↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა ! (ქართველ ემიგრანტებს)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 148 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ძალიან ადვილია ოპოზიციონერობანას თამაში... ნაკლს რა გამოლევს, მით უმეტეს საქართველოში, მაგრამ თუ ვინმე ყვირის რაღაც გეგმა უნდა ქონდეს მაინც და უკეთესი იყოს არსებულ მდგომარეობაზე. მასე ბევრმა იყვირა დავუჯერეთ და გაგვიბლატავდნენ, თავად გახდნენ უარესი მათზე ვინც იყო ჭკუა კი ვერ ვისწავლეთ და ახლა ისევ იმ პოლიტიკოსებს ვუჯერებთ რომლებიც ადრე გვატყუილებდნენ. პოლიტიკა არის ბინძური საქმე , პოლიტიკოსები კი ყველა ცრუა და ამორალი.
რა უნდა ხალხს მაინც ვერ გავიგე... სააკაშვილის წასვლა და მის ადგილზე სხვის მოსვლა როგორ გააუმჯობესებს სიტუაციას ? რატომ არ ფიქრობთ ამაზე? მთელი ერი გაპოლიტიკოსებულია და საქვეყნო დებატებია ყველგან. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. ამჯამად საქართველო შედარებით უკეთააა და მართალია კუს ნაბიჯებით მაგრამ მაინც ვითარდება. რას ერჩოდით იმ ადამიანს დააფიქსირა თავის აზრი და ყველა მიესიეთ.. ესაა ოპოზიციის პრობლემაც, ლოზუნგიც ასეთია მათი :\"სატანა იყოს, ოღონდ არა მიშა!\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Nov 2007
Posts8
კარმა50
OFFLINEPROFILE
zvigen! მაგრად გეშლება, ოპოზიციონერობა როგორ არის ადვილი, როცა მშვიდობიან მოშიმშილეებს არავინ არ ინდობს და სახალხო დამცველიც კი დარბევის და ძალადობის მსხვერპლი ხდება.ან რა იგულისხმება საქართველოს შედარებით უკეთ ყოფნაში ნაციონალების დღევანდელი (ალბათ უკვე გუშინდელი)ყრილობა?! საკმარისზე მეტად აფანატებ სააკაშვილზე, ნამდვილად არ იმსახურებს. გასაყიდი გაიყიდა, დასაკარგი დაიკარგა, განათლება განადგურდა, დედა-უნივერსიტეტი გაპარტახდა. სასამართლო უფლებააყრილი და დამონებულია,ხალხი უმუშევარი, დამშეული და დათრგუნული. დღევანდელ ხელისუფალთა ოპონენტები დასატუსაღებლად და დასატერორებლად თუ არა \"ჩასარეცხად\" განწირულები , სულიერება კი საერთოდ უგულებელყოფილი და ა.შ ... და თუნდაც \"კუს ნაბიჯებით\" რაღა ვითარდება?! ან ქვეყანაში, სადაც ლამის ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ერთმანეთის ნათესავები თუ არა, ნაცნობ-მეგობრები მაინც ვართ, სკამის სიყვარულმა ისე როგორ უნდა დაგიბნელოს გონება, რომ ქართველებს ერთმანეთი ახოცინო, თუნდაც აცემინო. რატომ გგონია, რომ სააკაშვილით და მისი ხუნტით იწყება და მთავრდება ჩვენი ერის ისტორია?!დიახ: არა მიშა! და არც არავითარი სატანა!!! ქართველ ხალხს ის უნდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამო ირეცხოს ყველა სირცხვილი, ამაღლდეს, გაბრწყინდეს და, ბოლოს და ბოლოს გააკეთოს ღირსეული არჩევანი! მწამს,ისე არ გადავშენებულვართ,რომ ეს ვერ შევძლოთ. და არც არავის არ მივსევივართ .ვცდილობთ, რომ ბელადების სიყვარულისა და ხიბლისგან განთავისუფლდეთ და უფრო მეტად საქართველო გტკიოდეთ!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined14 Jun 2007
Posts70
კარმა50
OFFLINEPROFILE
პოზიციის თამაშიც ადვილია როგორც ოპოზიცისა მოდი საღად ვიაზროვნოთ სიტუაცია არა მარტო 7ნოემბრიდან გამომდინარეობს არამედ ყოველი იმ დღიდან რაც საქართველოში და ხალხში ხდება ეხლანდელი მდგომარეობა მაგარი რთულია ვინც მატერიალურად კარგად გძობს თავს და ვინც ლუკმა პურს მათხოვრობითა და წამებ წვალებით შოულობს ერთიც ერმა ქართული სახე დაკარგა თბილისის ქუჩებში ოთხმოცი პროცენტი არეული გაგიჟებული დაბოღმილი სახით დადის რაიონებში სტუმრის მისვლა ეშინიათ ყველა რობოტებს დაემსგავსენ სად არის ის ქართული სტუმართმოყვარეობა ეხლა ხალხი ფულით ზომავს ინტელეკტს ერთმანეთს შურის თვალით ჭამენ ვიგოდნიკებითა და თავხედი ხალხით აივსო ქვეყანა გადაჯიშდა გამათხოვრდა ერი სად არის საქმე ერთეულები ახერხებენ რაღაცაც ვინც ცოტა ოდენი ფული იშოვა უცხოეთში წავიდა და იქ აკეთებს იმ გასაკეთებელს რაც საქართველოში უნდა გაეკეთებინა ნახევარზე მეტი საკუთარ სამშობლოს იქ აშენებს ვინც საქართველოში დარჩა ლოთობასა და კაიფს გადაყვა ბევრი სასაფლაო გენო ფონდი გახდა როგორ მაინტერესებს რამდეხანს გაგრძელდება ეს უბედურება .....?! კაცმა ქალი არ იცის პატარამ უფროსი ძმამ ძმა ნათესაობა იკარგება ადრე შვიდი თაობა სისხლის აღრევა არ შეიძლებოდა ნათლიმირონობა ცხრა ეხლა ვინ ვის.......ჯერ წესია წესი და მერე საქმეა საქმე მოკლედ ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ცოდვა გვადევს ღმერთო მოგვიტევე ჩვენ უგნურთ და გვაპატიე შეცოდებანნი ჩვენი ....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
თინი, შენ შემოგევლე, აბსოლუტურად გეთანხმები, ზემოთ ხსენებული იყო თითქოს აქ ,, პატივაყრილი ქართველები\'\' რასაც ვკადრულობთ.....ის მავანთა და მავანთ არ ეკადრებათ. იქნებ მე ვერ ჩავწვდი ნათქვამის არსს სწორად? იქნებ მომეჩვენა? რატომ გონია ამ ხალხს რომ შრომა თუნდაც წინსაფრით შენი ოჯახის კეთილდღეობის და უზრუნველყოფისთვის ეს თავის მომჭრელი და სამარცხვინოა?
თქვენი აზრით ის უფრო სასახელოა გამართლება მოუძებნო შენს თავს ,რომ სამუშაო არ არის და შიმშილით კლავდე ოჯახს? ვერც ერთ დიპლომში და თანამდებობაში ჩემს შვილებს ვერ გავცვლი , დე ჩამთვალონ ზოგ-ზოგიერთებმა პატივაყრილ ქართველად, მაგრამ ღმერთია მოწამე, ნეტავ ბევრი ჩემნაირი სულით ხორცამდე ქართველი დაიარებოდეს უსასრულოდ ჩემი სამშობლოს მიწაზე, და თუ უფალმა ასე მარგუნა რომ ჩემს ოჯახს ასე უნდა ვემსახურო ცოტა ხნით , დე იყოს ნება მისი. სამაგიეროდ იმ ჩემი დიპლომით კი არა, ამ წუთას ჩემი დაუღალავი შრომით ვუზრდი საქართველოს 3 ვაჟკაცს. ერთსაც დავამატებდი ჩემო კარგო, არც მხოლოდ წიგნი შველის ყველგან ადამიანს, ცოტა შნოც თუ არ დაგყვა ცხოვრების. აკაკის არ იყოს მარტო წრთვნა ვერაფერი დიდი შვილია ჩემო კარგო,, თუ ბუნებამც არ უშველა. \'\' და საერთოდ მე შეურაცხყოფილად ვთვლი თავს როცა ქართველ ემიგრანტებს ასე უხამსად მოიხსენიებენ, გადახედეთ ალაგ-ალაგ ჩემს კომენტარებს და მიხვდებით რომ საქართველოს ნატვრაში ვიძინებ და ვიღვიძებ. გვფარავდეს უფალი ყველას . თინი მიყვარხარ, კარგი გოგო ხარ, და ელენიკო მომიკითხე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
თინი რატომ არ ჩანხარ სადა ხარ?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
ქალბატონო მანჩო2007,თქვენ ყოველთვის \"არაადექვატურ\" შეფასებებს აძლევთ ჩემს კომენტარებს, აქედან გამომდინარე ჩვენს შორის \"კონსტრუქციული\" საუბარი სამწუხაროდ შეუძლებელია...ვაუ...რა კარგად ამითვისებია ჩვენი პოლიტიკოსების სასაუბრო ლექსიკონი...უნიჭიერესი ვარ ...უნიჭიერესი...ეხლა აქ რომ გადაფიჩინების სმაელიკი მჭირდება?...რა ვქნა?...ჰმ ...ამ სმაელიკების დასმა ვერ ვისწავლე. მასწავლეთ ვინმემ ბატონო და შემდეგში ლამაზად და გონივრულად გაფორმებულ კომენტარებს შემოგთავაზებთ.
...ვაი ჩემს თავს უბედურს, რეებისთვის ვარ მოცლილი...არა...არა...ღმერთი ზოგჯერ მართლა შვებულებაშია...ხო კიდევ რა მინდოდა მეთქვა:აქ მჭირდება ხელის ჩამორთმევის სმაელიკი მანჩოსთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Apr 2007
Posts65
კარმა50
OFFLINEPROFILE
მანჩო,ელენიკოს თხოვნით თიკეი გავხდი,ასე რომ ნიკი შევიცვალე მხოლოდ ,აზრები იგივე მაქვს.
3 დღეა კომპიუტერს არ მივკარებივარ.კვირას სახლი ვაკურთხებინეთ მამაოს.გ კ ო ც ნი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
barby wrote:
ციტატა:
ქალბატონო მანჩო2007,თქვენ ყოველთვის \"არაადექვატურ\" შეფასებებს აძლევთ ჩემს კომენტარებს, აქედან გამომდინარე ჩვენს შორის \"კონსტრუქციული\" საუბარი სამწუხაროდ შეუძლებელია...ვაუ...რა კარგად ამითვისებია ჩვენი პოლიტიკოსების სასაუბრო ლექსიკონი...უნიჭიერესი ვარ ...უნიჭიერესი...ეხლა აქ რომ გადაფიჩინების სმაელიკი მჭირდება?...რა ვქნა?...ჰმ ...ამ სმაელიკების დასმა ვერ ვისწავლე. მასწავლეთ ვინმემ ბატონო და შემდეგში ლამაზად და გონივრულად გაფორმებულ კომენტარებს შემოგთავაზებთ.
...ვაი ჩემს თავს უბედურს, რეებისთვის ვარ მოცლილი...არა...არა...ღმერთი ზოგჯერ მართლა შვებულებაშია...ხო კიდევ რა მინდოდა მეთქვა:აქ მჭირდება ხელის ჩამორთმევის სმაელიკი მანჩოსთვის.

ძვირფასო თუ გამიგებ ახლავე შემოგთავაზებ ახსნას სმაილკები სად იპოვო. სადაც ჩვენი სახელები წერია სურათებით სულ ქვემოტთ აწერია ტოპიკში გადასვლა და იმას დააჭირე,ყველაფერს გამოგირანს ეკრანზე

ხო კიდე სმაილკების ბოლოში ცერია (მორე სმაილს ) იმას თუ დააჩერ კიდევ მეტი სმაილკები გამოვა ეკრანზე.

აბა ჰე იცინე=zer= =zer= =zer= =sher= =sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Apr 2007
Posts65
კარმა50
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
არ ვიცი დაიბეჭდა თუ არა და მეორედ ვწერ, რაღაცა ჭირს ჩემს კომპიუტერს. პიკასო, მე სანახევროდ საქართველოში ვარ და ჩემს საქმეს ასე ჭირდება.თუ გამყვებით და გამომყვებით-გაგახრათ ღმერთმა, ამაზე კარგი რა უნდა მოხდეს!ვილაპარაკებთ მაინც.
პოზიცია და ოპოზიცია არ გვინდა -მეთქი ამას მე თვითონ თავგადაკლული ვიხვეწები . სამწუხაროა რომ აზრთა სხვადასხვაობამ მაინც დაგვყო.ჭკუის დარიგებას რაც შეეხება_მძულს, არც სხვას დავარიგებინებ და არც მე დავარიგებ არავის.უბრალოდ ვლაპარაკობთ.ეს სიტყვის უფლებაა.
დორადო ,მივესალმები შენს მშვიდობიან განწყობას ყველას მიმართ.კარგი იქნება ,თუ საიტზე არ იქნება ასეთი აშკარა გაღიზიანება აზრთა სხვადასხვაობის გამო. :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ხო ბარბი მწვანე მართკუთხედშია (რეპლეი ვ ტოპიკ) :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
მდაა...ეხლა გადავინაცვლოთ პოზიციონერებისაკენ, პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ჩემი ქართველები ხართ და მიყვარხართ!=sher= შემდეგ: აზრთა სხვადასხვაობით კი არ ვარ გაღიზიანებული (რა სისულელეა), უბრალოდ მართლა ღიმილის მომგვრელია თქვენი საუბარი. თიკეი ძვირფასო, სხაპასხუპით რომ ჩამომითვალე შენი დიპლომებისა და ჩინ-მედლების შესახებ, მაინტერესებს თუ იყენებ რამეში, თუ მამაპაპურად ბალიშისქვეშ ინახავ? ასეთი განათლების და სტაჟის მქონე ქალბატონი როგორ ფიქრობ, საკუთარ ქვეყანაში არ იმსახურებ შესაფერის ხელფასს ან პენსიას? თან ღმერთს მადლობას სწირავ \"ფართუკი\" რომ გიბოძა და შვილების მიხედვის საშუალება მოგცა, გამოდის რომ თუ არა ემიგრაციაში ყოფნა შვილები მშივრები, ტიტვლები და შენგან განსხვავებით უდიპლომოები დაგრჩებიან. მწარე სიმართლეა , მაგრამ ასეა!...ხოდააა...მეც ეგ მტკივა!
...დორადო საყვარელო, რატომ ხარ გამოკიდებული ჰაერში? არა მგონია თვიტმფრინავით წინ და უკან კატაობა გეხალისებოდეს. სიმართლე ესაა: საზღვარგარეთ მუშაობ და ისე იგვარებ პრობლემებს საქართველოში. როგორ ფიქრობ ეს ნორმალურია? ჩემთვის არა dn ,
თქვენი აზროვნება მაგონებს ცხონებულ ნოდარ დუმბაძის სიტყვებს, ილიკო და ილარიონი რომ ეკითხებიან ზურიკელას: ქარი თუ ქროდა და ქვეყანა იქცეოდა, შენ რა გიხაროდა შე უბედუროო...ან იქნებ ზურიკელასავით აქ იპოვეთ ნამდვილი სიყვარული...ჰა...ისე ამ მხრივ ბევრი ეწია \"ბედს\", :side: , ამერიკელი შვილიკოებიც ყავთ...ჩემი პოზიცია ასეთია: მე ჩემ ქვეყანაში მინდა ქმარიც, შვილიც და სამსახურიც!!! =geo= =geo= =geo=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
barby wrote:
ციტატა:
მდაა...ეხლა გადავინაცვლოთ პოზიციონერებისაკენ, პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ჩემი ქართველები ხართ და მიყვარხართ!=sher= შემდეგ: აზრთა სხვადასხვაობით კი არ ვარ გაღიზიანებული (რა სისულელეა), უბრალოდ მართლა ღიმილის მომგვრელია თქვენი საუბარი. თიკეი ძვირფასო, სხაპასხუპით რომ ჩამომითვალე შენი დიპლომებისა და ჩინ-მედლების შესახებ, მაინტერესებს თუ იყენებ რამეში, თუ მამაპაპურად ბალიშისქვეშ ინახავ? ასეთი განათლების და სტაჟის მქონე ქალბატონი როგორ ფიქრობ, საკუთარ ქვეყანაში არ იმსახურებ შესაფერის ხელფასს ან პენსიას? თან ღმერთს მადლობას სწირავ \"ფართუკი\" რომ გიბოძა და შვილების მიხედვის საშუალება მოგცა, გამოდის რომ თუ არა ემიგრაციაში ყოფნა შვილები მშივრები, ტიტვლები და შენგან განსხვავებით უდიპლომოები დაგრჩებიან. მწარე სიმართლეა , მაგრამ ასეა!...ხოდააა...მეც ეგ მტკივა!
...დორადო საყვარელო, რატომ ხარ გამოკიდებული ჰაერში? არა მგონია თვიტმფრინავით წინ და უკან კატაობა გეხალისებოდეს. სიმართლე ესაა: საზღვარგარეთ მუშაობ და ისე იგვარებ პრობლემებს საქართველოში. როგორ ფიქრობ ეს ნორმალურია? ჩემთვის არა dn ,
თქვენი აზროვნება მაგონებს ცხონებულ ნოდარ დუმბაძის სიტყვებს, ილიკო და ილარიონი რომ ეკითხებიან ზურიკელას: ქარი თუ ქროდა და ქვეყანა იქცეოდა, შენ რა გიხაროდა შე უბედუროო...ან იქნებ ზურიკელასავით აქ იპოვეთ ნამდვილი სიყვარული...ჰა...ისე ამ მხრივ ბევრი ეწია \"ბედს\", :side: , ამერიკელი შვილიკოებიც ყავთ...ჩემი პოზიცია ასეთია: მე ჩემ ქვეყანაში მინდა ქმარიც, შვილიც და სამსახურიც!!! =geo= =geo= =geo=

შენ გენაცვალე ბიძია ბაბუა,კარმა ჩემგან

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Nov 2007
Posts8
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბარბის ერთი კარმაც ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
ქალბატონო ,,ბარბი\'\'!(ნიკიც კი ამ დროს ამერიკული წარმოშობის გაქვთ) არ დავიზარე და თავიდან ბოლომდე გადავხედე ამ თემაზე დაწერილ ყველა კომენტარს. არა, მეხსიერება დარწმუნებული ვარ არც მღალატობდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ გამნეორება ცოდნის დედააო, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თქვენი კომენტარის არაკორექტულობაში. რატომღაც ბრალი დამდეთ, რომ მე ყოველთვის არაადექვატურ შეფასებას ვუკეთებ თქვენს კომენტარებს,ხომ ვერ მიმინიშნებდით კონკრეტულად რომელ კომენტარზე გაგეცით პასუხი ერთის გარდა? არ გეკადრებათ მსგავსი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, არც ის ცინიზმია თქვენგან მისაღები რასაც ანთხევთ ამ საიტზე, ეხლა კი ვხვდები რატომ გაგიჭირდათ სამსახურის პოვნა. მეორე ის მინდა შეგახსენოთ , რომ თიკეის ერთი შვილი ყავს, შვილებზე მე ვსაუბრობდი, მესამე ის ,რომ თუ ჩემი დაოჯახების ,,სტაჟი\'\' გაინტერესებთ, 20 წელს ითვლის უკვე, ასე რომ როგორც ნახეთ არც ზურიკელასავით აქ არ მიპოვია გულის სწორი. ანდა რატომ გგონიათ ,რომ თუ ვინმე ნამდვილად აქ ეწია ბედნიერებას და ნამდვილი ქართული ოჯახი შექმნა (მე ბევრი ვიცი მსგავსი) ის თქვენი გასაქილიკებელია? არც მე ჩემს წინა კომენტარში სხვა არაფერი მითქვამს იმის გარდა , რომ თქვენ არანაირი უფლება არა გაქვთ გაკიცხოთ ვინმე,ასე აუგად არ უნდა მოიხსენიებდეთ ქართველ ქალებს, თქვენი თქმით პატივაყრილებს. ამას არა აქვს მნიშვნელობა ისინი რა რჯულის ხალხს ემსახურებიან, პირველ რიგში ყველა თავის ოჯახს ემსახურება. რაც შეეხება ,,შვილიკოებს\'\' მეც მყავს ამერიკელი ,,შვილიკო\'\' მერე.... ამით რისი თქმა გსურთ? ვენაცვალე ყველა იმ ქართველს თავის ტრადიციას , ჯიშს და მოდგმას რომ არ დაივიწყებს, აქაური ქართველები გმირები არიან, შეხედეთ ქართული ცეკვის ანსამბლს შექმნილს ამერიკაში, ბავშვები ყოველი გამოსვლით ცეცხლს ანთებენ სცენაზე, რა არის პატარა შვილიკოებში ცუდი? თუნდაც აქ იყვნენ დაბადებულნი? პირიქით ჩემი აზრით უნდა უხაროდეს ყველა ნორმალურ ქართველს ,რომ ნახულობენ აქაური ქართველი დედები იმის ძალას, აქაც ქართული სულისკვეთებით აღზარდონ შვილები. და ბოლოს ისევ დუმბაძის სიტყვებით მინდა გიპასუხოთ: ზემოთ ციტირებული გქონდათ ზურიკელას ლექსის შემდგომ ილიკო, ილარიონის დიალოგი, მე კი მინდა ფრაზა დაგიმთავროთ .თქვენი კომენტარები ცოტა ხმამაღლაა დაწერილი, ისე მაგას კი ეშველება ხმადაბლა წაიკითხავს კაცი მაგრამ , თქვენ.....

მე მგონი გასაგებია. თქვენგან განსხვავებით მე მსგავს კომენტარებზე სმაილიკები არ მჭირდება, თქვენი კომენტარები ისედაც სმაილიკებია თავიდან ბოლომდე.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 148 posts ] 
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა ! (ქართველ ემიგრანტებს)
დესპანი