↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Nov 2007
Posts8
კარმა50
OFFLINEPROFILE
***
როცა ხეები ხორბლის სიმსხოს მოისხავს მარცვლებს,
როცა დათბება, გაზაფხული მწვანე ფრთებს გაშლის,
როცა საღამო ენძელების სანთელს დაინთებს,
შენ მოდი მაშინ, გევედრები, შენ მოდი მაშინ...

მე ავმაღლდები, ჩამოგიკრეფ ვარსკვლავებს ციდან,
მე ავმღერდები, ლამაზ ცრემლებს ჩაგიფრენ თვალში,
მოგეფერები, მოგაწყურებ წყაროს წყალს წმინდას
ცრემლს და სიყვარულს ასე უფრო იწამებ მაშინ...

როცა დათბება, გაზაფხული მწვანე ფრთებს გაშლის,
შენ მოდი მაშინ, გევედრები, შენ მოდი მაშინ!

თენგიზ მორჩიაული

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined14 Jun 2007
Posts70
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყველა ხევსური და ყველა სვანი,,
ქართველი ქალი თვალებ მაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ, 
და ყოველ დილით ვხედავ ნიკალას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ДАЙ БОГ!
Дай бог слепцам глаза вернуть
и спины выпрямить горбатым.
Дай бог быть богом хоть чуть-чуть,
но быть нельзя чуть-чуть распятым.

Дай бог не вляпаться во власть
и не геройствовать подложно,
и быть богатым — но не красть,
конечно, если так возможно.

Дай бог быть тертым калачом,
не сожранным ничьею шайкой,
ни жертвой быть, ни палачом,
ни барином, ни попрошайкой.

Дай бог поменьше рваных ран,
когда идет большая драка.
Дай бог побольше разных стран,
не потеряв своей, однако.

Дай бог, чтобы твоя страна
тебя не пнула сапожищем.
Дай бог, чтобы твоя жена
тебя любила даже нищим.

Дай бог лжецам замкнуть уста,
глас божий слыша в детском крике.
Дай бог живым узреть Христа,
пусть не в мужском, так в женском лике.

Не крест — бескрестье мы несем,
а как сгибаемся убого.
Чтоб не извериться во всем,
Дай бог ну хоть немного Бога!

Дай бог всего, всего, всего
и сразу всем — чтоб не обидно...
Дай бог всего, но лишь того,
за что потом не станет стыдно.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
კონსტანტინე გამსახურდია
ძაბული

მე სათუთი ვარ,
როგორც ქორფა ყვავილი ვაშლის,
ჩუმი და სათნო,
ვით ქურციკი ორიოდ კვირის,
ჩემს ნაზ ოცნებას
ერიდება ფრთებისა გაშლის,
და ჩემს ნაზ სულში
ცეცხლი ღვივის და ცეცხლი სტირის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
კონსტანტინე გამსახურდია
* * *

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

გალაკტიონ ტაბიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
გალაკტიონ ტაბიძე
* * *

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
მიწად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
დარიანული

დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის
ტარებით,
ბევრი ცრემლი
დამეხარჯა
ერთი ღამის
ნეტარებით.
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
ტარებით.
მე ლოყაზე
დამრჩა
ფარჩა
ცხელი ტუჩის
მოკარებით.
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
ტარებით,
ჩემს დამტანჯველს
ღმერთი
დასჯის
ქაჯად
გადაგვარებით.

პაოლო იაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
მგონი

ვაიმე!-მგონი მიყვარხარ,
მგონი ღვთის ცრემლი მასველებს...
მგონი ზეცაში მიმყავხარ,-
მიწაზე ვინ მოგვასვენებს.
ვაიმე!-ბაგეს გიკოცნი,
შენც ჩემზე გული შეგტკივა...
ღმერთო,რა დიდი სიცოცხლით
რა დიდ სიკვდილში შევდივარ...

მურმან ლებანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
წავა წამი...თან სიცოცხლის ნაწილაკიც წაუღია!
ამიტომაც ამ ცხოვრების მიზნად წინსვლა გაიხადე,
და ეძიე,ვიდრე შენთვის სიკვდილს ხელი ჩაუვლია;
დამნაშავე შენ არა ხარ იმაში,რომ დაიბადე,
მაგრამ ფუჭად თუ იცხოვრე-შენი დანაშაულია!

მირზა შაფი
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
მივდივარ,
რადგან
კვლავაც მინდა,რომ ვიყოთ ერთად.
გშორდები,
რადგან
მომენატრა შეხვედრა შენთან.

მ. მაჭავარიანისურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts850
კარმა51
OFFLINEPROFILE
მითხარი, ცაო, მითხარ, ზღვაო, მითხარით, ძმებო;
მითხარ, არწივო, მითხარ, მუხავ, მითხარი, შურთხო:
რაა საჭირო, _ რა გზა უნდა გამოიძებნოს,
რომ საქართველომ თავისუფლად ამოისუნთქოს!

მის გულში გადის სამყაროსი უდრეკი ღერძი.
ის არასოდეს არ იკადრებს, რაც არ ეგების.
მას ალაზანი სახრესავით უჭირავს ხელში
და კავკასიონს აქლემივით მიერეკების.
მუხრან მაჭავარიანი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts850
კარმა51
OFFLINEPROFILE
ცად მიმოქრიან მერცხალნი შავნი.
ქუჩაში ბიჭი ყვავილებს ყიდის.
არ იქნებოდა შესანიშნავი, _
იყო შენ ჩიტი?!
ვიყო მე ჩიტი?!

ჩიტნი რომ ვიყოთ, იქ წაგიყვანდი,
სადაც, ვით კაცი, ვიყავი უწინ;
გულს ვიჯერებდით მაშინ, გიყვარდეს,
ქსენიას ბჟოლით...
ვალიკოს ყურძნით...

ჩიტნი რომ ვიყოთ (ვაგლახ! _ კაცნი ვართ!),
არ იარსებებს ჩვენთვის მიჯნები;
შევეგებებით მღვრიე განთიადს,
ქვებს დაგვიშენენ
სოფლის ბიჭები.

ტირიფის ტოტზე გავძღებით ძილით, _
კმაყოფილები მაყვლით, კუნელით...
დე, ნუმც შენიშნონ ფრინველი წყვილი, _
ისე გავიდნენ
საუკუნენი.
მუხრან მაჭავარიანი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts850
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე მიყვარს
მუხრან მაჭავარიანი

მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო,
იმ დროს,
როდესაც
დედაქალაქს
დაიპყრობს ძილი...
მიყვარს,
მიყვარს
და...
არ ვიცი რატომ!
(მიზეზის პოვნას
არცთუ ისე ძალიან ვცდილობ).

დავდივარ.
მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ...
იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი.
და...
ვიცი:
ვივლი,
ვივლი,
ვივლი,
ვივლი
და...
ბოლოს
სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით.

აუცილებლად,
უსათუოდ
მოხდება ასე!
მაგრამ მე მაინც
გმადლობ, დედა,
დედაო, გმადლობ!
ვხედავ ქვეყანას —
სინათლით სავსეს...
დავდივარ,
ვღელავ,
მიყვარს,
მაწვიმს,
ვიცინი,
მათოვს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined24 Oct 2007
Posts19
კარმა50
OFFLINEPROFILE
ზოგს წარმოშობა, ზოგს სიმდიდრე ეამაყება,
ზოგს მოსასხამი მოხატული ოქროსფერებით,
ზოგიც ამაყობს თუკი მკლავში ძალა დაჰყვება,
ზოგს ბედაური ან მწევარი ესახელება.
ყველას თავისი გასართობი მოუნახია,
ყველას თავისი მიზანი აქვს დასაფიცარი,
მე კი ამ ქვეყნად საფიცარი სხვა რამ მგონია,
ბედნიერება უმაღლესი გამოვიცანი.
მე შენი ტრფობა მირჩევნია ყველა წოდებას,
მათხოვარია ჩემთვის მეფეც თავის განძებით,
მწევრით გართული მონადირეც შემცოდებია,
გზააბნეული შენი ტრფიობით დავიქანცები,
შენს შეგიძლია გულს ისარი არ ამარიდო,
გრძნობა წამართვა და ერთ წუთში გამაღარიბო!..
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი