როს ვერ გხედავ,მწუხარებით არ ვიმსჭვალები,
გიხილავ და,როდი ვიწვი გრძნობის ალებით,,
თუმცა დიდხანს თუ ვერ გნახე,დარდი მატულობს,
მუდამ რაღაც მაკლია და ვინმეს ვნატრულობ,
თან დღედაღამ არ მასვენებს კითხვა ფარული:
\"ეს რა არის?მეგობრობა თუ სიყვარული?\"
როს თვალთაგან გამიქრები,ვწუხვარ ისევე,
შენს ხატებას გონებაში ვეღარ ვიხსენებ,
თითქოს გაქრნენ,დაიკარგნენ შენი თვალები,
და მაინც ვგრძნობ,ფიქრთან ახლოს დაიარები,
არ მასვენებს ერთი კითხვა,გულში ფარული:
\"ეს რა არის?მეგობრობა თუ სიყვარული?\"
თუმცა ბევრჯერ მიტანჯია,წამცდა მე ოხვრა,
შენთან მაინც არ მოვსულვარ ჩემდა მეოხად.
როცა ფიქრი გზად უაზროდ დამატარებდა,
თვით არ ვიცი,ვით აღმოვჩნდი მე შენს კარებთან,
რისთვის მოველ?კვლავ მაწვალებს კითხვა ფარული:
\"ეს რა არის?მეგობრობა თუ სიყვარული?\"
თავს გავწირავ,ოღონდ გქონდეს ლხენა ურიცხვი,
ჯოჯოხეთშიც კი შთავხდები შენი გულისთვის,
თუმც არ ვღირვართ მე და ჩემი გული საწყალი
შენს სიმშვიდეს რომ ვიცავდეთ ყისმათგამწყრალნი.
ისევ გულიში მებადება კითხვა ფარული:
\"ეს რა არის ?მეგობრობა თუ სიყვარული?\"
როცა ჩემს ხელს შენი ხელი თრთოლვით ეხება,
გამოუთქმელ ნეტარებით თავბრუ მეხვევა.
ამ სიზმარში სულსაც დავლევ სალმობიერი,
მაგრამ გულის გამაღვიძებს ცემა ძლიერი,
თან ხმამაღლა მეკითხება,თან სიბრალულით:
\"ეს რა არის?მეგობრობა თუ სიყვარული?\"
როცა ვწერდი ამ სიმღერას,როგორც მლოცავი,
შთაგონება არ მქონია გასაოცარი,
თუნდ ვეცადო,ვერ აგიხსნი,ვერც მოგიყვები,
ან ეს აზრი რამ დაბადა,ან ეს სიტყვები.
ბოლოს კითხვა ჩავინიშნე ჩემთვის,ფარულად:
\"რამ აღმანთო?მეგობრობამ თუ სიყვარულმა?\"
ადამ მიცკევიჩი.
