↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბალბა

ბებიაჩემი მე მაგონებს ბერნარდა ალბას,
ოდესღაც ნაზი გაამკაცრა ცხოვრებამ ალბათ,
სულ ზუსტად იცის რა უნდა ქნას ნამდვილმა ქალმა..
ეეჰ, გული...გული დაიღალა,მაგრამ არ დალბა!
და აივანზე თავს იგიჟებს წითელი ბალბა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბალადა გულზე

იმისდამიხედვით სად ვარ, რა მაცვია_
ზოგჯერ ვიღიმები. მე დრომ გამაცია.
დღესაც ზუსტად მახსოვს შენ რაც გეშლებოდა,
გულს კი დაავიწყდა, გული ზარმაცია...
გულსა რა შეუძლია?!_შტერი ლამაზია!
ლექსიც ამაზეა,
რომ მე დავსაჯე და დავითხოვე გული...
შენი ცხოვრება კი იმ ჩემს გულზე იყო
და-მო-კი-დე-ბუ-ლი.
იმისდამიხედვით სად ვარ, რა მაცვია_
ზოგჯერ ვიღიმები.მე დრომ გამაცია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ცოტას ახსოვს საქართველო,
შოთა, დიდი ილია,
მავანთ დღეს
სხვა ფიქრები აქვთ,
სავარძლებზე რიგია..
ძიძგილობენ,არ ვუჯერებ
თვალებს ფართოდ გახელილს,
სავარძლებში ეფლობიან
საქართველოს სახელით.
და მავანნი საქმიანად
მოდიან და მიდიან
ღმერთო ჩემო,საქართველოს
სავარძლებზე ჰყიდიან.
ვაი, ჩემო საფიცარო,
დაგიკარგავს მთავარი-
შვილთა შენთა სამსახური
ერთგული და ალალი.
შენს სისხლიან ისტორიას
სინანულიდ გავყურებ
და ვიგონებ უანგარო,
უსავარძლო მსახურებს
ბერ თევდორეს, არაგველებს,
ცოტნეს ,სულმნათ
დიდგორელთ
მათი მადლით
დღემდე რომ ხარ,
რომ აგრძელებ სიცოცხლეს..
მითხარ, ჩემო საფიცარო,
რას გიქადის კვლავ გული,
გეყოლება კიდევ ნაღდი,
უსავარძლო მსახური?!

ლ. ბარათაშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
მთვარე აგორდა,აიჭრა ზეცით,
ვეებერთელა მთებს შორის გაწვა,
იქაც ვერ ჰპოვა ბედნიერება,
ამოეფარა ღრუბელთა კალთას.
ხანაც გამოჩნდა,ხან მიიმალა
ცის ჰორიზონტი გახუნდა გაქრა,
მთვარეულივით დაგორავს მთვარე,
სულის საყდარი ვერ ჰპოვა მთვრალმა.
კვლავ წინ მიიწევს შორს მიდის სადღაც,
ცის ჰორიზონტსაც მიაგნო მაგრამ...
ბედნიერების ექსტაზთან ერთად
ეული მთვარე დადანა და გაქრა...
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
***
დარდი მტანჯავს რის?!
_წვიმაა და ცრის...
წლების ცაზე წვიმის მეტი მე რამქონია!
დარდი მტანჯავს რის?!
_ქარია და ქრის..
ლურჯ ლარნაკში ვარდებს აჭკნობს მელანქოლია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ,
იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი,
არაერთს ისე მოეღო ბოლო,
თვალიც ვერ მოკრა გაჩენილს მისთვის.
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ,
სად არის იგი ეს ღმერტმა იცის,
იმ ერთის ხილვის,იმ ერთის პოვნის
ათასშ ერთი გამხდარა ღირსი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
შემოდგომა თეთრ ხიდზე

ვერხვის ფოთლები ირწეოდნენ კრძალვით თეთრ ხიდთან,
თავს იწონებდნენ შემოდგომის ჭრწლი კაბებით,
მერე ფეხის ხმა ააყოლეს მუსიკის რიტმას,
ვერც კი სშევნიშნე ხიდის ბოლოს როგორ გავედი.
ქარი წარსულის მოგონებებს წერდა ქვიშაზე,
ქვიშამ კი თეთრ ქვებს მიაბარა მთელი სინაზე,
თითქოს არ სურდა ქვას ენახა მემუარები,
სწრაფად წაშალა მოგონება ქვიდან წვალებით.
ფოთოლი მოწყდა და ზეცისკენ წაიღო ქარმა,
მერე ნარნარით მიწისაკენ დაეშვა დაბლა,
ნატიფი ხელით მიეფერა მიწას და ბალახს,
მაგრამ მდინარის კალაპოტს კი ვერაფრით დასწვდა.
ზეცამ დანამა მწვალე ფოთლის დღეს თვალთა უპე,
ციცქნა ნავივით გაიტაცა დინებამ უცებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
სიცოცხლის გარეთ

ვიცი არასდროს გაგახსენდები,
ეხლა ძნელია ცდა და ლოდინი,
იქნება შეცდა თავად პეტეფიც,
ო, გამიშალეტ მიწის ლოგინი.

ივნისის ცხელი ქარები ქრიან,
დავალ საკუთარ თავის მოზარედ
და თუ ამასაც სიცოცხლე ჰქვია,
მაშინ გავდივარ სიცოცხლის გარეთ!!!

მიხეილ ღანიშაშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
დღეს შენზე ფიქრში დავღალე მუზა,
ოლიმპოს მთაზე გავშალე სუფრა,
ათენას გვერდით იდგა აპოლო,
რას აკეთებდნენ... არ მომაყოლო.

დღეს ვესაუბზე შემოჭრილ მზის სხივს,
რომ შეგიხედავს, გავიგე, სხვისთვის,
ხომ წამოგარტყა იმ სხივმა თავში?
არ აგერევი მეორედ სხვაში.

მარტო ვიყავით დღეს მე და მუზა,
ერთად გავშალეთ მტკვრის პირას სუფრა,
და შენს თვალებზე ვუამბეთ მთვარეს,
არ დაგვიჯერა უგონოდ მთვრალებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
მერე რა მოხდა თუ არავარ მიქელანჯელო?!
რომ წუთისოფლის სინამდვილე ფრესკას ვერ ვანდე,
თუ ვერ მოვხატე სალოცავი,გუმბათი საყდრის-
მე გრძნობის ფუნჯით ეგ სახება ჩემს გულში ვხატე.
მერე რა მოხდა თუ კალამი ოქროსი არ მაქვს?!
თუ შექსპირივით ვერ ვუმღერი გრძნობას დაგული,
გრძნობით ვთქვა სიტყვა-ნუთუ ამის უფლება
არ მაქვს?
ახლა ერთია ჩემში უკვე გრძნობა და გული.
მერე რა მოხდა თუ არავარ მოცარტი,ბახი?
მე შემიძლია ავამღერო გულის სიმები,
მხოლოდ მიამბე სევდიანი დღეს მაინც რად ხარ,
და გაბუტული ტირიფივით რად იმზირები?!
სრულყოფილება შენში არის,შენ ცოცხლობ მასში,
სიტყვები სწრაფად გაიფანტნენ უეცრად ქარში,
საათში წუთებს ვითვლი,მერე წუთებს ვთვლი წამში,
ჟინმორეული გრძნობას ვეძებ იდუმალ ქალში.
მერე რა მოხდა ,თუ არა ვარ მიქელანჯელო?!
მერე რა მოხდა,თუ არა ვარ მოცარტი, ბახი?!
და მაინც-
ჟინით ვეძებ პასუხს იდუმალ ქალში!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ციდან ჩამოხტა თოვლის ფანტელი

ლოყაზე მაკოცა და გაქრა,

ბიჭი ყოფილიყო, ვა ნა ნე ბდი....

თოვლის ფიფქია და რა ვქნა???
:)


_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
მიყვარს ქარის ჩამი-ჩუმი ღამით,
მიყვარს,როგორ დანარნარებს ,ბორგავს,
ჩურჩულს აწნის ბროლის მთვარეს და შორს
გადალახავს ოცნებათა გორაკს.

მიყვარს ქარის ჩამი-ჩუმი,როცა
ვარსკვლავები სარეცელზე სთვლემენ,
ქარი დანარნარებს,ჩუმად ოზრავს,
დაღლილ წუთებს აღარ უნდა მოცდა.

მიყვარს ქარის ჩამი-ჩუმი ღამით,
როცა თრთი და შველას ჩემგან ითხოვ,
ნება დამრთე დაგამშვიდო წამით,
ნება დამრთე გინაწილო სითბო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
ენძელები,
მიმოზები,
ვარდები,
ვერ გავიგე მაინც რას მემართლები?1
ია-ია,
ყოჩივარდა,
კალები,
ნუთუ ქვეყნად დაილია ქალები?!
მიხაკები,
ნარგიზი და
ყაყაჩო,
შენთან ყოფნას მარტოობა მართლაც სჯობს...
მაგნოლია,
ტიტები და
ვერხვები,
ნეტავ რატო გაშლევინო ნერვები?!

ეს ისე,მომიშალე თუ გინდა =hahaa= =mq =love=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ცეცხლს იკიდებს ზეცის კიდე,
გელის ბედთან შერკინება,
შენ რომ რამე მოგივიდეს,
გული მართლა მეტკინება.
ოქროგულა ვის რას უშლი,
ღვტის გულისთქმას ჰფენ მთა-ბარად,
სულს ლევ ქვეყნის სიყვარულში,
სხვა რა უნდა დაგდონ ბრალად!
არ გჩვევია დიდუ ვიში
გული მზისებრ აგნთებია..
არ ცოცხლობენ სიძულვივში,
სიყვარულში არ კვდებიან!
მტრის შხამს კიდევ ბევრჯერ შესვამ
უღმერტოთა ნუ გწყინს წიხლი,
ურევია სისხლსა შენსა
მზის წვეთები უფლის სისხლის!
ეშმა უდებს კვლავაც კონტაქტს
სისხლისმწოველ კაც ვამპირებს...
საქართველოს გულის კორტნა
კიდევ ბებრჯერ აგატირებს.
დაჯაბნიან ქართველები,
რომ ფარ-ხმალი დაყრილია..
შენისთანა ქართველები
საზრიანთა საყვირია!
ვინც რომ სული ალერწამა,
ფრთა შეახო ცათა კბოდეს...
თუკი სული არ ეწამა
გულს ვერ იგრძნობ ვერასოდეს!
ხმალს აელვებ ზოგჯერ მარტო,-
დღენი ჰქუხან კორიდებად...
შენ რომ რამე დაგემართოს,
გული მართლა მომიკვდება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ბავშვობაში ჭაში ჩაგიხედია?
მეც, თვალებში, მოდი, ისე ჩამხედე..
მოწყვეტილი ვარდის კოცნა გაგიბედია?
ჰოდა, მოდი, გაბედე...
შენ რომ მოხვალ,ალბათ ყველა გაიგებს,
მალე მოდი, მოშრიალდი თეთრებში...
კაბაზე ხომ ყვავილებსაც დაიბნევ?
ერთ ყვავილად ,ალბათ, მეც ჩაგეთვლები.
მოდი ჩემთან,მალე მოდი,მოდი და,
საქართველოს ერთი ღამეც მოვაკლოთ...
სიყვარულით, ხედავ მტკვარიც მოდიდდა,
ამბავს ჰყვება მეათასედ მონაყოლს.
ბავშვობაში ჭაში ჩაგიხედია?
მეც, თვალებში,მოდი ისე ჩამხედე..
მოწყვეტილი ვარდის კოცნა გაგიბედია?
ჰოდა, მოდი ,გაბედე...

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი