↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მენატრები ციდან-ცამდე ჩურჩულიდან კივილამდე სიცივიდან ტკივილამდე სიცოცხლიდან სიკვდილამდე შენ მიყვარხარ გენაცვალე ცარსულიდან მომავლამდე :cp:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
როცა დავშორდი მე ჩემს სამშობლოს,
დავკარგე ძალა და მადლი მისი,
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი.

სჯობს ღარიბობა ჩემს სამშობლოში,
სჯობს რომ მესმოდეს ენა ქართული,
ისეთი სწრაფად მიფრინავს წლები
თიტქოს თამაშში ვიყო გართული.

როდესაც გავხდი მე ემიგრანტი
შევიწროვება ვიგრძენი მაშინ,
ეცხო კანონებს ვემორჩილები
დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი.

ჩემს ქვეყანაში მე ფრთები მესხა
და პატრიოტი ქართველი მერქვა,
მე იქ შემეძლო ჩემი ლექსები
ხალხის წინაშე ხმამაღლა მეთქვა.

სადაც ვიქნები სულ მეყვარება
ჩემი მთები და ჩემი ბუნება,
რაც მთავარია მემახსოვრება
ენა, მამული, სარწმუნოება.

როცა დავშორდი მე ჩემს სამშობლოს,
დავკარგე ძალა და მადლი მისი,
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი.

:ep:

საქართველოში მინდააააააააა :er:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენზე ვუამბე გაზაფხულს,
გრძნობა ვასინჯე ცის კარს...
ამ ქარსაც გამოვკითხე და
სიტყვა ვაწიე იმ ქარს...
ბოლოს მივაგენ გვირილას-
ათას ფურცელა მთის ქალს...
სულ ფურცელ-ფურცელ ვამისნე:
მიყვარს? არ მიყვარს ? მიყვარს...
არ დამიმალა გვირილამ:
გიყვარს...ძალიან გიყვარს...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
......როდესაც დარდი დაგიმარტოხელებს,ძნელია თითქოს,
ძნელია როცა, გაყინულ ხელებს არავინ გითბობს,
ძნელია როცა, მარტო დააბიჯებ მზესა და ქარში,
ძნელია როცა, აღარ იყურები ოცნებით ცაში,
როდესაც ძვირფასო ხელების მაგივრად ქარი გეფერება,
გული ვეღარ იტევს ამდენ დარდს და დრო კი გებევრება,
ძნელია ლოდინი,უაზრო ლოდინი ძნელია თითქოს,
შენ უნდა ელოდო,შენზე კი თურმე არავინ ფიქრობს...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
გაგახსენდები ვიცი ერთხელაც,
როცა ჭაღარა დაიწყებს თოვას,
როცა წარსულის ხელის შეხებას
მოჰყვება ხსოვნის უცრემლო გლოვა....
მერე შეხტება გული კვიცივით,
ჭინკა სიმშვიდეს გაუბამს ბრძოლას...
მოგენატრება ჩემი სიცილი,
დამიძახებ და....
მე აღარ მოვალ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩამო მახატვარო

მიყრილი ფუნჯები,მიყრილი ფანქრები,
მიტოვებული ქაღალდზე სევდა,
კვლავ იდუმალი ჩემი თვალები,
შენმა ხელებმა მოხატა ფერმკრთლად.

შავი ლაქებით დასვრილ ნაჭერზე,
მინდა ვიპოვო სიუხვე ფერთა,
სრულიად უცხომ კარგად აღმიქვი,
მადლობის მეტი რა მეთქმის შენთან.

ჩემო მხატვარო, მოდი დამხატე,
სწორედ ისეთი, როგორიც დღეს ვარ,
ოღონდ ეცადე ასევე მძაფრად,
არ გამიმუქო თვალებში სევდა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
ცხოვრება-შანსია,არ გაუშვა იგი
ცხოვრება-სილამაზეა,აღიქვი.
ცხოვრება-ოცნებაა,განახორციელე
ცხოვრება-მოვალეობაა,აღასრულე იგი.
ცხოვრება-თამაშია, ითამაშე.
ცხოვრება- სიყვარულია, შეიყვარე
ცხოვრება-საიდუმლოა.ამოხსენი იგი
ცხოვრება-ტრაგედიაა, გაუძელი მას.
ცხოვრება-თავგადასავალია, გამოსცადე იგი.
ცხოვრება-ცხოვრებაა, იხსენი
ცხოვრება-ბედნიერებაა.თავად შექმენი.
ცხოვრებ- ღირს,ნუ გაანადგურებშენს ცხოვრებას!!!!

დედა ტერეზა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Sep 2007
Posts3
კარმა50
OFFLINEPROFILE
"როცა დავშორდი მე ჩემ სამშობლოს" გაიხარე ვინცა ხარ ამ ლექსის წაკითხვისას თვალზე ცრემლი მომადგა რადგან მეც ძალიან მენატრება ჩვენი მშვენიერი საქართველო...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Sep 2007
Posts3
კარმა50
OFFLINEPROFILE
"თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას
და სილურჯეში დავიკარგები,
წავალ და ვივლი სიყვარულისკენ
ამ სიყვარულში დავიმალები.
ისევ მარტო ვარ,კვლავ მარტო იცი?
ვით ხეს ფოთლები შემომეცალა,
მაგრამ მე ისევ წმინდანად დავრჩი,
სიწმინდისათვის სხვას ვის ეცალა.
ნაცრისფერ მიწას დარდი მოაწვა
ლურჯი ოცნება დამრჩა მე ცაში,
სხვას ვისაც უნდა მიწაზე დარჩეს,
მე ავფრინდები მაღლა ზეცაში.
თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას
და სილურჯეში დავიკარგები,
წავალ და ვივლი უკვდავებისკენ,
უკვდავებაში დავიმარხები."

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
გულბაათ ჭავჭავაძე

უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა,
აზვავებული შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა.
სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა
და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად.
დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა,
დასვეს და დაჯდა, დაიმშვენა, სუფრას გახედა:
ჩანდნენ ორ მწკრივად ჟღალ ჩოხებში ძველი მსმელები,
ღვინო სწყუროდათ, ღვინის ეშხით ვერ ისვენებდნენ.
მან ჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე, უკან,
მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა,
თასი ასწია, მიულოცა ლხინი თავადთა
და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა.

*
სვეს უმოწყალოდ ღვინოები ცეცხლისმფრქვევლები,
მერიქიფეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები.
მოფარდაგულზე გაიშხვართნენ მსმელი კაცები,
ლეკურებივით მოიქნიეს სველი ყანწები.
და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა,
როცა ლავაშით დახურული სეფაც დაიქცა,
როცა დაიმსხვრა სასმურები და დაილია, —
მაშინ გულბაათ ჭავჭავაძე გადაირია,
გადაირია, როგორც ერთ დროს შედან ჭილაძე,
და იერიში მიიტანა წვრილ ჭინჭილაზე:
— კაცი ვშობილვარ, ეს ცხოვრება დამილევია
და გაბმულ სმაში ჭინჭილით არ დამილევია.
— ბატონიშვილო, ეს ჭინჭილა გადაგრჩათ მარტო,
ღვინით შეუვსეთ და მოართვით ჭინჭილა ბატონს.
შეტორტმანებულს ნახევარიც არ დაეცალა,
წყენით წამოცდა: “ეს ოხერი რომ არ გათავდა!”
სანთელს გახედა, მოეჩვენა ერთი ათადა,
თვალთ დაუბნელდა, დაეკარგა მუხლებში ძალა,
წაიბორძიკა, წაიფორხილ-წაიბანცალა
და ნაცოხნარით გაბერილი, როგორც კამეჩი,
აზრდაკარგული გაიშხვართა შუაღამეში.
ჭერი შეინძრა, იატაკმა გაიჭრიჭინა,
თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა.

*
გაჩაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურში
და სუფრის ბოლოს ხითხითებდა მთვრალი ბახუსი.
თითქოს იტყოდა: "მასპინძელო, ეს რა კაცია,
ქვევრებსა ნთქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია!"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენზე ფიქრმა
სიბერემდე მიმაცილა,
შემოდგომის წვიმამ
უხმოდ დამასველა,
ნეტა ერთხელ
შენს უბეში მიმაძინა,
ნეტა ერთხელ
შენს მკლავებში დამასვენა...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
... და ალიონზე თეთრ დუქანთან

სტირის არღანი.

მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში

თავი დავიხრჩო.

სიყვარულისგან მეტ მოთმენის

არა მაქვს ღონე,

მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში

თავი დავიხრჩო.

მეტი მოზიდეთ კალმახები

მაშ არაგვიდან,

რაც იყოს იყოს, ამ ქეიფსაც

ერთხელ ავიტან.

ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი

ლექსი დარჩება,

განა გავხდებით პოეტები

ლექსის ჩარჩებად?..

- ნინა, ნინა, ჩემო ნინა

გათხოვება, ხომ არ გინდა?

- გათხოვება რომ მინდოდეს,

შენი კითხვა მე რად მინდა?

ასე მეარღნე, დაამტვრიე,

დასცხე, გეთაყვა,

აბა რად გიღირს ერთი ძველი

შენ მუხამბაზი!

რამდენი ძველი სიყვარული

ამ მტკვარს თან გაჰყვა,

ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება

ეხლაც ჯამბაზი.

- “შაბათი რომ დაღამდება,

კვირა გათენდება.

თამრიკო მოწამლულა,

რაღა მეშველება?”

ტყვილი იქნება, ჩემო ძმაო,

თავს ვინ იწამლავს?

ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად

ჰქვიოდა თამრო!

ის სხვა სიყვარულს უეჭველად

გულში იმალავს,

რამდენიც გინდა, თვითონ ვიცი,

იმას ჰყავს საქმრო...

ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,

წაიღე სული,

საქართველოში ნეტა ასე

ვინმეს ვუყვარდე!

რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ

ხელით წასული,

საქართველოში ხომ ფეტვივით

სთესავენ ვარდებს!

ვიცი გიყვარვარ, ასე მწარედ

მიტირებ არღანს,

ვიცი გიყვარვარ, რომ არ გინდა

მოკვდეს თამარი.

შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები

არვინ დაგმარხავს,

თავის სამარხი ზედ გარტყია

ვერცხლის ქამარი.

ცდები, მეარღნევ, გათხოვდება

ეგ შენი ნინა!

არ დაიჯერო, ის თამრიკოც

რომ მოიწამლოს.

ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ

რამ არონია,

ქალი ქალია და იშოვის

თავის მალამოს.

უბრალოდ ვკვდებით მეარღნები

და პოეტები,

მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც

გვეპატიება...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts392
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე ვარ კვაზიმოდო
მე მთელი ცხოვრება მხრებით დავთრევ
უხეშ ტომარაში ლიდივით ჩაგდებულ კუზს
თქვენ შეგიძლიათ მახინჯი მიწოდოთ,
მაგრამ მოდიტ მოუსმინეთ წუთით
კვაზიმოდოს
მას ერთი რამეს თქმა სურს.
ნუ გაეცინება იმ ლამაზ ბიჭუნას და
ნუ გაეღიმება იმ ცისფერ თვალება გოგონას,
ფუ ვიტყვი ,რომ ყველაზე ლამაზი
ეს მე ვარ თქვენში.
მე არ ვარ რომეო და გრძნობის უზიერს
ვერავინ მომიწამლა სულის ამულეტი,
ჩემი სიყვარული კი ეგ კუზია
ჩემი მონტეგი და ჩემი კაბულეტი
მე მიჯნური ვარ,მიჯნური ვარ და
ჩემი სიმუნჯე მტანჯავს .
ო,რა მძიმეა მიჯნურის სიმუნჯე
როდის გრძნობას ყელში გაიყუჩებენ
ფოფხვით და კანკალით,სულამოუთქმელად
ტაძრის სამრეკლოზე ავალ და
შეასკდებიან ზარებიერთმანეთს და
თქვენ შეგიძლია მიწოდოთ ლამაზი
როდესაც ღვთისმშობლის ჟანგიან
ზარებში
ვაბღავლებ სიყვარულს
კოჭლი,კუზიანი, ნაზი
კვაზიმოდო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
ციდან ჩამოვგლიჯე ფთილა თეთრი ღრუბლის,
ტანზე მოვიხვიე ლამაზ კაბასავით...
ისე მომენატრე, როგორც გაზაფხული,
როგორც სიმყუდროვის ტკბილი სამალავი...

წლები უცნაური ზარით მირახუნობს,
ცვეთა შეპარვიათ სიყვაწვილის კაბებს,
ისე მომენატრე, ჩემო სიყვარულო,
როგორც ტყვიისფერი ზეცის სილაჟვარდე.

შენთვის ჩამოვგლიჯე ფარდა თეთრი სივრცის,
გული მიფრთხიალებს ვერხვის ფოთოლივით...
ჩემი მონატრება, ღმერთო , ისე იწვის,
ისე უსაზღვროა ჩემი მოლოდინი....

__*##############______________________ __################_____________________ _##################_________**##*______ __##################_____*##########___ __##################___*#############__ ___#################*_###############*_ ____#################################*_ ______###############################__ _______#############################=__ ________=##########################____ __________########################_____ ___________*####################=______ ____________*##################________ _____________*###############__________ _______________#############___________ ________________##########_____________ ________________=#######*______________ __________________####________________

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა
და
დრო
გადიოდა.

ვითარცა ღვინო -
ქვევრიდან
ხაპში -
ხაპიდან
დოქში -
დოქიდან
ჯამში -
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში…

გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა -
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი…

გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდნენ,
და…
მიუხედავად ამისა, მაინც -
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული

და დღეს –
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
სულხანის ნაქონი სისხლით –
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ლალი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და…
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი