↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
ღრუბელი ღრუბელს შეეხო ფრთხილად,
ერთი მეორეს თითქოს აკოცეს...
მერე ატირდნენ საოცრად
თბილად და გამაოცეს...
კოცნისას თურმე ტირიან ღრუბლები,
ცოდვის უფლებას ღმერთი არ მოგვცემს
თავს ვეუბნები...შენ მარტო არ ხარ,
ღრუბლის წვეთებმა შენც ხომ გაკოცეს...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
*******
უსიყვარულოდ გადავირევი
დარდი მაწვალებს შენებრ კარგების,
ხან მოვარდები როგორც ირემი
ხან იასავით დაიკარგები.
მოგიტაცნია ღიმილი ფრესკის,
დაუწყევლიხარ ვინმე ასურელს,
შენი თვალების ეშხი შეშლიდა
ორბელიანს და ზვიად ასულებს.
ჯვარს დაიწერდა შენზე გოეთე,
გალაქტიონი დათმობდა მერის,
შენ მოგიძღვნიდნენ ძვირფას სონეტებს,
ჯორჯ ბაირონი,შექსპირი,შელდი.
და სიყვარული კიდევ რა არის,
ხვალ კალმოსნები დაყრიან კალმებს,
და მე კი ერთი როგორც არავინ
შორით გიკოცნი მაგ ლამაზ თვალებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined23 Jun 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბედნიერი ერი ჩვენისთანა ბედნიერი ჩვენისთანა
განა არის სადმე ერი,?!
!მძიმე ყალნით,
,ლამაზ ფალნით
;მორთული და მშვენიერი;
უწყინარი
უჩინარი
ქედდრეკილი ,მადლიერი
უშფოთველი
ქვემძრომელი ,
რიგიანი, წესიერი
ყოვლად მთმენი
ვით ჯორ-ცხენი
ნახედნი და ღონიერი .
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი
ყველა მუნჯი ,
გულჩვილი და ლმობიერი ;
თვალაბმული
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი ;
ყველა ყრუი ,ყველა ცრუი
ჭკვადამჯდარი ,გულხმიერი ;
მცირე ,დიდი ,
ყველა ფლიდი
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!...............................!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
**********
უცხო კაცთან მე ისეთი მხდალი ვარ,
გვერდით როგორ დავუწვები სერ,
მე ისეთი პაწაწინა ქალი ვარ
ხომ სირცხვილით დავიწვები სერ.
მე ისეთი პატარა ვარ,
მე ისეთი პატარა ვარ ჯერ,
მე რომ დედას მომაშოროთ
ცოდვა არის,ადრე არის სერ.
დედამ კაბა შემიკერა ლამაზი,
წითელ_ყვითელ საკინძებით სერ,
ხომ დაჭმუჭნით,ხომ წახდება სამოსი
თქვენ რომ გვერდით დაგიწვებით სერ.
შემოდგომის უქმე უკვე გავიდა,
გრძელი არის ზამთრის ღამე სერ,
მე ამ ღამეს სხვასთან როგორ ავიტან,
არ მეყოფა სითამამე სერ.
აგერ ქარმაც ამოჰყარა ფიფქები,
ფოთოლიც კი არ ჩანს მწვანე სერ,
გაზაფხულზე უფრო დიდი ვიქნები,
მოდი,მაშინ წამიყვანე სერ.

/რობერტ ბერნსი/

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
ქალი იმისია ხელზე აგოგმანო!...
ლექსით გააბრუო...
ქარით მოიტაცო....
ქალი იმისია ხვეწნით გააშმაგო!...
მხრებზე შეისვა და
მთვარეს მოაფარო....
არ გამოგყვება?
კაცი იმისი ხარ
თავი მოიკლა და
მაინც შეაყვარო!!!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით, სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე! :ep:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები

მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,

მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,

და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,

გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,

საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.

სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, —

საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.

ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,

მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,

ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.

სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,

ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, —

საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.

სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,

ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ —

სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,

საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.

სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით

მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, —

საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.

შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,

აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:

თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,

ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ედემი!

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,

გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,

საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.

მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,

საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
ბიჭებო, იყუჩეთ: გოგონები!
ცივ სიტყვას ნუ გააგონებთ.
მოდიან ისინი, როგორც დები
დებს კი ან როგორღა დააღონებთ.

ბიჭებო, იყავით რაინდები,
გოგონებს არავინ აწყენინოს
არავინ აუწეწოს გზაზე თმები,
ცრემლები არავინ აღვრევინოს.

უცნობებს თავი მდაბლად დაუკრით,
ნაცნონებს გაუღიმეთ ალალმართლად,
ეს არის ოცნება სანუკვარი,
თქვენ რომ საქართველომ დაგანათლათ...

ბიჭებო იყავით რაინდები..... :ep:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts392
კარმა50
OFFLINEPROFILE
თითქოს დაიმსხვრა ტანჯვის ბორკილი
და მონობისაც გავტეხეთნავსი,
ბევრი ქალაქი შემომივლია -
ერთიც არ იყო თბილისის მსგავსი.
სხვაგან ვერ ვნახე ვერც იმერეთი,
ვერც გურია და ვერც სამეგრელო,
ვერც რაჭა ვნახე და ჩემი ღმერთის-
მე საქართველოს ვსვამ სადღეგრძელის!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
******
ცოტა შენი ბრალია
ცოტაც მე ვარ ბრალში,
გაზაფხულიც უეცრად
ამომიდგა მხარში.
თითქოს ჩაგიხედია
ამეთვისტოს თვალში
ისე გამომარჩიე
ათიათას ქალში.
გაზაფხულო!
ღმერთმანი...
არ დაგრჩები ვალში,
ცოტა მისი ბრალია,
ცოტაც მე ვარ ბრალში!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts392
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქალო,სირცხვილია
შინ შედი,
ჰაერი ურცხვად გეხება და
გლოკავს
ქალო ეგ ღიმილი ჯოკონდასნაირი
ვიღაცას ქუჩაში მოჰკლავს
ნიავი გიწეწავს ფაფუკი თმის ღერებს
ვნებამორეული გსინჯავს
ქალო სირცხვილია
ყელს როგორ იღერებ
მაგ სავსე გულ-მკერდში
ჭინკა
ქალო სირცხვილია დახარე
ქუთუთო
შიშველი თვალები გიჩანს .

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
*******
მე შემიძლია ვიმყოფინო საბანი ფოთლის,
ზღვად შემიძლია მივიჩნიო პატარა წვეთი...
უმტკივნეულოდ მკერდიდან გულს ამოვიპოტნი_
შენთვის.
წყალმა წაიღოს ლექსნი ჩემნი,როგორც ნაფოტნი,
წყალმა,რომელიც უზარმაზარ მდინარეს ერთვის...
ულაპარაკოდ მკერდიდან გულს ამოვიპოტნი_
შენთვის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts392
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვმღეროდი ფერად ოცნებით
ყვავილებს დავთამაშებდი
შენ კი საყურეს დაკარგულს
ბალახებს შორის ეძებდი
გიპოვნე მითხარ ახ გმადლობთ!
და მოვწყდით ერთი მეორეს
გიჟო-მიყვარხარ...მიყვარხარ!
ტუჩებმა გაიმეორეს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
ქალი?-ოცნება,
ქალი?-სინაზე,
ქალი?-ცის ცრემლი,ცოდვილ მიწაზე
ქალი-სიცოცხლე,სითბო,ალერსი,
ქალს მოვეფერო მინდა ამ ლექსით.
ქალო ლამაზო,ტანო ტატანო,
ქალო ათასი ჭირის ამტანო,
ქალო სიცოცხლის დიდო საწყისო,
კაცებმა ხელით უნდა გატარონ.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი