↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined20 Mar 2007
Posts97
კარმა50
OFFLINEPROFILE
რად ვეგო სხვას ფიანდაზად?
არის ქართული ანდაზა,
თურაშაულის პატრონი
ტყეში ეძებდა პანტასა.
გალაკტიონი

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI”-ა.

ტერენტი გრანელი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
ჭრელ ბაღდადს დავფენ,

ზედ სუფრას გავშლი,

თავში შენ დაგსვამ,

მეც იქ დავჯდები.

შენ ღვინოს გასმევ,

მე უღვინოდაც

შენი თვალების

ეშხით დავთვრები...


:ci: :ci: :ci: :ci: :ci: :ci: :ci:[URL=http://imageshack.us][IMG]http://img442.imageshack.us/img442/4551/17rv2.gif[/img][/URL]

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
ქეთა, მოგესალმები.......
მეც მოხარული ვარ ხოლმე შენი ნახვით
:) :mq:

ლ ო ც ვ ა

მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა...


არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული.
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: " შეუნდე,- არ იციან, ღმერთო, რას იქმან!"


ილია ჭავჭავაძე :ci: :ci: :ci: :ci: :ci: :ci: :ci: :ci: :ci: :ci: :ci: :ci: :ci: :ci: :ci: :ci:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვწუხვარ, რომ ჩემთვის მზესავით შორი ხარ,
თუმცა კი გიცნობ მზესავით ახლო,
ცისარტყლის ბილიკს ცად გაჰყოლიხარ,
მზეთა დობილი მზის შინა სახლობ, .
ყველა მნათობი შენსკენ მოიმხარ,
ჩემს ფერმკრთალ სახეს ანთებ და აქრობ,
ვწუხვარ, რომ ჩემთვის მზესავით შორი ხარ,
თუმცა კი გიცნობ მზესავით ახლო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეგ გიტარა მაინც ვიყო,
არეულს რომ მნახავდი-
ცალ ხელს შებლზე დამადებდი,
ცალით გულს მინახავდი.
გულის ტკივილს გამიგებდი,
ხასიათს ამიწყობდი,
მკერდში თბილ ხელს ჩამიდებდი,
რაც არ მითქვამს, ვიტყოდი.
ქორწილსა და დღეობაზე
ჩვილ ბავშვივით მავლევდი;
მეც გედივით შენს კალთაზე
სულს სიმღერით დავლევდი...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
იცი რა მინდა?
სიყვარული მინდა მაწვიმდეს.
მიმტროს ამინდმა,
გალუმპული სული აწივლდეს,
მან რაც წავიდა აღარაფრით ავნოს აწინდელს.
დადგეს წამი და ულამაზეს წამად გაცივდეს,
ჩემი მზერიდან შენს მზერაში გადავნაწილდე
ბევრი არ მინდა,
სიყვარული მინდა მაწვიმდეს....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
როცა სიმღერით წავლენ სტუმრები
და თან გაჰყვებათ ქორწილის ბოლი.
დედოფლის გვირგვინს ნებით მოიხდის,
და შენთან ბოლოს დარჩება ცოლი.
როცა იქნები ძალიან ავად
და წამალს დალევ თითების თრთოლვით.
ყველა მნახველი მოვა და წავა
შენთან კი მხოლოდ დარჩება ცოლი.
როს დაგღლის უცხო ქალთა ნისია
და შინ ჰემოხვალ ბოლოს და ბოლოს,
მაშინ მიხვდები ყველა სხვისია
შენი კი ცოლი მხოლოდ და მხოლოდ.
შვილებიც წავლენ თავისი გზებით
და მეგობრებიც ამტანი ყოვლის.
და თქვენს ძველ სახლში დარჩებიტ ბოლოს
მარტოდენ შენ და ეგ ჰენი ცოლი.
როს დამთავრდება შენთვის ყოველი
და კარშიც გავა ყოველი გოლი
საიქიოშიც თან წამოგყვება
და სულ შენს გვერდით იქნება ცოლი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
*qeta* წერს:


თქვენ გეუბნებით ძმებო მგოსნებო

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,

თუ მამულს თავი არ ანაცვალე?!

ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,

მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.

რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,

შენ გეკითხები, ცაო ნათელო,

ამ უხეირო ლექსების გარდა

რას გავუკეთებ მე საქართველოს?!

რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,

თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო,

ამ უხეირო ლექსების გარდა

დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო?!

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,

თუ მამულს თავი არ ანაცვალე, ―

ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,

მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს!

ლადო ასათიანი
ძალია ძალიან მიყვარს ლადოს შემოქმედება და ეს ლექსი ერთ_ერთია იმათგან,რომელიც მე განსაკუთრებით მიყვარს:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
ვინ არის კაცი?

კაცი ის არის,ცხოვრება
ვინც გაატარა ჭამაში
და კაცის დანიშნულება
მხოლოდა ჰპოვა ამასი.
კაცი ის არის,ვინაცა
ქუჩაში სალამს არ გაძლევს,
თუ დაჰპატიჟე სადილად,
დიდი ჯიუტობას არ გასწევს.
კაცი ის არის,ვინაცა
საქმით სხვის,სიტყვით ჩვენია,
და თავის ოინბაზობას
ჰმალავს,არ დაუჩენია.
კაცი ის არის,ვინაცა
შესტრფის,შეჰხარის ღვინოსა
და ჰსახავს იდეალადა
სალხინო სამიკიტნოსა.
კაცი ის არის,ვინაცა
არა კითხულობს გაზეთსა,
წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს,
მეარღნეს აძლევს მანეთსა.
გადაამტერებს ერთმანეთს
ქართლსა,იმერეთს,კახეთსა,
საკუთარ ანბანს შეუდგენს
სამეგრელოს და სვანეთსა.
კაცი ის არის,სიცოცხლე
ვინაც ატარა ტკბილადა,_
სიკვდილის შემდეგ იწოდა
დიდყურიანის შვილადა.

ვაჟა ფშაველა(1902წ)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
ქეთა, მოგესალმები.......
მეც მოხარული ვარ ხოლმე შენი ნახვით
ლ ო ც ვ ა

მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა...


არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული.
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: \" შეუნდე,- არ იციან, ღმერთო, რას იქმან!\"


აი ეს ჩემი საყვარელი ლექსია,kizibi რატომ დამასწარი დაწერა

ილია ჭავჭავაძე
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
ხომ მაპატიებ ტიკტიკა ?

აი, შენ ჩემი მორიგი უსაყვარლესი ლექსი...
ამჯერად გალაქტიონ ტაბიძის....

ლურჯა ცხენები

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში.
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.


მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა.
ცეხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.



შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან.
სიზმარიან ჩვენებით, ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით, ყველანი აქ არიან!


იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება,
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში.
გაქრა ვნება წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.


ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები.
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია,
ეხლა კი სამარეა შენი განსასვენები.



რომელი სცნობს შენს სახელს, ან ვინ იტყვის შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს.


მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა,
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება.
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.


მხოლოდ ნიხლის თარეშში,სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები.

რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
ანა კალანდაძე

შეხედე, ცაა ძალიან ლურჯი
ძალიან ლურჯი, დაუსაბამო.
ცას შერევია თეთრი ღრუბელი
ცამ ხვაშიადი როგორ დამალოს?
ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე-
ჩამოვფრინდები იასამანო.
მივესალმები შენს ცინცხალ ყვავილს
ცას სამადლობელს შევსწირავ მხოლოდ
გულს ეუფლება უსაზღვროება
როგორც ამ ლოცვას არა აქვს ბოლო.
ყვავილი შენში, ქარში ირწევა
თეთრი ღრუბლები ტაატით დიან,
ნუ შეშფოთდები ღრუბელს თუ გავყვე
მინდა ველურმა ქარებმა მდიონ.
შეხედე ცაა ძალიან ლურჯი, ძალიან ლურჯი დაუსაბამო-
ცას შერევია თეთრი ღრუბელი,
მე ხვაშიადი როგორ დავმალო?
ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე
ჩამოვფრინდები იასამანო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
გული გაივსო გრძნობით გაივსო
სული აივსო რწმენით აივსო
აღარ დამინდო ცეცხლი დამინთო
ბედის ბორბალმა ხელში ჩამიგდო

შენზე ფიქრებმა ქარში წამიღო
ცაზე ვარსკვლავის წყვეტა დამიწყო
დედამიწიდან მაღლა წამიღო
მზისგან სხივებმა დაწვა დამიწყო

ალბათ ვიზრდები ანდა ვგიჟდები
გრძნობის მორევში ნელა ვიწვები
გული მიფეთქავს რას გრძნობს არ ვიცი
ალბათ სიყვარულს ისევ განიცდის

დრონი მიქრიან გრძნობებს იცვლიან
ირგვლივ სუყველას ხრამში ისვრიან
დროს გაურბიან იქით ისვრიან
ლამაზ წამებს კი აღარ ითვლიან

სიყვარულით იმ მანდილოსანს რომელმაც ეს ლექსი დამაცერინა გ.ს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ბედკრული

ბევრჯერ დასცვივდა ფოთოლი ჭადარს,
და მიესვენა მიწაზე მარად!
ბევრჯერ დაუსკდა ყინული სადღაც,
მდინარეს მთიდან მიმავალს ბარად!

დიახ ასეა!-გავიდა წლები.
გავიდა წლები და თანაც ბევრი!
რაც შენ დამშორდი,რაც მიმატოვე,
და უკურნავი სენით დამტოვე!

დავკარგე რწმენა ქვეყნად ყოვლისა,
ოცნება ფიქრის და იმედისა!
რით არ ვეწამე ამ ცხოვრებისგან,
ვარ განწირული მაღალ ღმერთისგან!

დრე კვლავ თენდება
და მზის სხივებმა,
ოქროთ შეჰღებეს
მთა ჩემი წმინდა!

მამა დავითის
გუმბათზე ვხედავ,
როგორ ელვარებს
სამება წმინდა!

გათენდა დღე და
საოცრად მეტად,
გულზე მომაწვა
რატომღაც სევდა!

ვგრძნობ,რომ რაღაც დღეს
თავს გადამხდება!
ამას მაცნობებს
მე წინათგრძნება

შებინდებისას დავეშვი დაღმა,
და მივაშურე ძველებურ ალაგს!
მოვნახე ჩემი ადგილი ჩქარა,
და ჩამოვჯექი იქვე მე წყნარად!

ვაკვირდებოდი მიმავალთ გზაზე,
ჩუმად ვფიქრობდი ჩემთვის მე მათზე!
ნეტავ რამდენი სურვობს ამათგან,
რომ ჩემნაირი იყოს ამთთან!

დიდხანს ვიჯექი ასე მე მარტო,
თან ვიგონებდი თუ რა დრომ განვლო!
ეჰ!-რა დრომ განვლო და ნეტავ რატომ,
გახსენებაც კი არ მინდა მარტო!

ეს არ მეგონა თუ ქვეყნად კიდევ,
ღმერთი მე მწარედ კვლავ დამცინებდა!
გარიყულს ყოვლით და მივიწყებულს
ასე ულმობლად მომიშორებდა!

ამ უცნაური ხალხის მორევში,
თვალი მოვკარი შენს სხეულს უცებ!
თრთოლვამ მომიცვა იმ წუთში მყისვე,
ბინდი ჩამოწვა თვალებზე მძიმედ!

მომიახლოვდი და მარტოდ მარტომ,
იქვე გაჩერდი შენ შორი-ახლოს!
და გამაბრუა ნათელმა სახემ,
როგორც ეს მაშინ, ორი წლით ადრე!

შენ ვერ მიცანი,არ ვიცი-რაზე,
გამოვიცვალე ალბათ მე ძალზე!
ბოლოს დალანდე ვიღაცა გზაზე,
და გაემართე მისკენ იმ წამსვე!

მაგრამ არ ვიცი,რატომ ან რისთვის,
უეცრად შენ მე კვლავ შემომხედე!
გაოცებისგან შეჩერდი თითქმის,
მაშინ კი მივხვდი მიცანი,-რისთვის!

სწრაფად გაგშორდა ეს გაოცება,
და დამშვიდებას მიეცი სახე!
წავიდა გაქრა ეს საოცრება,
როგორც სიზმარი ოცნებით სავსე!

დაღამდა ირგვლივ თან ჩამობნელდა,
და შუაღამე მოიწევს ნელა!
რა საოცარი ყოფილა ვხედავ,
ღამე ქალაქის ეს მყუდროება!

ვარსკვლავთ სამყარო შემოჰფენია,
ცას ლაჯვარდოვანს და ნათელს დღისით!
ერთი მეორეს უციმ-ციმებდა,
ყველანი იყვნენ ურთიერთ ღირსნი!

შევყურებდი მათ,თან სევდიანი,
შველას ვითხოვდი თვალ-ცრემლიანი!
ვარსკვლავი ღამე ანათებს იცით,
გამთბარი მისგან კი არვინ იცის!

გზანი,გამიშრა სახეზე ცრემლთა,
მათ მიატოვეს თვალთაგან დენა!
ცად ვარსკვლავებმა შეიკრეს პირი
და მიმატოვეს უეცრად ყველამ!

დღე კვლავ თენდება მზით,მშვენიერი.
და გაგრძელდება ცხოვრება გზებით!
სადმე გაიგებ, ან ვინმე გეტყვის,
კაცი მომკვდარა თურმე იქ სევდით!

თავი დაედო საბრალოს ქვაზე,
გუბე ყოფილა პატარა მასზე!
სახეს დაჰკრავდა ღიმილი მწარე,
გუბე ყოფილა ცრემლებით სავსე!

ბევრჯერ დასცვივდა ფოთოლი ჭადარს,
ღამეებს შეცვლის დღე ბედნიერი!
შენ მე ვერასდროს ვეღარ შემხვდები,
და გამიხსენებ ზოგჯერ,-დროებით!

ჩემს განუხორციელებელ სიყვარულს,ესეც საჭიროა ზოგჯერ რომ საბოლოო სიყვარულს მიაგნო გ.ს

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი