შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
მე ვარ ფოთოლი - მძლავრი ხე მკვებავს, მე ვარ ოცნება - ვერც ვერვინ მხედავს, მე ვარ სიკეთე , რომელსაც ხშირად ადამიანი ფეხითაც თელავს! მე ზგვის ტალგა ვარ - უჩუმრად ვგელავ, ქარიშხალი ვარ -არ მინდა შველა, მე გაზაფხულის ლურჯთვალა მზე ვარ, ცისკრის ვარსკვლავი და დილის ქროლვა... მე მხოლოდ მე ვარ, მე არვის ვგევარ!
სად არ გძინებია სიყვარულო?! რა არ გდებია სასთუმლად?! რამდენი ვინმე აცდუნე რამდენმა თვითონ გაცდუნა?! ვის არ უძებნია ზეცაზე თვალი დაკარგული ბეჭდის?! ვის არ გასჩენია შენს გამო განუკურნებელი ეჭვი?! რამდენჯერ მოხვედრილხარ ქარში და წვიმაში?! რამდენჯერ მოგხვედრია სილა, დაგლილ დაქანცული უგონოდ სად არ მიგდებულხარ ძილად?! თითქოს მოუხეშავს, თითქოს მორცხვს ხელში თაიგულიც გჭერია, ჯოჯოც ყოფილხარ, სატანაც და უმშვენიერესი ფერიაც! სვამდი სიყვარულის ნექტარს საოცნებოს, მაგრამ საწამლავსაც ასმევდი, დიახ,საიდუმლოს ინახავდი და თან უსინდისოდ ასმენდი! ბატონიც შენ ხარ და მონაც საცოდავი, ჯარისკაციცა და სარდალიც, ისე მტყუანი ხარ, ისე მტყუანი ხარ... და თან უცნაურად მართალიც! დგეს რომ პეპელა ხარ ნაზად მოფარფატე ხვალ მახრჩობელა ხარ უდავი, თუმცა მოკვდავი ხარ ,სუსტი, დაუცველი მაინც ხომ შენვე ხარ უკვდავი?! მე რომ აქ მგონიხარ,უცებ იქ გაჩნდები, მე რომ იქ მგონიხარ აქა ხარ... მძულხარ სიყვარულო, მძულხარ სიყვარულო, მძულხარ სიყვარულო, მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
თუკი კახეთში არ სვი მანავი, ქართლში ურმული არ გიმღერია, არ გიტირია სამეგრელოში ბროწეულები როცა ტირიან, თუკი რაჭაში არ გყავს ძმაკაცი, გურიის მთებში თუ არ გივლია, თუ არ მოგხიბლა იმერეთის ცამ და ან სვანეთის კლდეთა გენიამ, ან თბილისელი ქალების ეშხმა გული შუაზე რომ გადახია, მაშ გიცხოვრია საქართველოში და საქართველო არ გინახია! ( ამ ლექსზე ვგიჟდებიიიიი)
თუ ფიქრობ სად ვარ? თუ მეძებ თვალებით, თუ იცი მომწონხარ და თუ გენატრები... თუ ვერ ძლებ უჩემოდ თუ მკოცნი შორიდან: სჯობს მომიახლოვდე- მეც შენსკენ მოვდივარ!
ვიცი არსებობს ზეცაში ღმერთი, არსებობს ცოდვა დიდი და მცირე, რაგინდ თვალებში მაყარონ ცერცვი არ დავმცირდები,არც დაგამცირებ! უსასოობა თვალებში მიმზერს ასე მგონია დარჩი წყალგაღმა, თუმც ბევრს ვპოულობ ტირილის მიზეზს მაინც ვერ ვბედავ ტირილს ხმამაღლა! ვიცი არსებობს ცრემლის სიმლაშე, ვიღაცის შიში და მორიდება და მჯერა მართალს უფლის წინაშე თავის მართლება არ მომინდება... ვიცი არ მომცემს სინდისი ნებას ვინმეს სიმხდალით თავი გავაცნო, მე შეველევი უძირო გრძნობას უფრო მაღალი რწმენის სანაცვლოდ! ვიცი სიკვდილზე ძნელია უფრო, როცა ჭრელ მინდორს სიტყვა გადახნავს, როდესაც რჩები ზეცაში უფრთოდ და გიკრძალავენ ტირილს ხმამაღლა!...
-მართალია? -ეკიტხება გული -არა!-პასუხობს ხმა. -რატომ?-იმეორებს გული -არ შემიძლია თქმა! -მაინც რა მოხდა ასეთი?-გული არ ეშვება ხმას, ცოტა ხანს სიჩუმე იყო და... -მიყვარხარო- წარმოსთქვა ხმამ!
მე გიმტკიცებდი,რომ არ მიყვარდი შენ უარყოფდი ვნებათა ღელვას, დროს ჩვენ სხვადასხვა გზებით მივყავდით დიდხანს ვცდილობდი შენს დავიწიწყებას. თუკი ჩემდამი არაფერს გრძნობდი, მაშ გული ასე რატომ ფეთქავდა? თუკი ჩემს გამო შენ აღარ თრთოდი ალბათ სიცივემ თუ აგიტანა!
ჩემო ძვირფასო დესპანელებო, მე რომ მიმიშვა ასე დილამდე არ დავიღლები ლექსების წერით, მაგრამ არ მინდა ძაან გადავაჭარბო და თავი მოვაბეზრო ვინმეს! თუ ოდნავ მაინც ვინმე ვასიამოვნე ამ ლექსებით, ბედნიერად ვიგრძნობ თავს! გპირდებით აქ ძალიან ხშირად შემოვიდე და შეძლებისდაგვარად ჩავამატო ლექსები! დიდი მადლობა ყველას!
თუ არ წაგიღო ოცნებამ გზებზე, ხანდახან მაინც,- გზას თუ არ ეძებ, თუ არ იფიქრე; ვერ შევძლებ? შევძლებ? თუ არ გაივლე გულში,თუნდ ერთხელ; კეთილი, მაგრამ ასი წლის შემდეგ,- შთამომავლობა რას იტყვის ჩემზე?!- საქმეა მაშინ წასული არა მარტოკა შენი!- ქვეყანაც დაღუპულია,- შენებრი თუა ბევრი!
მივდივარ,რადგან აღარა მაქვს დრონი დარჩენის, მივდივარ,მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები, მეც გიმეგზურებ ცხოვრების გზას როცა გაყვები მე დაგინახავ, მაგრამ ვეღარ დაგენახვები. [IMG]http://up.pixgeo.com/out.php/i1392_notme.gif[/IMG]
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი, არაერთს ისე მოეღო ბოლო თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის. ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ- სად არის იგი? იმ ერთის ხილვის, იმ ერთის პოვნის ათასში ერთი გამხდარა ღირსი!