↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 353 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,ჩე\" მინდა გითხრა რომ ძალიან მაგარი ხარ,მე ყოველთვის ვკითხულობ შენს წერილებს და არც ეხლა არ იყო გამონაკლისი,მიიღე ჩემგან მხურვალე აპლოდისმენტები და =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ვიყავი შენთან, სულ-სულ უჩუმრად, ბაგეზე ამბორი დაგიტოვე...სარკის ჩარჩოზე ჩემი გული მივამაგრე და ისევე უჩუმრად გავიპარე, როგორც მოვედი. ვიცი დაინახავ თუ არა იცნობ,მოუფრთხილდები და შენს საგულეში შეინახავ, ჩემს დაბრუნებამდე....მე დავბრუნდები...
მაგრამ შენ მიგრძნობ?!
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
მარტო ვზივარ მოვიწყინე ბნელ ოთახში,სადაც არავინ და არაფერი მეგულება.....სადაც მხოლოდ სიჩუმე ფანტავს ოცნებებს,სიცუმე არღვევს აქ მეუფებას,რომელიც ძლეულს ერთს შეუძლია....ბნელა ოთახში და მე ისევ მარტო ვარ,მე და სიბნელე.....სიჩუმეა,ძველებურად გარინდულია აქ ყველაფერი.....სიჩუმე მიხმობს...ეს უცნაური დიდი შეგრზნებაა,გულში მიხუტებს...ჩემი გულის ხმა მხოლოდ მას ესმის...მხოლოდ მას ესმის იმ თბილი ალერსის,რომელიც უწინ იმ ბიჭს ესმოდა...იმ ერთადერთს...ბიჭმა რომელმაც თბილი ალერსი მე შთამაგონა...ლამაზი სიტყვები,თბილი ხელები....წყლიანი თვალები...ნაზი მოფერება..ალერსიანი თბილი ამბორი..ასე უსასრულოდ ეს მან მასწავლა......
ბნელ დიდ ოთახში,სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას,სადც მრავალჯერ მე მიფიქრია,სადც მრავალჯერ დანგრეულა უბიწო კოშკი...აქ მოფერებით ჰაერი სუნთქავს,აქ სიახლოვე ეულად რჩება,აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა,აქ ყოველივე უსახურია..
ბნელ დიდ ოთახში ეხლა მარტო ვარ,ბნელა და ცრემლები მარგალიტივით უღიმიან მოგონებებს,ბნელა და ცრემლები მისი ხელებივით ეალერსება მოწყენილ ღაწვებს,გაბუტულ ტუჩებს....მარგალიტები მოეხვია ყელზე სათუთად,მარგალიტები,მსველია ისინი,ბნელ დიდ ოთახში თეთრი პერანგი მოსჩანს ლანდივით,ირხევა,თრთის თუ ეშინია?ნაცნობ სარეცელზე ის უკვე აღარ წევს...ნუტუ დამივიწყე?.....ჩუმად,ფაქიზად გადმოვიღებ იმ ზვველ სურათებს....ვათვალიერებ...სიბნელე..არ მოსჩანს არცერთი სხივი ნათელი...ბნელ,დიდ ოთახში... ეულად დარჩენილი არავის მოველი იმ ერთის გარდა,რომელიც არ სჩანს,დააგვიანდა...დააგვიანდა!!!!კმარა უკვე ფიქრიც კმარა,მის მგივრად სიბნელე დამეუფლა,ბნელ დიდ ოთახში......ბნელა,კვლავ მარტო ვარ..................
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
ახლა ჩაის ჭიქით ხელში, თბილად და თითქოს მშვიდად ვზივარ ჩემს ოთახში. არაფერი მაწუხებს, არც დაძაბული ვარ... უბრალოდ რაღაც მაკლია.
შენი სუნთქვის სითბო მაკლია და შენი კოცნის შეგრძნება, სხვა არაფერი..
ცოტათი მომწყინდა მარტო ყოფნა, სულ მინდა, რომ ჩემთან იყო, სულ მენატრები.
ახლა შევამჩნიო, რომ თურმე ძალიან, ძალიან გაგითავისე და რაღაცნაირად ჩემად, ჩემს ნაწილად და გულის ნახევრად გაქციე .
სხვა რა გითხრა არ ვიცი.
ახლა ყველაფერი მაქვს, შენი სითბოს გარდა. ვიცი, რომ გძინავს შენს ოთახში ამ წუთას, მოკუჭული და ბალიშში თვაჩაგრული წევხარ
ისიც ვიცი, ძილის წინ რომ ლოცვა წაიკითხე და რასაც ყოველ ღამით სთხოვ, ისევ ის შესთხოვე უფალს . მიყვარხარ ამ ყველაფრისთვის, უზომოდ მიყვარხარ.
შენ მათბობ და თითქოს სიცოცხლის ენერგიას მმატებ
ამიტომ , და არამარტო ამიტომ მიყვარხარ ასე და გაფასებ ... =ko= =ko=
=ko= =ko= =ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined05 Oct 2007
Posts80
კარმა50
OFFLINEPROFILE
ლანა აქა ხარ? შენ შემოგევლე მიპასუხე რა? რაღაც უნდა შეგეკიტხო.მადლობთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts392
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩე შენ რა მაგარი ხარ ,სიყვარულმა მოგიკაკუნა? რაო რა მინდაო? ვინ არის ის ბედნიერი ნეტა?
ესეთი რომანტიკი რონ დაიპყრო და სიყვარულის ენაზე აალაპარაკა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts850
კარმა51
OFFLINEPROFILE
che არასდროს გამჩენია სურვილი რომ აქ რაღაც დამეწერა არა იმიტომ , რომ არავისთვის არაფერი მაქვს სათქმელი, არამედ ვფიქრობ რომ ლამაზად თქმა არ შემიძლია, შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ წერის სურვილი მიძლიერდება. საიდან ერთ ადამიანში ამდენი რომანტიზმი, სითბო და სიყვარული?ალბათ მართლა რჩეული ხარ!!!!!! და მინდა იმ ბედნიერს ვისაც ეს წერილები ეკუთვნის ვუთხრა რომ მარტო არასოდეს დაგტოვოს!!!!
გაიხარე მაგარი ადამიანი ხარ!!!!!!!!!!!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
დილა მშვიდობის,მომინდა წერილი მომეწერა შენთვის...
როგორ ხარ???როგორ გეძინა???
ნახე დღეს დოკუმენტებში შემთხვევით რა ვიპოვე.... :)

არ იქნება სიახლე თუ ვიტყვი, რომ ახალმა დრომ ნელ -ნელა გახადა ადამიანი კომპიუტერულ სამყაროზე დამოკიდებული..ბევრი საინტერესო რამ ხდება ინტერნეტ ლაბირინთებში...შენ ხომ მაინც იცი რა ლამაზი სამეგობრო მყავს...გუშინ ჩვენი მეგობრის ლიმონას დაბადების დღეს იყო, ხოდა არც მეტი არც ნაკლები ინტერნეტში ავუღნიშნეთ:) (არ გაგიკვირდეს, ხო ?როცა ამხელა მანძილი ზღვები და ოკეანეები გაშორებს ერთმანეთს, ინტერნეტ სახინკლე , ურიგო გამოსავალი არაა...;-))ვიცინოდით და ვმხიარულობდით.მილოცვებში და ინტერნეტ საჩუქრებში ერთმანეთს ვეჯიბრებოდით მე, ეკა, ასპინოზა, მაგდა, ოქრო...მოკლედ თავზე დაგვათენდა..გვიან დავწექი და დილით ტელეფონის ზარმა გამაღძა უხალისოდ დავწვდი ყურმილს..
ლიკა რეკავს...ხმა მესმის მაგრამ სიტყვების აზრს ვერ ვწვდები..ჩემი გონება ჯერ კიდევ სადღაც შორს, ძილშია, ნაცრისფერი სიზმარეთის ნისლში გახვეული...
--მოიცა, შენ რაა ტირი???--თავს ძალა დავატანე, ვცდილობ გავიგო რას მელაპარაკება
--- ქეთა,მე ის მიყვარს, იმდენად მიყვარს , რომ სიტყვებითაც ვერ გადმოვცემ, რადგან ამის ასახსნელი სიტყვები ჯერ არ გამოუგონიათ, მე კი მათი მოგონების თავი არ მაქვს,მე აღარაფრის თავი არ მაქვს,მასზე ფიქრებში ვათენებ ღამეებს, ის ჩემი ერთადერთი ფიქრი და ოცნებაა..,ძალაინ მიყვარს ის თითოული წამი, რომლესაც მე მასთან ვატარებ...იცი,ხანდახან მისი სიტყვების აზრს ჯეროვნად ვერც კი ვწვდები, მხოლოდ თვალებში ვუყურებ და მინდა მისი სული დავინახო ...ღმერთო , როგორ მიყვარს ეს თვალები ,მისი მელოდიასავით ხმა... მინდა ეს წუთები დაუსრულებლად გაგრძელდეს ხოლმე და ალბათ რა სულელივით გამოვიყურები მაშინ... მინდა სულ ასე ვისხდეთ ერთმანეთის წინ , ის მესაუბრებოდეს და ასე თბილად მიყურებდეს... მე კი მის თვალებში საკუთარ ანარეკლს ვხედვდე....
მიყვარს, ქეთა,მთელი გულით,მთელი არსებით,რა ვქნა?!!!?...მგონი ვგიჟდები.?!..შენზე კარგად ვინ გამიგებს , კარგი მაპატიე..ეს ყველაფერი ვინმესთვის უნდა მეთქვა,თორემ გული გამისკდებოდა და მოვკვდებოდი, გმადლობთ რომ მომისმინე...
----მოიცაა,ლიკა უთხარი ეგ ყველაფერი მას..აი ასე, როგორც მე მეუბნევი, უთხარი რააა...
-არა, არ შემიძლია,მასთან ასეთი საუბარი არ გამომდის,ხმას ვერ ვიღებ, აზრი მებნევა..კარგი, მაპატიე! ..
ყურმილი დაკიდა.

რა ვქნა ?ღმერთო, რა არის სიყვარული? მართლა ტანჯვა? იცის ნეტა ვიმნმემ, რაა ჭეშმარიტი სიყვარული? თავის თავად ამომიტივტივდა აზრში გოდერძი ჩოხელის სიტყვები:

\" ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

ასე არ არის, მკითხველო?

სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?

ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას.

და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს:

სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!\"

გამოვფხიზლდი, ავდექი, ყავა მოვიდუღე და ყურმილს მოვწვდი...

___ნუთუ ახალა მას მშვიდად სძინავს? არაა, არ მჯერა!
___ბატონო, მოისმა ყურმილის მეორე მხრიდან ჩემი დეიდაშვილის ხმა..
___მე ვარ...
____შეენ?! ამ დილაუთენია რამ დაგარეკინა?! ხომ კარგად ხარ ნებიერა?
_____კი , უბრალოდ არ მეძინებოდა, მომენატრე და დაგირეკე!
_____სულელუკა!შენ არ გეძინებოდა და მეც გამაღვიძე(ეს სიტყვებით თქვა, თორემ ხმაზე შევატყე ესიამოვნა...მე ხომ კარგად ვიცნობ მას და ვიცი როგორ სჭირდებოდა ეხლა ჩემთან საუბარი..)გოგო შეიყვარე მაინც ვინმე იმას დაურეკავ ხოლმე..
__კარგი, გავითვალისწინებ ...მანამდე მომიყევი აბა შენ რომ გიყვარს იქ რა ხდება?!ხომ არ მიბრაზებ დაქალს?
__კი, ვიჩხუბეთ ცოტა, მთელი ღამე არ მძინებია,არეული ფიქრები მქონდა...
__ყოჩაღ!

__არა არ ვიცი რა უნდა,ტო, ვერაფერი გავიგე, შენ მაინც მითხარ,რა გინდათ. რას გვერჩით ამ საწყალ კაცებს ,ტო?რაც შეგვიძლია ვცდილობთ, ბატონო,მითხარი ერთი ,თუ დამირეკე ისიც მითხარი რა ვქნა?!?!?!
__აჩუქე!
__რაა??თაიგულებს და საჩუქრებს ვაკლებ მე მაგას?!?
___ე, ე, პრიმიტივო!!! ლამაზი სიტყვები აჩუქე,შენი სიზმრები აჩუქე,შენი ყურადღება აჩუქე,შენი დროის დიდი ნაწილი აჩუქე,შენი ოცნება აჩუქე,ბევრი ლამაზი წუთი აჩუქე!სულიდან მომდინარი თბილი მზერა აჩუქე, გული აჩუქეეეეე!!!
____ე, ეე, ნებიერა, მერე მე აღარაფერი დავიტოვო ჩემთვის?
___უუუუფ, ღმერთო, შენ რა აქამდე თუ ვერ მიხვდი რომ არანაირი შენ აღარ არსებობ.მაშინ ეს არ ყოფილა ის რაც საჭიროა ..არ ყოფილა სიყვარული შენი საქმე...არსებობთ მხოლოდ_-- თქვენ--ასე რომ, აჩუქე..თამამად აჩუქე!!!
კარგი, იფიქრე ამაზე, აბა ჭკვიანად იყავი...

ღმართო რა ჭირთ ამათ, რატომ ვერ ხვდებიან რომ ამხელა სიყვარული ღვთის საჩუქარიააა,ისინი ღვთის რჩეულები არიან დედამიწაზე,მათ ხომ უყვართ,..
უ ყ ვ ა რ თ !!!!!! რატომაა რომ მთელი ცხოვრება ამ გრძნობას ელი,ის კი არასდროს მოდის მაშინ როცა გგონია რომ ახლოსა,უცბად, მოულოდნელად დაგატყდება თავს და ზღაპარქვეყანაში გადაგასახლებს...------მერე როგორი ხელის გულზე სატარებელი გრძნობაა,რამდენადაც ლამზია იმდენად ნაზი, ნატიფი და მოსაფრთხილებელია.თორემ პატარა შეცდომა და....გაქრება, თოვლის ფიფქივით მიილევა და უსაზღვრო ტკივილს დაგიტოვებს გულში..
შემოდგომის ცივი , ფერმკრთალი და ნაცრისფერი დღეებია, გარეთ სიცივეა, საძულველი და საშიში...მაგრამ ორმაგად საშიში და საძულველია , როცა ატყობ, რომ იგი შენს გულში შემოპარვასაც ცდილობს....
\"როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!\"

(აზრზე ხარ, მთელი ერთი წელი გასულა უკვე....ერთი გრძელი წელი...ისევ შემოდგომააა, ისევ ნაცრისფერი და ცივი...მათ არ დაკარგეს ერთმანეთი და ეხლა ბედნიერი ოჯახი აქვთ...ხოდა ასეა... ყოველი ცივი ზამთრის მერე დგება თბილი გაზაფხული..და იმ სიცივის მერე უფრო ჯეროვნად შეიძგრძნობ ამ სითბოს ფასს):)

(უი, ეხლა დავაკვირდი...ეს რამხელა წერილების წერას მივჩვეულვარ....:) კაი, შემდეგისთვის ვეცდები დავაპატარაო...მაგრამ, ბევრი რომ მაქვს ხოლმე სათქმელი??? მაგას რა მოვუხერხო, დავიტოვო ზოგი გულში????)=tavfx=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მთელი დღე ვიწრიალე არ ვიცოდი, მომეწერა თუ არა შენთვის ეს წერილი. მერე მაინც გადავწყვიტე.

იცი,თამარა ბებიაა ცუდად. კი,ჩემი მეზობელი...გახსოვს როგორ გვიყვარდა მასთან სტუმრონბა მე და შენ?! გემრიელი მურაბები, მოცვის ჩაი და საინტერესო ამბებით სავსე ხურჯინი ჰქონდა ყოველთვის ჰქონდა, პროფესიით ფილოლოგს.რამდენ ჩვენთვის ახალს, საინტერესოს და გულში ჩამწვდომს ვისმენდით მისგან. თამარა დეიდას შვილებიც ხომ საზღვარგარეთ წამოვიდნენ. ჯერ ერთი , მერე მეორე..იქნება ცოტა ამოვისუნთქოთ , ოჯახს მივეხმაროთო..ხოდა, ორივე შვილიშვილი ბებიას დაუტოვეს...ხელჩაკიდებული დაყავდა რეპეტიტორებთან, სპორტზე. ცუდ წრეში არ გაერიონო, ალესილი ხმალივით ადგა თავზე ორივეს.უჭირდა ასაკიან ქალს,ბიჭების დევნა.მაგრამ შვილებს არაფერს ატყობინებდა, მხიარული და ხალისიანი იყო სულ, მომავლის იმედით სავსე.ორივემ დაამთავრა ინსტიტუტი, ოჯახებს მოეკიდნენ და კარგად თუ ნაკლებად ცხოვრებაც აიწყეს. ცივ ნიავს არ აკარებდნენ ბებიას.ლევანმა სამსახური იშოვა, პოლიციაში.ხელფასი კარგი ჰქონდა და ასე თუ ისე გაჰქონდა თავი.ლადო საქმე ცოტა რთულად წავიდა,სამთავრობო სამსახურში ვერსად მოეწყო, ზოგან ტესტირებაზე დააგვიანდა, ზოგან ასაკი დაუწუნეს, ზოგან ცოდნა...ხოდა დაიწყო პატარა ბიზნესი.ბედნიერი იყო თამარა ბებია ,თავი დაადგა შვილიშვილებს.მეზობლებშიც ჩურჩულებდნენ კარგები დაზარდა თამარამო.ეს არეულობა რომ დაიწყო, ნერვიულობდა ბევრის მნახველი ქალი. უშლიდა ბიჭებს ახლოს არ გაეკაროთ იქავრობასო.არა ბებო,ნუ გეშინია,არაფერი მოხდება, უბრალოდ ვნახავ რა ხდება, ვდგავართ და გასაჭირს ვუზიარებთ ერთმანეთს, იქნება გამოსავალი ერთად დგომით ვიპოვოთო.ცოტა ხნით წავალ საღამოს კი ცოლ-შვილით გესტუმრებით მე და ლევანიო . ჩვეულებრივად დაფუსფუსებდა, სამზარეულოში,დღეს ჩემთან მოვლენ და მათი საყვარელი კერძი დავახვედროო.ტელევიზორი რომ ჩართო და ამდენი,თავზეწამოფარებული , აირწინაღიანი ადამიანი დაინახა,გაოცებული ლოგოს დააკვირდა სადმე უცხოეთში ხომ არ ხდებაო. მერე მოედანი იცნო...ცოტა ხანს ასე იდგა გაოგნებული.მერე უცბად მუხლებზე დაეცა და ლოცვა დაიწყო-\"ღმერთო არ გაგვწირო, ღმერთო დამიფარეო!!!\" ტელეფონი აწკრიალდა-\"დედა სადაა ლევანიო-კიოდა ნათელა-გათიშა...და ორ წუთში- ნინო აკივლდა ყურმილში- დედა, სადაა ლადოო???ვერაფრით ვუკავშირდები მობილურზეო-გამწარდა ქალი, როგორ ეთქვა შვილებისთვის ერთმანეთის პირისპირო...უხმოდ გათიშა და ტელევიზორს მიუბრუნდა...მერე??მერე ყველაფერი უსწრაფესად განვითარდა, ერთმანეთს ცვლიდა, საშინელი კადრები- გაფრენილი ცრემლსადენების კვამლი, გასისხლიანებული თავები, სისხლით დასვრილი ეკლესია, მრევლს გადაფარებული მღვდელი. გალომებლი სპეცნაზი და ხელებაწეული ხალხი.უყურა- უყურა თამარა ბებიამ \"მოგიკვდეთ ბებოო\"-აღმოხდა და იმ წამიდან მისმა გონებამ უარი თქვა ამ ინფორმაციის გადამუშავებაზე. თვალებმა ერთი ადგილი მოძებნეს კედელზე და მას მიაშტერდნენ, უაზროდ...ოთახში ისტერიულად კიოდა ტელეფონი, მაგრამ თამარა ბებაისთვის უკვე ყველაფერი სულ ერთი იყო.მისთვის გარე სამყარომ აზრი დაკარგა და როდის დაუბრუნდება ცნობიერება არავინ იცის...თამარა ბებია ცუდადააა,მე კი ვგრძნობ, რომ მძულს ლევანი, მძულს ლადო....მძულს საკუთარი თავი და საერთოდაც, მძულს ის პრიმიტიული არსებანი, რომლებსაც ადამიანები ჰქვიათ...

\"წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...\"

მაპატიე თუ ცუდ ხასაითზე დაგაყენე...
გკოცნი და გეფერები შორიდან...იმედია, მომავალში კარგ ამბებს მოგწერ....
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
=ko= ქეთაააა =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Sep 2007
Posts649
კარმა49
OFFLINEPROFILE
ქეთ ძალიან მაგარი ხარ!!!

ადმინისტრაციასთან მაქ ერთი სათხოვარი: თუ შეიძლება რომ ქეთას ძეგლი დავდგათ ამ თემის შემოსასვლელში? ძალიან დიდი თხოვნაა ჩემი და მგონი ამას ყველა დაუჭერს მხარს :)

=geo= =geo= =geo=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
Nia_ko wrote:
ციტატა:
=ko= ქეთაააა =ko=

გენაცვალე!!!!=ko=

Gi_ga wrote:
ციტატა:
ადმინისტრაციასთან მაქ ერთი სათხოვარი: თუ შეიძლება რომ ქეთას ძეგლი დავდგათ ამ თემის შემოსასვლელში? ძალიან დიდი თხოვნაა ჩემი და მგონი ამას ყველა დაუჭერს მხარს

ვაიმეეე, ძეგლიო, რად მინდა ძეგლი გიგა ,ვკვდები და მიმალავ თუ???=tavfx= =lol=

ეხლა არ მითხრა ლენტის გაჭრაზე მთავრობა უნდა მოვიწვიოთო, თორემ ამომხდა სული მღელვალებისგან, და მასულიერე მერე, თუ მაგარი ხარ....:ohmy:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
კეტა დესპანის დედოფლად დავსვატ!. რას იტკვიტ? მეტანხმებიტ? ალბატ კველა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
liana wrote:
ციტატა:
კეტა დესპანის დედოფლად დავსვატ!. რას იტკვიტ? მეტანხმებიტ? ალბატ კველა.

ქეთააა=zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
=ae= ეეეეეეე.სად ხარტ სჰემომიერტიტ კველა.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 353 posts ] 
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები
დესპანი