მდაა...ეხლა გადავინაცვლოთ პოზიციონერებისაკენ, პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ჩემი ქართველები ხართ და მიყვარხართ!

შემდეგ: აზრთა სხვადასხვაობით კი არ ვარ გაღიზიანებული (რა სისულელეა), უბრალოდ მართლა ღიმილის მომგვრელია თქვენი საუბარი. თიკეი ძვირფასო, სხაპასხუპით რომ ჩამომითვალე შენი დიპლომებისა და ჩინ-მედლების შესახებ, მაინტერესებს თუ იყენებ რამეში, თუ მამაპაპურად ბალიშისქვეშ ინახავ? ასეთი განათლების და სტაჟის მქონე ქალბატონი როგორ ფიქრობ, საკუთარ ქვეყანაში არ იმსახურებ შესაფერის ხელფასს ან პენსიას? თან ღმერთს მადლობას სწირავ \"ფართუკი\" რომ გიბოძა და შვილების მიხედვის საშუალება მოგცა, გამოდის რომ თუ არა ემიგრაციაში ყოფნა შვილები მშივრები, ტიტვლები და შენგან განსხვავებით უდიპლომოები დაგრჩებიან. მწარე სიმართლეა , მაგრამ ასეა!...ხოდააა...მეც ეგ მტკივა!
...დორადო საყვარელო, რატომ ხარ გამოკიდებული ჰაერში? არა მგონია თვიტმფრინავით წინ და უკან კატაობა გეხალისებოდეს. სიმართლე ესაა: საზღვარგარეთ მუშაობ და ისე იგვარებ პრობლემებს საქართველოში. როგორ ფიქრობ ეს ნორმალურია? ჩემთვის არა

,
თქვენი აზროვნება მაგონებს ცხონებულ ნოდარ დუმბაძის სიტყვებს, ილიკო და ილარიონი რომ ეკითხებიან ზურიკელას: ქარი თუ ქროდა და ქვეყანა იქცეოდა, შენ რა გიხაროდა შე უბედუროო...ან იქნებ ზურიკელასავით აქ იპოვეთ ნამდვილი სიყვარული...ჰა...ისე ამ მხრივ ბევრი ეწია \"ბედს\",

, ამერიკელი შვილიკოებიც ყავთ...ჩემი პოზიცია ასეთია: მე ჩემ ქვეყანაში მინდა ქმარიც, შვილიც და სამსახურიც!!!
