↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined12 Nov 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
არ მახსოვს წამი შენ რომ ჩემში არ ყოფილიყავ:
ნატვრად,
სიწმინდედ,
ტკივილებად,
ლოცვად,
ლირიკად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვიცი, რომ მალე დაგტოვებ მარტო,
გადავსახლდები სხვა საცხოვრისში,
შენს სამყაროში მაწვიმს და მათოვს,
ნაღალატარი მყინავს მაისი.
ვიცი, რომ ღამე იქნება თეთრი,
და დავიძინებ გათენებისას,
ვიცი, რომ ლექსში იელვებს მეხი,
და უმსუბუქეს სტრიქონს მომიკლავს.
ვიცი, რომ ვიღაც გადამკრავს მათრახს,
უბირი ხელით მომიკლავს იებს,
და ალუბლების სევდიან ბაღში,
სევდიან ლექსებს დამაწერინებს.
ვიცი, რომ ვიღაც ეული მგზავრი,
მომიკაკუნებს სარკმელზე ბრთხილად,
ჩამომიქროლებს მსუბუქი ქარი,
და მზე იისფერ კაბას მომიტანს.
ვიცი ,რომ ისევ მიშველის ღმერთი,
ვიღაც მომძებნის დაბურულ ტყეში,
ვიცი ,რომ მალე დაგტოვებ მარტო,
გადავსახლდები სხვა საცხოვრესში.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
შემოდგომამშვიდობისა.
მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან
და ვგრძნობდე, შეუძლებელია რამეზე წერა.

შემოდგომამშვიდობისა, ჩემო ცხოვრებავ.
ჩემო მუდამ ცვალებადო, მუდამ მოუხელთებელო,
ჩემო თითქმის არაჩემო არსებობავ.

მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან,
მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ,
მე შემიძლია გარეთ თბილოდეს

მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა,
გული კი გრძნობდეს: მათგან ერთერთი
ჩემი შეყვარებულია, ხოლო მეორე

ჩემი შეყვარებულია, მესამე კი
ჩემი შეყვარებულია. შემიძლია
არ შემეძლოს სხვაგვარად წერა.

მე შემიძლია,
შემოდგომამშვიდობისა,
არ შემეძლოს სხვაგვარად წერა.

ზვიად რატიანი
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
მხატვარი ხატავს ფოთლებს
ქარი რომელსაც მოჰფენს,
მოჰფენს პარკებს და ქუჩებს
მე დავხატავდი შენს ლამაზ ტუჩებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
შემ არა გაქვს მეფის გვარი
ფრთაფარფატა თოლიავ,
მაშ,თვალები თამარ ქალის
რაფერ გამოგყოლია?
არ მომეკრა შენთვის თვალი
სიზმრად მაინც გნახავდი,
ხარ ყინწვისის ანგელოსი
თეთრ ღრუბლებში ნახატი,
შენს სიყვარულს დავიპიცებ
დაიჯერო იქნება...
წითელ კაბას ნუ ჩაიცმევ,
თეთრი უფრო გიხტება.
........................
შენ არა გაქვს მეფის გვარი
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ თვალები თამარ ქალის
რაფერ გამოგყოლია?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ზვიგენ, მეცნობი საშინლად და რა გვარი ხარ?:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
თქვენ ქარიშხალი გინახავთ ზღვისა?
მოგისმენიათ გრიალი ზღვისა?
იგი ბრაზდება საკუთარ თავზე,
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას.
იცი რად არის აზვირთებული?
ნაპირს რად ახლის ტალღებს ქაფიანს?
ზღვასაც ყოლია შეყვარებული
და მერე რწმენა დაუკარგია...
საკუთარ ტალღით მოუკლავს მერე,
საკუთარ გულში დაუმარხია
და ახლა ,როცა ბნელდება ზღვაზე,
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას,
საკუთარ სატრფოს უცქერის სხვისას
და ეს გრიალი დარდია ზღვისა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
ეს გული სევდამ დააცარიელა
თვალმა კი გრძნობას უპასუხა,
არ ვიტყვი მიყვარდე მე სხვაზე ძალიან,
იქნება იმასაც უყვარხარ...
მაგრამ თუ შემოგხვდი შემთხვევით,
უგულო სახეს ნუ მიიღებ,
მე თუ შენს ხატებას ვემთხვევი,
რისხვას რატომ მესვრი ტყვიისებრ?
რა ვუყოთ არა ვერ ეგებ მიმზიდველი,
მაგრამ ხომ გაღმერთეს ფიქრებმა,
თუ დარჩა ეს ლექსი და ჩემი სახელი,
შენიც იქ იქნება.
მირზა გელოვანი

მე ჩამოვქნი ნაზ სანთლებს,
შენს სახვეწრად ასანთებს,
ავანთებ და მუხლმოყრით,
ცხარე ცრემლთა გადმოყრით,
შევავედრებ შენს სახელს,
წმინდა ნინოს მკრთალ სახეს.

და ვლოცულობ: \"იყავი,
ვით ლამაზი იგავი,
მარად დაუვიწყარი,
მარად გაურიყავი,

და როგორც ეს სანთელი,
მოლიცლიცე კუთხეში,
ენთოს ჩემი სხელიც,
შენს სასმენლად უხეში.

ნათელ ხელში გეჭიროს,
მოციმციმე ცვილები,
სანთლები შეგეწიროს,
ჩემი ჩამოქნილები\"

მირზა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს,
შენთვის ფერები არაფერია,
შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს
შენ დედოფლობის დიდო ფერიავ!
შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი,
ვერც ლეონარდოს ნიჭი უბადლო,
შენთვის მხატვარი მხოლოდ ერთია
შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო!
ვერც რაFაელი, ვერც ფიროსმანი,
ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი
ვერ დაგხატავენ,ვერ დაგხატავენ,
შენს სურათს მხოლოდ მე მოვერევი...
როგორ დაგხატავ?-არც კი კითხულობ...
სიყვარულია ნიჭი ყოველი,
სწორედ ამ გრძნობით მე შენ გაფასებ,
მხოლოდ ამ გრძნობას შენგან მოველი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Nov 2007
Posts12
კარმა50
OFFLINEPROFILE
ლიტერატურა.გე არსებობს ესეტი საიტი
შედიტ ამ საიტზე და იამაყებთ ქართველობით

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Nov 2007
Posts12
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეკა ქევანიშვილი

ვინ მოიგონა...
ფანტასტიკური პოეზია
2007.02.06
------------------------------------------------

ვინ მოიგონა ყვავილების ჩუქება მკვდრებისთვის?
ქვის ხანის სულ პირველმა შეყვარებულმა კაცმა,
რომელსაც,
ჩემი ლეგენდით,
ყნოსვით ნაპოვნი ძალიან ახალგაზრდა ქალი,
ერთ დღეში დაუბერდა და
ყვავილების მდელოზე
მოუკვდა.
პირველი მკვდარი ქალი იყო,
ყვავილები კი, სულ შემთხვევით, მათზე დავარდნილს,
აეკრა მკერდზე – პირველი კაბა.
პირველი მოდა -
ასე ჩაცმული მისცეს მკვდარი წყალს.
და მას შემდეგ, არც არავის წარმოედგინა
უყვავილო მიცვალებული.

ყვავილების თმაში ჩაწვნაც იმ დღეს დაწესდა.
მაინც გკითხავ,
ვინ შეუხამა ზამბახები გარდაცვალებას?
სულ პირველი,
ლიანებისგან დაწნული კუბო აყვავდა ვითომ?

და მიხაკები, მიხაკები ვიღამ გაწირა სამკვდრო გზაზე
თითო მეტრის გამოტოვებით გასრესისათვის?
და ბავშვები? ათი წლის ქვემოთ,
უზარმაზარ გვირგვინებზე ჩაფრენილი პაწაწინა არსებები
დიდი მისიით..
მეც მკლავები მაშინ დამაწყდა,
მიხაკების შენს ქუჩაზე გამოზოგვისას.

სხვა ლეგენდით,
სიკვდილის შავმა
დიდი ოთახი წამებში ისე ჩამოაბნელა,
კედლებზე, ჭერზე,დერეფნებში,
შეშინებულმა ჭირისუფლებმა უცებ აანთეს
სისხლისფერი გლადიოლუსის თაიგულები -
სიკვდილის ჭრელი მაკიაჟი,
შუადღის მზეზე გასახმობი...

ჩემს ლეგენდაში,
ისე მსურდა გავქცეოდი ქვის ხანის
კაბის ტანზე ჩამოცმას,
სიჩქარისაგან
ფერდობებზე ჩამოკიდებულ იელების
ცეცხლა ბუჩქებში გაბლანდული
ჩავილეწე მაინც დაბლობზე
და მძაფრი სუნით მოვიტყუე გარდაცვალება.

იქ კი შენ დამხვდი,
და ტანსაცმელშემოხეულს შემომაცვი
მოყვითალო ქრიზამთემები..

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Nov 2007
Posts12
კარმა50
OFFLINEPROFILE
ლელა სამნიაშვილი

მთვარეული
ფანტასტიკური პოეზია
2006.11.07
------------------------------------------------

მთვარე თმის სარჭია -
მაღლა წევს ღამის ცას -
ჩინური ქაღალდის ფარანი,

და რომც მოვაცილოთ
ცას დეკორაცია,
არ მოისაკლისებს არავინ.

თვალებზე დასმული
მინის საჭრეთლებით
ღამის ქალაქები ელავენ,

ჩვენ ორმა მთვარეს რომ
მხრები მივაჭედოთ,
ამასაც შეამჩნევს ვერავინ.

ჩვენს შორის იმდენი
გზა და ჰაერია -
სხეულის უსაფრთხო კედლებად,

მიმართულება რომ
სულაც აგვერიოს,
ფილტვები არ ჩაგვეკეტება.

ყველგან შეიძლება
შეყუჟვა, დარჩენა -
ჟანგბადის იმდენი ბალიში

და წყვილი თვალია
მაშველად გაჩრილი -
შეგეძლო მშვიდადაც გაგეშვი.

მაგრამ სხვა მაგნიტი -
მძლავრი, ძველებური
განაგებს ყოველგვარ ხეტიალს -

ის, რომ მე შენსკენ ვარ
გამოძევებული -
ჩვენს შორის - ჰაერზე მეტია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Nov 2007
Posts12
კარმა50
OFFLINEPROFILE
ლელა სამნიაშვილი

მე შენ მიყვარხარ
პოეზია
2007.11.08
------------------------------------------------

ეს ჩემი თავი - გადაპარსული -
კარცერის კართან ბჟუტავს, ანთია
თუ მაგიდაზე დევს პასიურად
თუ დამტვრეული კაკანათია -
იმედის.
როგორც აირწინაღის
მილში - გაჩხერა სულის, სახეზე -
არც ერთი ნაკვთი და წინა ღამის
გადაჭიმული პირი - ცახესის -
პროსპექტზე.
დამდევს ეს რუხი ჭავლი
და ხვალისაკენ აღარ მახედებს.
დასდევენ თავებს და უხუჭავენ
თვალებს და უკვე სუნთქვაც გახედნეს.
და ჩემი თავით - გადაპარსულით -
ასეთ უშნოს და ასეთ დალეწილს -
ათასჯერ უფრო
ათასჯერ ბასრად
მე შენ მიყვარხარ -
საბედისწეროდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Nov 2007
Posts12
კარმა50
OFFLINEPROFILE
***

ბედის ჯილდო თუ – ბედის სიავე –
ჩვენს საფეთქლებთან ცისფერი ძარღვი
და რწმენა – დრო ვერ გააღიავებს
სივრცის სიღრმეში ჩარჩენილ ძახილს –
მე წყურვილს განგებ არ დავიამებ,
რომ მეოცნების შემომრჩეს სახე...
მზის ნაყოფია ადამიანი,
მაგრამ სულ უფრო სუსტი და მკვახე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Nov 2007
Posts12
კარმა50
OFFLINEPROFILE
სვანეთი

ქარაფების ავარდნით მზეს გასცდება სვანეთი,
დაბზარული საზვავე – აყინული ჩარდახი,
ცას აანგრევს ლოდებზე აჩეხილი ენგური,
საგებს , ომის აისებს სძინავთ მახვშის ქარქაშში.

შესაძლებლობათა მაქსიმუმს
ვუყურებ მგლის ქვაბულს თოვლიანს ,
ეშვებით ასხეპილ მისტიერ სამანებს –
კავკასს მოელვარეს,თეთროვანს , კოშკიანს.

შხარადან დანაშხეფთ სიმწვანით შიშხინი
დაქნეულ მწვერვალებს ქცევიათ მოტივად ,
გავთენდი ხმაური , სიცოცხლის შიმშილი ,
გრძნობებად ზათქანი , ღმერთობა მომინდა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი