უამესია,
მომკალით სადმე, ძნელია,
მაგრამ ვირისგან წიხლი უარესია.

კრილოვი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
სულ მენატრები, მაშინაც კი,
როცა ვართ ერთად
და ჩემს გარშემო
და ჩემს გვერდით შენა ხარ მარტო...
მუდამ და ყველგან -
ძილშიც,
ცხადშიც,
უშენოდ,
შენთან -
სულ განუწყვეტლივ მენატრები
და შენზე ვდარდობ.

სულ მენატრები,
ერთი წუთით არა მაქვს მოცლა,
დაგეძებ, როგორც ძაღლი ეძებს
დაკარგულ პატრონს,
და მე არ ვიცი,
რა დავარქვა ამ გრძნობას, როცა
ჩემში ხარ გულის ფეთქვასავით
და მაინც გნატრობ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
კვლავ მკლავს ტკივილი ტრფობისა კვალით
და გულს ისევე სურს გარეთ გასკდეს,
თვალებს სურს ისევ იფაროს ცვარით
სხვას ვერ ხედავდეს და შენ ვერ გაგცდეს.
სისხლს გაშრობა სურს შენს დანახვაზე,
რომ დავისვენო ნეტარ ჭირისგან,
მსურს დავიგმინო უმძაფრეს ხმაზე
და აღვიგავო მიწით პირისგან.
და მაინც ბედმა თუ გადაგვიკრა კეთილი სიტყვა,
მე ყოველთვის შენ, როგორც საუნჯეს გულში ჩაგიკრავ,
ჩვენ სიყვარულით ვძლევთ ყოველივეს.
კვლავ მკლავს ტკივილი ტრფობისა კვალით
და გულს ისევე სურს გარეთ გასკდეს,
თვალებს სურს ისევ იფაროს ცვარით,
სხვას ვერ ხედავდეს და შენ ვერ გაგცდეს.

კ. ს.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * * *

მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს.
იფარავდეს შინდი,
შეციებულ ჩიტებს,
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
მიკითხავდე ლექსებს,
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე ლამაზ,
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე თბილი,
ხშირი წვიმით წვიმდეს,
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს...
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined23 Jun 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
საქართველომ დღემდე მოაღწია ციხით დღეის მერე დღეის ამას იქით ?

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი