შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
სულო , გითხარი რომ არაო იშალნენ წამწამთა ქოხები, შენ ცისარტყელავ და მარაო, ცად რომ დამიფინე ნოხები. რად არ მოაპკურე ცვარები გლოვიან უდაბნოს გველისას, სულში კვლავ რად მოიპარები, არ სცნობ უარებას თველისას. მაცდურო სიცოცხლევ, გამეცი, გველო, ანგელოსურ თვალებით, დღითაც შენ გიგონებ,ღამეცა, მძულხარ და თან მევალალები.
ჩემი ლოდინი არასოდეს მთავრდება კარგად, სად არის იგი? - სიხარულის ლამაზი წამი! მე მზად ვიყავი დამეხარა თავი მიწამდე, ახლა ვზივარ და სევდის ძაფით სონეტებს ვქარგავ. გაწვდილ ხელებზე სასოებით მესვენა გული, ჩიტივთ იწვა, ყავავილივით და ოდნავ თრთოდა. ამაოება მომკიოდა ქვეყნის ბოლოდან, მე რად ვიყავი ოცნებებში გადაკარგული? მოვა სიკვდილი, თუ არა მოვა, მე მივალ თავად! ჯერ კი ვკანკალებ - არ შემნიშნონ გულისპირ სისხლი, არ შემიძლია ვუპასუხო და კითხვას ვისხლეტ, ღიმილს ვიმარჯვებ მწუხარების დასაფარავად. შროშანს ფურცელი ჩამოსცვივდა, ია გადახმა, - ბედნიერება სადღაც დარჩა, ცხრა მთის გადაღმა.
შენ ანგელოზები დღეს არ ფრენენ:-დიდი ქარია, ბანზე ლოდების გორვაა და შეხლა-შემოხლა. თან გელოდები, თან ვოცნებობ:_ახლა შენ მოხვალ... შენ მიყვარხარ და შენ შენ რომ ხარ,მე მიხარია.
მე სიცოცხლეში სიხარული არ მღირსებია, დარდია მხოლოდ,ჩემი გულის სასუფეველი და თუ თვალები მე ცრემლებით ამევსებიან, განა ამაში მე მიმიძღვის დანაშაული?......
გული მტკივა და ოცნებას მივსდებ როდის იყო ცა ასეთი მუქი. შენი თვალი მაფიქრებდა ისე, როგორც დღისით ანთებული შუქი. და გადიან ეს დღეები წმინდა, დაბერება ხომ მოელის მზესაც. ახლა წადით,სიმარტოვე მინდა, ახლა ვუმზერ დამშვიდებულ ზეცას. ვიცი, შენ მე გამიწიე მტრობა, მაინც მოხვალ და საყვედურს მეტყვი. ისევ ვეძებ მარადიულ ყოფას, სიკვდილია სიცოცხლეზე მეტი. გული მტკივა და ოცნებას მივსდევ, როდის იყო ცა ასეთი მუქი... შენი თვალი მაფიქრებდა ისე, როგორც დღისით ანთებული შუქი.

ყელი-ბროლის. მკერდი-ფიქლის. თვითონ-მიზეზი ხარ ფიქრის. შენთვის-ჯოჯოხეთში ჩავალ (თუმცა მაქნისი ვარ იქ რის...) თუ შენს გამო გიჟი არ ვარ- ყოველ შემთხვევაში, მიქრის... \"საზიზღარი ვიღაცა ვარ!\" შენ კი ნატეხი ხარ ჯიგრის! ან მე მოვალ! ან შენ მოდი! დრო, ვერ ხედავ?-როგორ მიქრის...