↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო სული მევსება თოვლით
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ!ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო!ვხედავ...ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს,ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდონარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის,მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს!ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა,არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო,სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს,როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ,მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეები თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ეხლა,ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს-ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მომყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს!ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

გალაკტიონი......

.....ძალიან მიყვარს გალაკტიონის ლექსები,ძალიან...ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ლექსია :cd: :cn:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
რაც უფრო შორს ხარ

რაც უფრო შორს ხარ,მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი-როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი-როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის,ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნღვლობ,დაე,ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს,რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.

გალაკტიონი......

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
წელიწადები წავლიან ძველნი

დღეები ბრუნავს,ვით კამათელი,
და ყვავილების არის მრავლობა.
ჩემთვის დღესავით არის ნათელი,
რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.

წელიწადები წავლიან ძველნი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი.

გალაკტიონი.......

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი

ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

იგრძნო,რომ მაინც საოცრად ცხელა,
გადიძრო ქუდი.მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.

თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

როგორ,საიდან...არ იცის თვითონ,
ის უცნობ ხიდზე დგას,სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი?მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.

გალაკტიონი....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!
არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება.
სიყვარული მთაში ირმის ძახილია
და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.

სიყვარული ცრემლებია დაკარგული,
იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _
სიყვარული ტალღააო ნაკადულის,
თუ წავიდა, აღარ მოვა.

მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია,
ეს ალვები მეჩვენება გოგონებად,
ეს ლექსები მაშინდელი ქარებია
და ტკბილ-მწარე მოგონება.

შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!..

ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსები მომწონ მაგრად !

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
-ეგ თვალი ვინ დაგიავდრა, გოგონი?
ო, დასწყევლოს ზეწიერმა
სიყვარულის მომგონი.
აივანზე დარდიანობ,
მთვარეს გასცქერ ქერათმება,
გოგოვ, ბაგებანგიანო,
ვისი ნახვა გენატრება?
ხედავ?
ღამე დათალხული
მთვარის ბანგით დაიბნიდა,
მითხარ, ვისი გახდა გული,
ვის გასცქერი აივნიდან?

ხედავ,
გოგოვ, თვალგიშერავ,
ღამ-ღამ ფიქრმა არ გიშველა...

ბაგეს ღიმი როდი ფარავს,
დარდმა ცრემლი შეჰკონაო...
გოგოვ,
ვინმე მოგიპარავს,
იტყვის, ოქრო მეგონაო...
ღამეს თეთრად ნუ გასტეხავ,
გოგონი,
ო, დასწყევლოს ზეციერმა
სიყვარულის მომგონი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენ მკითხე: - რატომ ეწევი პაპიროსს?
გეტყვი, ეს ამბავი თუ მართლა გაღონებს:
მე გულს საგანგებოდ ვაცლი ძალ-ღონეს,
რომ ამოხტომა არ დააპიროს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
მზეოს
ვახუშტი კოტეტიშვილი

ჩემი მარტოობის ბაღში
გაჩნდა უცხო ყოილი,
როგორც უპატრონო ბავშვი,
ნიავს ჩამოყოლილი.

ჩამძახიან ვერ იქნება
ის შენს ხელში მოვლილი,
რადგან წლები ეფიქრებათ
ჩემზე ჩამოთოვლილი.

რა იციან, ზოგჯერ დარობს
დეკემბერში მაისი
და ენძელაც თოვლქვეშ ხარობს,
როგორც ედელვაისი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
მესაფლავე
გალაკტიონ ტაბიძე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,

და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,

ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,

მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,

ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.

ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?

რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!

განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა

ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?

დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,

დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.

მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,

დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;

თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...

სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!

მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...

გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?—

“გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.

შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე... თუ როდისმე დაგივიწყო! ”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს:

ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.

გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,

განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?

უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,

და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.

ფიცით ამბობს: “ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,

არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,

გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება,

შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი

და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,

ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,

მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.

ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...

სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.

საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა, —

ახლა? ახლა კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,

არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;

სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,

თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.

მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!

მესაფლავე, ახლაც იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,

გაიფიქრა: “ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;

უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,

რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, —

ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.

ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...

ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,

თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,

რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.

როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,

ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.

გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,

თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!

რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი

და მწუხარედ წასჩურჩულა: “შემიყვარდი, შემიყვარდი,

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...

გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...

მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,

მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.

დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,

და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად, ქალო!”

დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,

შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,

ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა...

განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?

მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?

აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!

მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:

“თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს...

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,

მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს”...

მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...

სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.

ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,

არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,

საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს

და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...

განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...

თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...

განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...

რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?

ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?

ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...

ასე ხდება ქვეყანაზე — ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,

და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება...

ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,

იმ ორს ერთად გადავერცხლილს კუბოში სჭედს მესაფლავე...

სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —

იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...

განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,

თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts644
კარმა50
OFFLINEPROFILE
გ.ტაბიძე."შენ ჯვარს იწერდიმ გა,ეს მერი"
დუდუნებს მტკვარი,ღელავს რიონი,
ქარს მიაქვს გზიდან აყრილი მტვერი,
მე თვალცინ მიდგას გალაქტიონი
და სადედოფლო კაბაში მერი.
შენ ჯვარს იწერდი იმ გამეს მერი
და გალაქტიონს ცრემლი სდიოდა,
გუშინ მეც ვნახე ის ჩემი მკვლელი
ჯვრის დასაწერად რომ მიდიოდა.
ჩემი ოცნების ის თეთრი მტრედი
ვიღაც ბედნიერს ხელებში ჰყავდა
და მე დავრწმუნდი,რომ ჩემი ბედი
მგოსანთა მეფის მწარე ბედს ჰგავდა.
ქარს მიაქვს გზიდან აყრილი მტვერი,
დუდუნებს მტკვარი,ღელავს რიონი
უფსკრულის თავზე ხართ შენ და მერი
უფსკრულში მე და გალაქტიონი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ჩემი ოცნების შენ ხარ მალამო,
ცხოვრებას მხოლოდ შენით ვთამაშობ!
არ დამეკარგო ,არ დამეკარგო,
შორიდან შენ მე ვერას გამათბობ!

მომეცი ნება ხელი შეგახო,
ეს გული მხოლოდ შენს თავს მკარნახობს!
რა დაშავდება წუთით სულ მარტო,
შენს ველურ ვნებას თვალმა შეავლოს!

ძარღვებში სისხლი ღვინომ გაათბო,
გამშრალი სული ისევ დაალბო,
ოდეს ჩამქრალი სხივი აანთო,
იმედის კარი ფართოდ გააღო!

გავჩერდე იქნებ, მოვითქვა სული,
მოვხარო წამით,გაშლილი მუხლი!
ზმანება მეცეს და თვალზედ რული,
ჩემი ხარ მხოლოდ შენ თაიგული!

თმას გიწეწს ქარი,ეს მარტის თვეა,
ემსგავსე ყვავილს,მოწყვეტა მნებავს!
სურვილი ყვავილს,მიეცა ნება,
გზა უთმოს აშლილ და ველურ ვნებას!

გზა მოჩანს შორითკენ ბეწვის ხიდებით,
შენზე ფიქრებით მე ვიტვირთები!
მდინარეს გევხარ შლეგი დინებით,
სადაც ყოველდღე ჩავიძირები!

დროს გევხარ კიდევ,უძირო ზეცას,
სხვას არ ვინატრებ,გაგხადე კერპად!
სიზმრად გნახულობ,სულ ფერად-ფერად
თვალს არ გაშორებ,ვერ გართმევ მზერას!

ცხოვრებას მივსდევ,ფიქრი მყავს მდევრად,
ოცნება გზაში,მექცევა მტვერად!
დარდის ფარა ხარ,გიდგევარ მწყემსად,
ამ გულს კალთით,მოგართმევ ძღვენად!

გამოხდა ხანი,გაორდა მზერა,
დრომ სიყმაწვილის გზა გადმოსერა!
მიბნელდა ალი და ჩაქრა კერა,
ცივი ზამთარის სევდამ დაჰბერა!

იცვალა ფერი,ფოთოლმა ხეზე,
უშენოდ დღე მე,ვერ გავიმეტე!
მატაროს ბედმა,ლოდინის წლებზე,
ხელი მომკიდე ოღონდაც ხელზე!

tikiki შენი იყოს ეს ლექსი, მიჩუქნია..

გ.ს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts46
კარმა49
OFFLINEPROFILE
კლინიკური სიკვდილის შემდეგ
-უკან დავბრუნდი სამოთხიდან ორი დღის მკვდარი,
ასე ამბობდა ერთი კაცი,სიტყვით ქველობდა.
კაცო-არავინ არ გამიღო სამოთხის კარი
შენ თვითონ ხარო სამოთხიდან-საქართველოდან!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts46
კარმა49
OFFLINEPROFILE
დილა -ქალია,
წვიმა -ქალი,
საღამო-ქალი.
ნისლი-ქალია
და ყველაფერი ქალივით
მიყვარს.
და როცა ვინმე ჩემსე უკეთ ადიდებს დილას
ასე მგონია მე რომ მიყვარს მართმევენ იმ ქალს!
მუხრან მაჭავარიანი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts46
კარმა49
OFFLINEPROFILE
წუხელ თოვდა.ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი.
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე.
მე ავდექი ცისფერ თოვლში განთიადზე
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts46
კარმა49
OFFLINEPROFILE
ქალი შენსავით აღმძვრელი მადის
არ შემხვედრია დღემდე.
შუახნის კაცის მოისხი მადლი-
მენდე!
მ.მაჭავარიანი

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი