↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ანა კალანდაძე
პაწაწინა რტო ვარ

მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...

ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!

მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ანა კალანდაძე
ქეთევან დედოფალი

რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის კონდაქარი...
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი...
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი...
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა...
ლოცულობდა...
როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:
„არასოდეს!“
დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,
ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,
ცხელი რკინა,
საქართველოს გულს რომ კვეთდა.
რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,
ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,
ქროდა ქარი...
ცეცხლით სწვავდნენ
ტანშეძარულ დედოფალსა,
უდრეკ იყო დედოფალი!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
გრიგოლ რობაქიძე -( ლანდი)

შფოთავს ღამე,
შფოთავს შავი,
ქშინავს ველი, გმინავს მთაცა;
ვამე, ვამე,
შენი თავი
ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა...
ვზივარ ცეცხლთან,
ვდნები ნელა,
ცეცხლი ფიქრად იფერფლება,
გაჰქრა შენთან
ერთად ყველა,
მხოლოდ ლანდი მევალება...
სუსხი ისხმის,
ვუსმენ მუნჯი,
ფიქრი შენ ლანდს ეტანება;
ეს რა ისმის?
ჩიტი ლურჯი
ჩემს ფანჯარას თავს აკვდება...
შენ ხარ ეგებ?
მაგრამ არა:
მხოლოდ ელვით შეკრთა გული,
ცრემლით გეძებ
და ფანჯარა
მიცქერს ისევ მოღუშული...
შფოთავს ღამე,
შფოთავს შავი,
ქშინავს ველი, გმინავს მთაცა;
ვამე, ვამე,
შენი თავი
ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ვალერიან გაფრინდაშვილი
სანტიმენტალური ტრიოლეტი

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის სიცივეში თეთრი ვერსალი.
შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე მარტოობის ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბად – მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის სიცივეში თეთრი ვერსალი.



_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ბესიკი
ტანო ტატანო

ტანო ტატანო, გულწამტანო,
უცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე
მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობლად,
დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
მოსარხეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
ქვეყანად მვლელნი,
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი
ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
უცხო ვარებო.
ბაგემდუმრიად გიალერსებ,
ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა
რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს,
შევიზარებო.
შენმა გონებამ მიმამსგავსა
მილეულს მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined21 Nov 2006
Posts20
კარმა51
OFFLINEPROFILE
***

თითქოს დაგშორდი და მიგატოვე,
თითქოს ტკივილები აღარ გეყო,
მახრჩობს უშენობა - სიმარტოვე,
ჩემო სულის სუნთქვავ, აფხაზეთო.

გულზე დაწოლილო მძიმე ტვირთო,
თვალზე შერჩენილო ცრემლის ნამო,
ჩემო პატარა და დიდზე დიდო,
აღარ დაიჯერო, სხვისი ვარო.

სიზმრად დაცვარულო წამწამებზე,
სითბოდ დარჩენილო, გულთან ახლოს,
ნუღარ მევედრები, არ გამექცე,
აღარ დაიჯერო, სხვისი ვარო.

როგორ მოგეფერო, ვერ მიგწვდები,
როგორ გეამბორო, მომიტევე,
ო, ამ გაზაფხულზე შეგპირდები,
იებს დაგაყრიდი დაჭრილ მკერდზე.

თითქოს დაგშორდი და მიგატოვე,
თითქოს ტკივლიები აღარ გეყო,
მახრჩობს უშენობა - სიმარტოვე,
ჩემო სულის სუნთქვავ აფხაზეთო!

დარიკო ფიფია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined08 Jun 2007
Posts30
კარმა51
OFFLINEPROFILE
არხოტო, სამშობლოვ,
ჯიხვ-არწივების ბინაო,
შენს მტერსაც შამამკლა,
შენს მკერდზე დამაძინაო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეს ჩვენს დღევანდელობაში არსებული პოეზიის ნუმუშია, წაიკიტხეტ, იქნებ მოგეწონოთ

შემომისახლდით,
თქვეჩემსავით ფრთადაცვენილო ფრინველებო.
მართალია ვიწროდ ვცხოვრობ და ბინაში ჩამომდის წყალი,
ნაკრანჭარ ზურგს აგილოკავთ,
სულს შეგიბერთ,
გაგიტანთ მაინც!

შემომისახლდით,
თქვეჩემსავით ფრთაწაჭრილო ანგელოზებო.
და ერთად, ერთად
დავივიწყოთ ფრენა,
მოკვდავები ვართ, და ასე, ასე
სამრეკლოსთან ჩამოვისვენოთ,
ვცხონდებით , ამინ!

შემომისახლით, თქვეჩემსავით ფრთანატრულო
სხვა არავის გოგოებო,
წამს შეხარბებით წამს ქუჩაში გადმოყრილებო.
სიჩქარეში კედელფრთადატოვებულებო.
უკან მისასველ გზა ჩახერგილებო..

შენ – ღალატშეწმენდილო
შენ – მახე დაგებულო
შენც – მდუმარებით დასჯილო
და
შეენც – იგნორირებულო

ასეთებო და ისეთებოო

გითმობთ სხეულს, რომ განვსხეულდეთ და
ერთად, ერთად
საშიშს, ბნელ ოთახს მივაყურადოთ.
ჩრჩილს ხელოვნური მზე იქ ვერ აფრთხობს,
დაჭმული ფრთები მოვინახულოთ,
დიასახლისი ახალგაზრდაა, დაგვინდობს მაინც
სულით ეულებს,
სულ სათითაოდ დაგვხსნის კედლიდან
ქარიან დილას გაგვამზეურებს.
და მას, ჩვენსმსგავსად მოკვეთეს თურმე ოდესღაც ფრთები,
ფრთათა შრიალით თუ აგვიტანა
ნუ ვიხმაურებთ,
გადაგვარჩევს და გამოგვიყენებს.

ნახეთ,
რა ლამაზი პეპელა მომკვდარა
ყვითელგულა გვირილაზე
თუ:
სხვა ამბავია...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * *

ჩემზე კარგო და ჩემზე ჭკვიანო,
შენ შეგიძლია იეჭვიანო:
მე გაძლევ ამის საკმაო საბაბს -
მეოცნებე და სახით ვნებული,
ასე უზომოდ
და ასე ხარბად
მთელს ქვეყანაზე შეყვარებული!

გაგა ნახუცრიშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
გალაკტიონ ტაბიძე
ღელავდნენ...

ვარდებში ღელავდნენ ლამაზი ქალები,
მათ უყვართ ჩურჩული და მიეთმოეთი,
ამბობდნენ: ამურებს ვერ დაემალები,
თუნდ იყო პირველი და დიდი პოეტი.

ძვირფასო ქალებო, არ მოგერიდებით,
ერთს თქვენგანს ეკუთვნის სულ ჩემი წიგნები,
ნეტავი დამათრო მის ბროლის თითებით,
პირველი და დიდი გენია ვიქნები.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
******** **********

არ მინდა ვიფიქრო შენზე ,
რატომღაც მეშინია ფიქრის,
შენ გიყვარს, მომკივის ქარი,
მომკივის და სადღაც მიჰქრის.


მინდა დავემალო ფიქრებს,
ჩრდილში მოვაქციო სახე,
რომ არ წაიკითხო უცებ
ის, რცამდენხანს ვმალე.

არ მინდა ვიფიქრო შენზე,
და მაინც მომკივის ქარი
შენ გიყვარს, შენ გიყვარს , გიყვარს
ჩურჩულებს ყოველი წამი...


http://gol.ge/index.php?cat=music&download=65113


_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ქალები

ქალები იცვლიდნენ თმის ფერს
და ბავშვის გაჩენას ნატრობდნენ,
პრინცებზე ხედავდნენ სიზმრებს,
დღისით კი არაფერს ამბობდნენ.

ქალები იცვლიდნენ თმის ფერს,
დღიურში ყვავილებს ახმობდნენ,
ეტრფოდნენ ლექსებს თუ ცის ფერს
უბრალოდ, თავის თავს ართობდნენ

გაურკვევლობა

გზები... შენი ნაბიჯებით გიხაზია,
წინ კი მხოლოდ ცარიელი ფურცელია,
ცხოვრება თუ მართლა მარტო მირაჟია,
მაშინ, ალბათ, ყველაფერი უცვლელია.

ვერ გაიგე, სისადავე რატომ ქრება,
როცა თითქოს ყველაფერი უთქმელია,
მაშინ, ალბათ, ყოველგვარი საოცრება
მხოლოდ ერთი ცარიელი ფურცელია.,

ახსნა

რამდენი რამის მინდოდა ახსნა,
მე სიყვარულის მქონდა უფლება,
თუ საიდუმლოს არა ღირს გახსნა,
საიდუმლოს ხომ მალვა უხდება.

ღირის კი აგიხსნა როგორ ვიჩქარე
მოსვლა, ყველაფერს ვარქმევდი სახელს,
იყო ცხოვრების მღვრიე მდინარე.
ნაპირზე მარტო ვიწყებდი ძახილს.

და იყო ღამე თეთრი, გამტყდარი,
იყო არყოფნის შიში და სევდა
და დაიცალა ჩემი საყდარი,
როდესაც აღარ იყავი ჩემთან.

იყო ლოდინი, იყო წადილი,
მაინც ახდება დიდი ხნის ნატვრა,
როცა მირაჟი ხდება ნამდვილი,
ვხვდები, რომ ისევ მიყვარხარ მართლა

.


განმარტოება

განამარტოება ბოთლთან ანდა სულ უცნობ ქალთან,
იცი, არც ერთი, არც მეორე არ გეტყვის მართალს...
გადაიღალე ამ სიმართლით, ფიქრებმა მოგსპო,
რატომღაც გინდა, რომ გიყვარდეს ვიღაცა გოგო.
რატომღაც გინდა, რომ შეცვალო დღეების ფერი,
რატომღაც გინდა დაივიწყო სულ ყველაფერი.


გაგა ნახუცრიშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ისევ წვიმაა...
მგონი კიდეც ვგავართ ერთმანეთს მე და წვეთები...
მე და სიჩუმე
თუ მე და სევდა...
ერთნაირი გვაქვს, გამჭირვალე,
სული თუ ელდა...
მოწყენაც თითქოს ერთნაირი ვისწავლეთ - ხედავ?

ის ტირის ახლა...
მეც თვალებზე მადგება ცრემლი ...
და ამ დამქანცველ, უსაგნო გლოვას
ვერაფრით ვშველი...
მაინც ვაგროვებ ყველა მარცვალს სუსტი პეშვებით...
მერე მეც წვიმად ვიქცევი და ციდან ვეშვები...

და შენთან მოვა მხოლოდ ერთხელ
ფერადი თქეში ...
ჩაგისახლდება სულში... გულში...
თვალებში... თმებში...
მწვანე წვეთები ( ჩემი მზერა )
შენს ხელებს შეშლის....
მოგეფერები, მხოლოდ ასე - წვიმად ქცეული
და ჩემი ბინა დღეს იქნება შენი სხეული...
გაოგნებული...
დარდიანი ...
და დაბნეული...


[URL=http://mya.caucasus.net/v.php?id=40122273467o0cqteqv8a.gif][IMG]http://mya.caucasus.net/images/40122273467o0cqteqv8a.gif[/img][/URL]

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი,

ამიწიოკა, დამირბია მან შთაგონება!

თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი

დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად.

აქ, ამ ქუჩებში, დადიოდა, როგორც სიზმარი

(საქართველოს ცას აქ ეტრფოდა მისი ოცნება),

ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი,

მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება.

მივალ, მხვდებიან საზანდრები, ქუჩის მგოსნები,

ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები,

“ტვინდასეტყვილი” ნიკალაის ძველი დოსტები,

და ცოცხლდებიან ფიროსმანის მწარე დღეები.

ვეტყვი: „როგორმე მოიგონეთ, ძია-კაცებო,

ლოთი მხატვარი, მარტოსული და მეგობარი,

მითხარით რამე ფიროსმანის ბედის გარშემო

და მერე შევსვათ მისი ხსოვნის შესანდობარი!“

— ”თვითრჯული“ იყო, აუმღვრია სისხლი თბილისმა,

სულ მარტო იყო, მარტო სვამდა, მარტო გათავდა,

ფუნჯის მოსმის დროს ჰქონდა რაღაც ჯადო-თილისმა,

არაყს დალევდა და ქვეყანას დაგიხატავდა!

— შემოგხედავდა დარცხვენილი, ვერ გაიგებდი,

რა ჭკვისა იყო, რა ჰაზრების და რა გუნების,

უყვარდა მტკვარი, მტკვარზე — ტივი, ტივზე — ტიკები,

გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები!

— როცა ზაფხული დადგებოდა თბილის-ქალაქში,

ჯავრობდა: ხედავ, ყველაფერი როგორ ხმებაო,

გაეხვეოდა ირემივით მწვანე ბალახში:

სოფელში ვეღარ მივდივარ და მეამებაო…

— არც კოხტა იყო საცოდავი და არც ართვალი

ამაყი იყო, ჩვენ მორჩილად ვიდექით მასთან,

ეჰ… ახლა გახდა ნიკალაი დიდი მხატვარი,

უფასოდ გაქრა, უფასოდ და ახლა დაფასდა!

— ნეტავი ამ დროს მოსწრებოდა მის ნაცნობებთან!

(ვაი, რა უღვთოდ დაიღუპა საწყალმა თავი!)

თბილის-ქალაქის ყველა მხატვარს ის აჯობებდა,

არ დარჩებოდა არაფერი დაუხატავი!

ჰყვებიან ასე ფიროსმანის დროის ქადაგნი,

ყველა მათგანში დაუვიწყარ ნიკალას ვხედავ…

დგას ფიროსმანის მოხატული თბილის-ქალაქი —

ეს პოეზიის უწმინდესი ადგილის დედა!

მე ვუსმენ ყველას, წარმოვიდგენ ცხოვრებას მისას,

ცოცხლდება ჩემ წინ მკრთალი სახე ფერების მგოსნის,

მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას

და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი!



_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
«ზღვას მომაშორეს» - ქვითინებდა
პატარა წვეთი,
დარდს მისას ზღვისა ღიმი ედგა,
ვით ნათლის სვეტი:
ერთნი ვართ ყველა, ერთმანეთით
მიწყივ ვივსებით,
ნუ სევდიანობ - განშორება წუთია კენტი.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი