↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * * *

ლოდინით დაღლილი...
ჩურჩულით ახსნილი...
თვალები დახრილი...
მაშორებს მანძილი...
ოცნება ლამაზი...
წადილი ნამდვილი...

მეც მინდა შენს გულში

პატარა ადგილი...


********************

გავუღიმე...
მან კი ღიმილის შუაში
ფრთხილად
მაკოცა...

მარიტა რატიანი

******************

საყოველთაო პატიება

მაპატიე, რომ წვიმს,
მაპატიე, რომ სიმს
ვეღარ გიტოკებ გულის
მაპატიე, რომ მტკივა,
შენ რომ ცრემლები გდის
მაპატიე, რომ წვიმს.

პაატა შამუგია

*********************

ფიფქი ერთი ციდა,
ჩამოვარდა ციდან
და აუწყა ფოთოლს
რომ სულ მალე მოთოვს...

************************

ისეთი ხმა გაქვს -
სულაც
ბრმა ვიყო -
შენს მოძრაობას
დავინახავდი. . .
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined23 Jun 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
საქართველომ დღემდე მოაღწია ციხით დღეის მერე დღეის ამას იქით ?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
ჩემი თვალები რა თვალებია,
თუ შენი სახე არ დაინახეს,
ან ეს ცრემლები რა ცრემლებია,
თუ შენზე დარდით არ დაიღალნენ?!

ან ეს ფიქრები რისთვის მაწვალებს,
შენზე ოცნება თუ ვერ შევძელი?
თუ ვერ შევეხე შენს ლამაზ თვალებს,
მაშინ რად მინდა მე ეს ხელები?!

ან რად მჭირდება მე ეს ლექსები,
თუ ღამით ჩუმად არ წაიკითხავ,
ანდა ღმერთს დაცვას რად ვევედრები,
თუკი ბადაგსაც ვერ გამისინჯავ?!

ნატვრის რად მინდა უკვე ახდენა?
რად მინდა სულაც, რომ მქონდეს გული,
შენზე ოცნება თუ ვერ გაბედა,
თუ ეცოტავა ეს სიყვარული?!

სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
გავიდა დრო და თითქოს არაფერს უკვე აღარ გთხოვ,
მხოლოდ ფარულად, გულში ჩუმად გინატრებ ხოლმე,
ამ საიდუმლოს ჩემს საკუთარ ფიქრებს არ ვანდობ,
ჩემს თავს დავპირდი, ამას არასდროს გავიმეორებ.

გავიდა დრო და მიგვავიწყდა თითქოს წარსული,
თუმცა ჯერ კიდევ კარგად მახსოვს, რაც უკვე იყო,
მაინც შემომრჩა გრძნობა, გულში გადანახული,
პატარა გრძნობა, რომელიც მაინც დიდ ადგილს ითხოვს

სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
სიტყვები ჰაერია და ქარს მიაქვს,
ცრემლები წყალია და ზღვას ერთვის,
როცა სიყვარული მთავრდება,
მითხარი, გრძნობები სად მიდის?...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts644
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე თუ გავგიჯდი,გამაგიჯებს,შენზედ ფიქრები...
მე თუ ავტირდი ისევ შენთვის დავღვრი ჩემ ს ცრემლებს...
თუ გავიცინე ეს იმიტომ რომ შენ გამახარებ...
მაგრამ იცოდე გაცინება გადამავიწყე:(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დრო იყო იშლებოდა გაზაფხული იაში,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს
სიყვარული რიგდებოდა მე კი დავაგვიანე.
რიგში იდგნენ ჭაბუკები მით უმეტეს ქალები.
შეყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით .
სევდა წვავდა თვალთა უპეს სევდა, გაურიყავი
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი .
რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგი დაეთმო
რომელიმე ღვთის მადლიანს იქნებ მსხვერპლი გაეღო,
სიყვარული დამითმე თქო ვისთვის მეკადრებინა,
სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.
და როდესაც დახლთნ მივედ სევდიანი თვალებით,
სიყვარულის სახლში ლაჯვარდს შეყურებდნენ დახლები
შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული
და გამყიდველს ის თავისთვის ქონდა გადადებული,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს.
სიყვარული რიგდებოდა მე კი დავაგვიანე.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
sharlotta wrote:
ციტატა:
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დრო იყო იშლებოდა გაზაფხული იაში,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს
სიყვარული რიგდებოდა მე კი დავაგვიანე.
რიგში იდგნენ ჭაბუკები მით უმეტეს ქალები.
შეყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით .
სევდა წვავდა თვალთა უპეს სევდა, გაურიყავი
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი .
რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგი დაეთმო
რომელიმე ღვთის მადლიანს იქნებ მსხვერპლი გაეღო,
სიყვარული დამითმე თქო ვისთვის მეკადრებინა,
სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.
და როდესაც დახლთნ მივედ სევდიანი თვალებით,
სიყვარულის სახლში ლაჯვარდს შეყურებდნენ დახლები
შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული
და გამყიდველს ის თავისთვის ქონდა გადადებული,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს.
სიყვარული რიგდებოდა მე კი დავაგვიანე.

ჩემი უუუსაყვარლესი ლექსიაააა...=sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვისია? =oops=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined31 Oct 2007
Posts9
კარმა50
OFFLINEPROFILE
***
რატომ მიყვარხარ ასე ძალიან?!
ქვეყნად შენს გარდა ბევრი ქალია,
ამ ქვეყნად მხოლოდ შენ მეყვარები,
ყოველთვის,ყველგან შენ მენატრები.
ამაოდ ვცდილობდი შენს დავიწყებას,
შენზე ფიქრების გადავიწყებას,
ვერ დაგივიწყებ ვერასდროს ვერა,
ჩვენს შორის არის დღეს ბედისწერა
ბევჯერ ვეცადე მეტირა შენთვის
ჯერ შენი მჯერა და მერე ღმერთის.
დადგება ალბათ ხვალ ჩვენი ჯერი
მე შენთვის მინდა დღეს ყველაფერი.
არ მინდა სხვასთან რომ დაგინახო,
შენი თვალები ვერ დავინახო
და თუ მოხდება ასეთი რამე
დღე არ მექნება, მექნება ღამე
ღამე ფიქრია, ფიქრი ღამეა
იმიტომ რომ ღამე მაგარი რამეა!
იცოდე ჩემთან თუ არ იქნები
მე უბედური კაცი ვიქნები
არ გათენდება ჩემთვის დღეები
არ გამოისხავს ფოთოლს ხეები.
არ ვიცი,რატომ მიყვარხარ ასე,
რატომ ვერ გაგცვლი ვერასდროს სხვაზე?
ამ კითხვას პასუხს ვერავინ გასცემს
ეს გრძნობა ალბათ მე გიჟად მაქცევს.
მე უშენობა ალბად დამაქცევს
და მთვარესთან დამაძმაკაცებს.
მე შენ გიპოვე დღეს თაიგულში
მინდა რომ დარჩე კარგო ამ გულში.
ვზივარ და ვფიქრობ მე მხოლოდ შენზე
მარტო შენ გხედავ ამ ლამაზ გზებზე.
თვალებზე ნისლი ჩამომეფარა
გული კი შენსკენ გამომეპარა
ბაგეს რა ვუყოთ, ბაგე წყურია
და სიყვარული კვლავაც მწყურია.
მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები
და სუყოველთვის მომენატრები!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
Nia_ko wrote:
ციტატა:
ვისია? =oops=

სამწუხაროდ არ ვიცი ვისია:(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
*qeta* wrote:
ციტატა:
sharlotta wrote:
ციტატა:
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დრო იყო იშლებოდა გაზაფხული იაში,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს
სიყვარული რიგდებოდა მე კი დავაგვიანე.
რიგში იდგნენ ჭაბუკები მით უმეტეს ქალები.
შეყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით .
სევდა წვავდა თვალთა უპეს სევდა, გაურიყავი
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი .
რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგი დაეთმო
რომელიმე ღვთის მადლიანს იქნებ მსხვერპლი გაეღო,
სიყვარული დამითმე თქო ვისთვის მეკადრებინა,
სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.
და როდესაც დახლთნ მივედ სევდიანი თვალებით,
სიყვარულის სახლში ლაჯვარდს შეყურებდნენ დახლები
შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული
და გამყიდველს ის თავისთვის ქონდა გადადებული,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს.
სიყვარული რიგდებოდა მე კი დავაგვიანე.

ჩემი უუუსაყვარლესი ლექსიაააა...=sher=

ჩემიც ქეთა=sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
შენს საჩუქარზე გადავწყვიტე ხელის აღება
და სურათს შენსას დაგიბრუნებ თავაზიანად,
უსურათოდაც ცოცხლობს ჩემში შენი სახება,
სამარადისოდ, უკვდავების თანაზიარად.
იცოცხლებ, ვიდრე ჩემი მზეც არ ჩაესვენება,
ეს ჩემი გული დაგიდგება ამის თავდებად.
და მხოლოდ მაშინ, როს მოვკვდები, შენი ხსენებაც
არარსებობის საუფლოში დაბინავდება.
შენი ხატება გონებაში ძეგლივით დავდგი,
უსურათოდაც კარგად ვიცი ჩემთვის ვინა ხარ,
შენ ჩემში სახლობ და ამაზე უსაფრთხო ადგილს
ვერსად, ვერავინ, ვერასოდეს ვერ მოგინახავს.
გიბრუნებ სურათს, ანდა სატრფოდ რატომ გსახავდი,
შენს გახსენებას თუ სჭირდება სხვისი ნახატი?!


*******

ერთად წამართვი ყველა გრძნობა, თუკი გწადია,
ამითი მაინც არაფერი შეგემატება,
წაურთმევლადაც შენი არის, რაც მაბადია,
რადგან მთლიანად შენ გეკუთვნი, ჩემო ხატებავ.
თუ სიყვარულმა გიკარნახა ჩემი გაძარცვა,
მადლობას გეტყვი, სულში ასე რომ ითარეშე,
მაგრამ, ვაითუ თავს იტყუებ ტრფობის ტაძართან
და გულს მიქურდავ ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე.
შენდობას გეტყვი, მშვენიერო ჩემო მძარცველო,
სულით ღარიბი ბოლომდე რომ გამაღატაკო,
მაგრამ მე მიჯობს გულახდილმა ზიზღმა გამცელოს,
ვიდრე მიჯნურის უსამართლო წყენამ დამდაგოს.
მოხიბლული ვარ და სიავეც აღარ მაძრწუნებს,
კიდეც რომ მომკლა, შენს მტრობაში ვერ დამარწმუნებ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
ესაა ბედი ახალბედა მსახიობისაც _
მღელვარებისგან თავის როლის გადავიწყება,
განრისხებული, აღშფოთებით დაღლილობისას
ხმას ვერ გაიღებ, სანამ სული არ ჩაგიცხრება.
მეც ასე ვდუმვარ, როცა გიმზერ, ჩემო საუნჯევ,
ვერ მოვახერხე შენთვის ჩემი გრძნობის ჩვენება,
მოზღვავებული სიყვარული ისე მამუნჯებს,
რომ სიყვარული, ალბათ, არც კი დამეჯერება.
დე, ლექსმა გითხრას, რომ ტრფიალის ცეცხლი მედება,
მუნჯმა სიტყვებმა უკვე ჩემგან გამიჯნულებმა,
თუ სიყვარულით დამილოცავ შემოქმედებას,
ის მოგიყვება ჩემი სულის გამიჯნურებას.
თუკი ისწავლი ჩემი მუნჯი სიტყვის წაკითხვას,
მაშინ თვალებით გაიგონებ, სატრფომ რაც გითხრა.

********
ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ,
რადგან უწმიდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა,
ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო მარტო რომ დარჩეს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined31 Oct 2007
Posts9
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემია))))

უყურებ ცას ვხედავ მთვარეს!
უყურებ ვარსკვლავს,ვხედავ ღამეს!
გიყურებ შენ და ვფიქრობ რამდენს!
ნეტავი თუ შევძლებ შენს გარეშე რამეს!!!
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი