დილა მშვიდობის,მომინდა წერილი მომეწერა შენთვის...
როგორ ხარ???როგორ გეძინა???
ნახე დღეს დოკუმენტებში შემთხვევით რა ვიპოვე....

არ იქნება სიახლე თუ ვიტყვი, რომ ახალმა დრომ ნელ -ნელა გახადა ადამიანი კომპიუტერულ სამყაროზე დამოკიდებული..ბევრი საინტერესო რამ ხდება ინტერნეტ ლაბირინთებში...შენ ხომ მაინც იცი რა ლამაზი სამეგობრო მყავს...გუშინ ჩვენი მეგობრის ლიმონას დაბადების დღეს იყო, ხოდა არც მეტი არც ნაკლები ინტერნეტში ავუღნიშნეთ:) (არ გაგიკვირდეს, ხო ?როცა ამხელა მანძილი ზღვები და ოკეანეები გაშორებს ერთმანეთს, ინტერნეტ სახინკლე , ურიგო გამოსავალი არაა...;-))ვიცინოდით და ვმხიარულობდით.მილოცვებში და ინტერნეტ საჩუქრებში ერთმანეთს ვეჯიბრებოდით მე, ეკა, ასპინოზა, მაგდა, ოქრო...მოკლედ თავზე დაგვათენდა..გვიან დავწექი და დილით ტელეფონის ზარმა გამაღძა უხალისოდ დავწვდი ყურმილს..
ლიკა რეკავს...ხმა მესმის მაგრამ სიტყვების აზრს ვერ ვწვდები..ჩემი გონება ჯერ კიდევ სადღაც შორს, ძილშია, ნაცრისფერი სიზმარეთის ნისლში გახვეული...
--მოიცა, შენ რაა ტირი???--თავს ძალა დავატანე, ვცდილობ გავიგო რას მელაპარაკება
--- ქეთა,მე ის მიყვარს, იმდენად მიყვარს , რომ სიტყვებითაც ვერ გადმოვცემ, რადგან ამის ასახსნელი სიტყვები ჯერ არ გამოუგონიათ, მე კი მათი მოგონების თავი არ მაქვს,მე აღარაფრის თავი არ მაქვს,მასზე ფიქრებში ვათენებ ღამეებს, ის ჩემი ერთადერთი ფიქრი და ოცნებაა..,ძალაინ მიყვარს ის თითოული წამი, რომლესაც მე მასთან ვატარებ...იცი,ხანდახან მისი სიტყვების აზრს ჯეროვნად ვერც კი ვწვდები, მხოლოდ თვალებში ვუყურებ და მინდა მისი სული დავინახო ...ღმერთო , როგორ მიყვარს ეს თვალები ,მისი მელოდიასავით ხმა... მინდა ეს წუთები დაუსრულებლად გაგრძელდეს ხოლმე და ალბათ რა სულელივით გამოვიყურები მაშინ... მინდა სულ ასე ვისხდეთ ერთმანეთის წინ , ის მესაუბრებოდეს და ასე თბილად მიყურებდეს... მე კი მის თვალებში საკუთარ ანარეკლს ვხედვდე....
მიყვარს, ქეთა,მთელი გულით,მთელი არსებით,რა ვქნა?!!!?...მგონი ვგიჟდები.?!..შენზე კარგად ვინ გამიგებს , კარგი მაპატიე..ეს ყველაფერი ვინმესთვის უნდა მეთქვა,თორემ გული გამისკდებოდა და მოვკვდებოდი, გმადლობთ რომ მომისმინე...
----მოიცაა,ლიკა უთხარი ეგ ყველაფერი მას..აი ასე, როგორც მე მეუბნევი, უთხარი რააა...
-არა, არ შემიძლია,მასთან ასეთი საუბარი არ გამომდის,ხმას ვერ ვიღებ, აზრი მებნევა..კარგი, მაპატიე! ..
ყურმილი დაკიდა.
რა ვქნა ?ღმერთო, რა არის სიყვარული? მართლა ტანჯვა? იცის ნეტა ვიმნმემ, რაა ჭეშმარიტი სიყვარული? თავის თავად ამომიტივტივდა აზრში გოდერძი ჩოხელის სიტყვები:
\" ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
ასე არ არის, მკითხველო?
სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?
ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას.
და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:
- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს:
სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!\"
გამოვფხიზლდი, ავდექი, ყავა მოვიდუღე და ყურმილს მოვწვდი...
___ნუთუ ახალა მას მშვიდად სძინავს? არაა, არ მჯერა!
___ბატონო, მოისმა ყურმილის მეორე მხრიდან ჩემი დეიდაშვილის ხმა..
___მე ვარ...
____შეენ?! ამ დილაუთენია რამ დაგარეკინა?! ხომ კარგად ხარ ნებიერა?
_____კი , უბრალოდ არ მეძინებოდა, მომენატრე და დაგირეკე!
_____სულელუკა!შენ არ გეძინებოდა და მეც გამაღვიძე(ეს სიტყვებით თქვა, თორემ ხმაზე შევატყე ესიამოვნა...მე ხომ კარგად ვიცნობ მას და ვიცი როგორ სჭირდებოდა ეხლა ჩემთან საუბარი..)გოგო შეიყვარე მაინც ვინმე იმას დაურეკავ ხოლმე..
__კარგი, გავითვალისწინებ ...მანამდე მომიყევი აბა შენ რომ გიყვარს იქ რა ხდება?!ხომ არ მიბრაზებ დაქალს?
__კი, ვიჩხუბეთ ცოტა, მთელი ღამე არ მძინებია,არეული ფიქრები მქონდა...
__ყოჩაღ!
__არა არ ვიცი რა უნდა,ტო, ვერაფერი გავიგე, შენ მაინც მითხარ,რა გინდათ. რას გვერჩით ამ საწყალ კაცებს ,ტო?რაც შეგვიძლია ვცდილობთ, ბატონო,მითხარი ერთი ,თუ დამირეკე ისიც მითხარი რა ვქნა?!?!?!
__აჩუქე!
__რაა??თაიგულებს და საჩუქრებს ვაკლებ მე მაგას?!?
___ე, ე, პრიმიტივო!!! ლამაზი სიტყვები აჩუქე,შენი სიზმრები აჩუქე,შენი ყურადღება აჩუქე,შენი დროის დიდი ნაწილი აჩუქე,შენი ოცნება აჩუქე,ბევრი ლამაზი წუთი აჩუქე!სულიდან მომდინარი თბილი მზერა აჩუქე, გული აჩუქეეეეე!!!
____ე, ეე, ნებიერა, მერე მე აღარაფერი დავიტოვო ჩემთვის?
___უუუუფ, ღმერთო, შენ რა აქამდე თუ ვერ მიხვდი რომ არანაირი შენ აღარ არსებობ.მაშინ ეს არ ყოფილა ის რაც საჭიროა ..არ ყოფილა სიყვარული შენი საქმე...არსებობთ მხოლოდ_-- თქვენ--ასე რომ, აჩუქე..თამამად აჩუქე!!!
კარგი, იფიქრე ამაზე, აბა ჭკვიანად იყავი...
ღმართო რა ჭირთ ამათ, რატომ ვერ ხვდებიან რომ ამხელა სიყვარული ღვთის საჩუქარიააა,ისინი ღვთის რჩეულები არიან დედამიწაზე,მათ ხომ უყვართ,..
უ ყ ვ ა რ თ !!!!!! რატომაა რომ მთელი ცხოვრება ამ გრძნობას ელი,ის კი არასდროს მოდის მაშინ როცა გგონია რომ ახლოსა,უცბად, მოულოდნელად დაგატყდება თავს და ზღაპარქვეყანაში გადაგასახლებს...------მერე როგორი ხელის გულზე სატარებელი გრძნობაა,რამდენადაც ლამზია იმდენად ნაზი, ნატიფი და მოსაფრთხილებელია.თორემ პატარა შეცდომა და....გაქრება, თოვლის ფიფქივით მიილევა და უსაზღვრო ტკივილს დაგიტოვებს გულში..
შემოდგომის ცივი , ფერმკრთალი და ნაცრისფერი დღეებია, გარეთ სიცივეა, საძულველი და საშიში...მაგრამ ორმაგად საშიში და საძულველია , როცა ატყობ, რომ იგი შენს გულში შემოპარვასაც ცდილობს....
\"როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!\"
(აზრზე ხარ, მთელი ერთი წელი გასულა უკვე....ერთი გრძელი წელი...ისევ შემოდგომააა, ისევ ნაცრისფერი და ცივი...მათ არ დაკარგეს ერთმანეთი და ეხლა ბედნიერი ოჯახი აქვთ...ხოდა ასეა... ყოველი ცივი ზამთრის მერე დგება თბილი გაზაფხული..და იმ სიცივის მერე უფრო ჯეროვნად შეიძგრძნობ ამ სითბოს ფასს)

(უი, ეხლა დავაკვირდი...ეს რამხელა წერილების წერას მივჩვეულვარ....:) კაი, შემდეგისთვის ვეცდები დავაპატარაო...მაგრამ, ბევრი რომ მაქვს ხოლმე სათქმელი??? მაგას რა მოვუხერხო, დავიტოვო ზოგი გულში????)
