↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
მეარღნეები და პოეტები

...და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.
სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.
მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ, არაგვიდან,
რაც იყოს, იყოს, ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.
ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად?..
-ნინა, ნინა, ჩემო ნინა,
გათხოვება ხომ არ გინდა?
-გათხოვება რომ მინდოდეს,
შენი კითხვა მე რად მინდა?
ასე მეარღნევ, დაამტვრიე,
დასცხე, გეთაყვა,
აბა, რად გიღირს ერთი ძველი
შენ მუხამბაზი!
რამდენი ძველი სიყვარული
ამ მტკვარს თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება
ახლაც ჯამბაზი.
-„შაბთი რომ დაღამდება,
კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა,
რაღა მეშველება?“
ტყუილი იქნება, ჩემო ძმაო,
თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად
ჰქვიოდა თამრო!
ის სხვა სიყვარულს უეჭველად
გულში იმალავს,
რამდენიც გინდა,
თვითონ ვიცი,
იმას ჰყავს საქმრო...
ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ
ხელით წასული, -
საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს!
ვიცი, გიყვარვარ, რომ არ გინდა
მოკვდეს თამარი.
შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები,
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.
ცდები, მეარღნევ, გათხოვდება
ის შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც
რომ მოიწამლოს.
ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ
რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის
თავის მალამოს.
უბრალოდ ვკვდებით მეარღნეები
და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც
გვეპატიება... : )

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები,
მუდამ თან დამდევს მე უსაზღვრო მოწყენილობა,
მოვა საღამო და ოცნებით დავიღალები,
სულს უხარია თეთრი ღამე და უძილობა.

ჩემი ცხოვრება უცნაური ქრება ცრემლებით,
არავინ არ მყავს, არსაიდან შველას არ ველი.
ო, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები,
უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
თრობას მიეძალე, თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რატა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოულენებელს.
ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითაც გენებოს, ოღონდ იყავი მთვრალი.
და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები_სასახლის კიბეზე, მდინარისპირა პატარა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში,_მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაჰქრის, კვნესის ან მიედინება, ყოველივეს, რაც მღერის ან საუბრობს, ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალრა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი მოგიგებენ: თრობის საათია თრობისა და თავდავიწყების, რათა არ ვეყმოტ, არ ვმონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი; ამიტომ თრობას მივეძალოთ დაუსრულებელს: ღვინით, პოეზიით, ან სიქველით_ წადილისამებრ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
მუსიკა...სითბო...სიყვარული...
ისევ და ისევ.
მატარებელი...გზა...ბილიკი
სივრცისკენ იწევს.
სისხლი...თვალები...პულსი..გული
ძლიერად მიცემს.
საათი..რიცხვი..კალენდარი
იმატებს,იკლებს.
ვარსკვლავი...მთვარე...მნათობები
გარიჟრაჟს იწვევს.
გრძნობები...მზერა...მოლოდინი
მიღვიძებს ფიქრებს.
ხმა..ბაგე...ბგერა..გამოხედვა
მაგონებს იმ წლებს.
ვარდი...სურნელი...შეგრძნებები
სიზმარში მითრევს.
მარილი...ცრემლი...ოკეანე
ამლაშებს, მიტევს.
მატარებელი როცა იწევს,მე გული მიცემს,
მერე საათი წამებს იკლებს და რიჟრაჟს იწვევს.
გრძნობები თავზე მევლებიან,თან მგვრიან ფიქრებს,
ფიქრში კი შენი გამოხედვა მაგონებს იმ წლებს.
ვარდის სურნელი მაბრუებს და სიზმარში მიტევს.
არა,არ ვარგა ასე ფიქრი!მეც უკან ვიხევ.
მუსიკა...სითბო...სიყვარული
ისევ და ისევ!

სოფო მგელაძე =mq
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
რა ვქნა,როგორ შევიკავო თავი?
ამ ამბავში მე არა მაქვს ბრალი.
რომ მითხარი არ მინდაო,ნუ მწერ,
ამით უფრო გააღვივე ალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
დიდი რამე რომ აღმოაჩინო
და მტრის მახეში რომ არ გაება,
რაა საჭირო?!-
თავშეკავება!
ლუკმა გახდები ნაღდად ყვავების
ნიჭი თუ არ გაქვს თავშეკავების.

მერე?

კარგი!-ვთქვათ!-გახდი,-
რაც გულით გსურდა!
ვთქვათ!-დღეს შენი შურს,-
შენ ვისიც გშურდა!
მერე?

***
მივდივარ,
რადგან
კვლავაც მინდა, რომ ვიყოთ ერთად.
გშორდები,
რადგან
მომენატრა შეხვედრა შენთან.

მუხრან მაჭავარიანი
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვარ მოწყენილი, ვარ მწუხარე

ვარ მოწყენილი,ვარ მწუხარე!-გული ვის ვანდო,
ოდეს არბევენ სულს ქარიშხლები...
ნატვრა?..რას გვარგებს მუდმივ ნატვრა,სურვილი მარტო?
წლები კი რბიან-ძვირფასი წლები.
მიყვარდეს?-ვინა?შრომად არ ღირს ტრფიალი მქრალი,
არც შეიძლება გიყვარდეს მარად...
ჩემს სულს ჩავხედო?-იქ წარსულის წაშლილა კვალიც
იქ ტანჯვაც,ლხენაც მოჩანს არარად.
რაა ვნებანი?-მყის გაქრება ეს ტკბილი სენი,
როს მიანათებს გონების შუქი,
თუ დაკვირვებით ცივად განსჭვრეტ-ცხოვრება ჩვენი
არის ხუმრობა ბრიყვი და უქმი.

ლერმონტოვი =cry=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
წავა წამი...თან სიცოცხლის ნაწილაკიც წაუღია,
ამიტომაც ამ ცხოვრების მიზნად წინსვლა გაიხადე,
და ეძიე,ვიდრე შენთვის სიკვდილს ხელი ჩაუვლია;
დამნაშავე შენ არა ხარ იმაში,რომ დაიბადე,
მაგრამ ფუჭად თუ იცხოვრე- შენი დანაშაულია!

მირზა შაფი

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined31 Oct 2007
Posts3
კარმა50
OFFLINEPROFILE
ლიკაკო კარგი ლექსებია :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * * *

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.

ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს
და დასკდებიან ატმის კვირტები
და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს,
ახალი თვალით დაგაკვირდები.

შენშიდაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,
მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას!
გეტყვი, მითხარი: აპრილი გათბობს,
თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?..

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება,
მოვა დღეები წყურვილების და გაგიჟების,
სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას,
თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები!..

პეტრე გრუზინსკი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ჩემს ცრემლს,
ჩემს დარდს,
ჩემს ნაღვლიან ღიმილს,
ერთი სიტყვა უშენობა ქვია,
ამ ქვეყნად ყველაფერს გავუძელი,
ერთმა სიტყვამ უშენობამ მძლია.....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ბაღში ისევ
ტირიფების ლოდინია,
ხანგრძლივი და
უსასრულო ლოდინი. . .
ხეივნები
მოდინ და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის. . .
მთა კვნესის და
ცაიც გულდაკოდილია,
ჩემო კარგო,
მტკვარიც გულდაკოდილი. . .
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის. . .

ანა კალანდაძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები,
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მეც აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ

გათავდა, აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე, სულში...

დაღლილი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...
შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
ვაიმეე პოეზია ჩემი სიცოცხლეა! პირველ რიგში დიდი მადლობა ამ თემის ავტორს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
უსიყვარულოდ ,როგორც სიცოცხლე
ალბათ სიკვდილიც ასე ძნელია,
უსიყვარულოდ ,როგორც იცოდით
არც ტირიან და არც იციანიან.
სიყვარულისთვის მოვედი ქვეყბად,
სიყვარულისთვის ვცოცხლობ, ვოცნებობ,
ერთხელ იქნება ბოლოს და ბოლოს
სიყვარულისთვის მოვკვდები მხოლოდ!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი