↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * * *

თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას,
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს,
თუ გაზაფხულს გავუმხილე ეს სურვილი,
თუ როგორმე დავუყვავე ქარს...
თუ გვირილა დაიფიცებს უყვარხარო...
თუ ყაყაჩოც არ დამალავს ხალს,
თუ მუჭაში მომწყვდეული ბედისწერა,
ძველებურად ამარიდებს ავს....
თუ მოვკარი შროშანების შრიალს ყური...
ჩუმად... მგონი შენს ფეხის ხმას გავს...
დამიჯერე, დამიჯერე ვერასოდეს
დარდი ვეღარ დამისველებს თვალს...

თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას...
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
უძირო სევდა, ნელი სევდა, ვით ძილი ქვისა,
ფიცხელი ფიქრის, მწვავე ფიქრის წითელი გზნება,
უნისლო ტევრი, ხშირი ტევრი უსიტყვო თქმისა
დამწვარი თვლემა მყურდო, მკრთალი, დამწვარი ვნება.

ყვავილი ტრფობის, თეთრი, ნაზი, ცახცახობს, ჭკნება,
ნაჩქეფი აღარ ათრობს სმენას ძვირფასი ხმისა,
შორიდან ესმის ფიცხელ ლოდინს ხმაური ღვთისა,
იშლება სული, ერთი ნდობით ნელდება ნება.

უფალო, ოი, მშვიდო, ლაღო, მაღალო, წყნარო,
ჩაეშვი ჩემი სულის თასში, ვით გრილი წყარო,
იხსნება შენთვის გული ჩემი, სათუთი ნელი. –

ვეწაფვი ფიცხი შენი სუნთქვის მათრობელ ალსა,
ნეტარობს შენით ჩემი კრთომის ყოველი წნელი.
გიცქერი მზე-გრძელს, ერთი წამით დავხუჭავ თვალსა.

გრიგოლ რობაქიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined21 Nov 2006
Posts20
კარმა51
OFFLINEPROFILE
[size=10pt]ლალე[/size]

ჩვენებური გვარებით და სახელებით,
აქაური ტკივილით და დარდით,
მანჰეტენზე შეჯგუფულან ქართველები,
ჟურნალისტი ძლივს პოულობს ადგილს.
"-ვინ მაღირსებს დასვენებას სულ ვმუშაობ,
თუმცა თითქმის ყველაფერი მტკივა,
აბა რა ვქნა სხვა რა გზა მაქვს, ჩემო ძმაო?
იქ, შორს, ჩემებს სწყურიათ და შიათ"
მანქანები მიმოქრიან კოლონებად,
ყველა გარბის, ყველა ჩქარობს სადღაც
შორეული საქართველოს მოგონებით
დასეტყვილი ქართველების გარდა.
ერთად ცლიან მონატრების ღრმა ფიალას,
შეჯგუფულნი აკვირვებენ გამვლელთ,
გულგრილ ნიავს აცახცახებს ხმა წკრიალა-
ლალე, ლალე, დვილიდალა ლალე!
უდრეკი და შეუვალი გრგვინავს ბანიც,
ისტორიის ჰარმონიულ ოხვრად;
აბა ჩქარა წრე შეკარით, განი, განი!-
უცხო ცის ქვეშ აფრიალდა ჩოხა.
......
პარკში, სკვერში, კაფეში თუ სადმე ჰოლში
ნოსტალგიით შეპყრობილნი სხედან
და ჩეურჩულებს ტელეფონში ბაგე ნორჩი:
-მენატრები, როდის მოხვალ, დედა?!
-მალე მოვალ, მოვალ, მალე ჩაგიხუტებ,-
შეიმშრალებს მტირალ თვალებს, კვლავ იყუჩებს,
დედის გული მდუღარებას აბნევს.
სულში დღესაც უპასუხო კითხვა ცოცავს

რევაზ ტატალაშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
ვაა ეს რა პოეზიის ჭაობში ვარ,გაიხარეთ კარგია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
ასე მგონია ყველაზე ადრე,
მე ვიგრძნობ შენი სულის შერხევას.
ამიყვავილებ ოცნებას ცამდე,
ვიფიქრებ მზისთვის ხელის შეხებას.
ასე მგონია შენი ტკივილი
მე მეტკინება თუ მეტკინება,
შენი წყენა და შენი ღიმილი
სულში დაცურავს ოქროს ტივებად.
შენი ალერსის კვალი მაჩნია,
და ქარში ქარვის მძივი დამებნა.
მუდამ ახლოს ვარ და თუ დაგჭირდი,
თავს განაცვალებ დაუნანებლად.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
ზღვა ტკივილს სიღრბეში ინახავს
და ისედაც საოცრად მშვიდია,
ზღვა ისე ღრმაა და ძლიერი
როდესაც გემები მიდიან.
საოცრად,საოცრად მშვიდი ხარ,
დღეს როცა უსაზღვროდ გშორდები,
ო,ისე საოცრად მინდიხარ
და მაინც მშვიდობით,მშვიდობით.
სიღრმეში ინახავს ზღვა წუხილს,
და ქართა მრისხანე კალამბურს.
გემები მიდიან,მიდიან,
გემები ტოვებენ ნავსადგურს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
შენ არ ხარ ევა,
მაგრამ ხარ ქალი,
ეგებ ჩემს თვალში ეგეც ნაკლია,
დაბადებიდან გაქვს ჩემი ვალი
მე ხომ შენს გამო ნეკნი მაკლია.
ხუმრობა იქეთ,მე შემიყვარდა
მოცილებული ჩემს სხეულს ძვალი,
ყველა ნეკნს დავთმობ გარდა ერთისა,
რომელსაც ღმერთმა უწოდა ქალი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
ძალიან ბევრი ლექსია, რომლის დაწერაც მინდოდა , თუმცა ჯერ-ჯერობით ჩემს უსაყვარლეს ლექსს დავწერ...პატრიოტიზმის თემაზე...და სიყვარულზე შემდეგში იყოს ;)

მურმან ლებანიძე

ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

ყოფილა დავით - მეფე - აღამშენებელი,
ყოფილან ოპიზრები - გასაშტერებელი:

ყოპილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...

ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო.
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

ყოფილა ნიკოპსით - დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული:

რტოებგაშლილი და გამოჩიენებული,
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.

ფიე, საქართველოს ყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!

ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.

მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.

ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი,
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.

ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.

ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეტილა, გეალათი დანგრეულა.

ოთხ მეფეს
სულ სისხლის ცრემლებით უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია,

-რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!-
ხმლით გამოვარდნილა ერეკლე-ბატონი...
ამას მოჰყოლია:
"ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!"

ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

იმედია გიყვართ ეს ლექსი ;)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ,
იმ თეთრ აკვანს, დედაჩემის ცისფერ თვალებს,
ვფიცავ მიწას, ვაჟას გულზე დაყრილ მიწას,
რიჟრაჟს ვფიცავ, ნისლებში რომ იფერმკრთალებს;

თუ ჩემს ზეცას, ჩემს მწვერვალებს ცადასროლილს
წაეპარა ყორნისფერი ღამე მძიმედ, -
ამოვწვადო ხმალი ელვით ანაჟრჟოლი,
ვარსკვლავებით მოხატული, მოციმციმე.

თუ დავეცე, - ნუ მიტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,
საქართველოს ლამაზებო, მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები.

გული დამაქვს სიყვარულით განახელი,
მყვარებია... ჰო, ცრემლებიც მყვარებია;
ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი
ხანჯალივით გულში გამიტარებია.

გაღიმებაც შემიძლია აპრილისა,
ხარირემის ვაჟკაცური დაძახილიც...
- შენი ლექსი ქედმაღლურად გაჰყვირისო, -
მეტყვის ვინმე, სტრიქონებზე თავდახრილი.

- თაობა ვარ ავთანდილის გაწაფული,
სიყვარული უბით დამიტარებია,
ჩემი თეთრი ცისარტყელა, გაზაფხული,
თებერვალში აპრილს დამიდარებია...

დავიღუპო!.. ნუ მიტირებთ დანანებით...
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი...
ჩემი ქვეყნის ლამაზებო, მანანებო,
დამაყარეთ გაზაფხულის ყვავილები.

ალეკო შენგელაია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
გურიის მთები

წინ, მეეტლევ! ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე...
წამიყვანე!

მთები! როგორ შვენის მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი,
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭვირვალე, როგორც ბროლი.
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.

კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს,
წყარო, კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.

და ჩანჩქერი, მთით ნასხლეტი, დაფერილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.
ვდგავარ მთაზე... და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა
და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა.

ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,
ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.
ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე... რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში,
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,

არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი,
და არსად მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით.

ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამ-ქალწულები აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში.
და, მეეტლევ, თუ მათ ალერსს ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,
საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე...

მაშ, გარეკე ეგ ცხენები, სადმე შორს, შორს წაიყვანე,
გამაქანე, გამაქანე!......

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
დამსეტყვე, ცაო

ვაჟა ფშაველა
(სიმღერა)

დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,
აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა!..
განა მარტო ვარ ამქვეყნად,
სხვაც მრავალია ჩემფერა,
ვისაც არავინ არ სწყალობს,
წყევლას უბარებს ტერტერა.
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ,
გულიც მან გამიერთფერა.
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ,
ხან შავაბიჯებ სერ-სერა;
დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურს
ათასჯერ, განა ერთხელა;
და ზედ დავმღერებ იმასვე,
რასაც დღესნამდე ვმღეროდი...
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი
გულ-მკერდზე დაიწეროდი!
ბარო, წარბნი და წამწამნი
იმ სიტყვით დაიკეროდი!..
ისევ მტერი ვარ იმისა,
ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, _
იგივე მიყვარს, იგივე,
ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი.
სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს, _
კეთილსა ვყვანდე ზიარად;
ვერ მივცემ მტერსა მამულსა
საჯიჯგნად, დასაზიანად...
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, _
ჯერ ისევა ვარ ფხიანად.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ყივჩაღის პაემანი

გიორგი ლეონიძე

«...ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა...»
მუხრანული

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ყველა ხევსური და ყველა სვანი,

ქართველი ქალი თვალებმაყვალა,

ჩემი თბილისი და ფიროსმანი,

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,

ცოცხალი არვინ არ მიიკარა,

მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ

და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.

ძილგატეხილი და არეული

ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,

მერე შეკრთება, ვით მთვარეული

და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.

ქართული ზეცა, ქართული ზვარი,

მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…

ჩემი თბილისი და ფიროსმანი,

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

ლადო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined22 Jun 2007
Posts6
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.

ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -

მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!

ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების

თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,

ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა

და სიყვარულის დღესასწაული.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined22 Jun 2007
Posts6
კარმა50
OFFLINEPROFILE
დღე, დღეს მისდევს
ღამე, ღამეს, ფიქრი, ფიქრს
და წამი წამს.
თვალზე ცრემლი მომადგება

ფიქრი შენსკენ წამიყვანს,
ღმერთს ვავედრებ ჩვენს სიყვარულს,
გული ჩუმად ატირდა,
ამ სიყვარულს გეფიცები

მე შენს მეტი არვინ მყავს,
ჩუმად ისევ მოვალ შენთან
სიზმრრად გეტყვი მიყვარხარ
მერე ჩუმად გაგეცლები.

და შენ მე ვეღარ მნახავ
ვიცი ალბათ ოდეს გნახავ,
ოდეს ისევ შევხვდებით,
შენ კი გვერძე ჩამიქრომებ.

და არც კი შეჩერდები
რადგან შენს გულს
სულ სხვა უყვარს და
უკვე სულ სხვას ეტრფი

მე კი შენ არც გახსოვარ
და აღარც გესიზმრები.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი