შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
სიზმარში ვნახე სააკაძე - შავნაბადაზე ასულიყო, მუხლი მოედრიკა მაცხოვრისთვის, ლოცვად მამულისთვის დამდგარიყო. დღე იდგა ბნელი, სუსხიანი, მზე სანთელივით ჩამქრალიყო, ტაძართან იწვა თეთრი ბიჭი, ძერათა ლუკმა გამხდარიყო. მინდორში იდგა ღვთისმშობელი, სიმწრისგან ცრემლად დაღვრილიყო, პაატას თმები ნახანჯლარი, ნაავდრალ ცაზე გაშლილიყო... მდინარეს ხრამი ამოევსო, ლურჯი გზაწვრილი ჩაშლილიყო, მთის წვერზე მგზავრი გაჰკიოდა, - ომი სამარცხვინო ამტყდარიყო! ბაზალეთს ეცვა შავი კაბა, ქართველთა ხიდი ჩამტყდარიყო, ვაი, დიდგორი და ბასიანი მტრის საამებლად წამხდარიყო... წმინდა გიორგი თეთრი ცხენით ძმებს შორის კედლად ჩამდგარიყო, ყველა ქვა-ლოდი და საფიცარი - ყველა ერთიანად დამტყდარიყო! შავნაბადაზე შავი რაშის პატრონი სადღაც გამქრალიყო... გიორგის ხმალი აელესა, თბილისის კართან შემდგარიყო, დედა საქართველოს იფიცებდა! დედა სამშობლოსთვის დამწვარიყო! . . . . . . . . . .
თავზარდაცემულმა გავიღვიძე, ხორცი ტკივლისგან მენგრეოდა, თითქოს შავნაბადას ფერდობიდან, ისევ ბაზალეთი თენდებოდა...
.............. გულისა ცემით და შარაგზით გაბეზრებულნი მეოცნებენი, მელექსენი, გიჟთა კრებული! ყველა ვისაც კი ქარიანი ცეცხლი ეკიდა. მე ვწყევლი, ვწყევლი ვინც სიყვარულს მიმცა შეგირდად... გესმის გრიალი? გული გასკდა განა კვირტები! ნუ დამპირდები, ნუ, გაზაფხულს ნუ დამპირდები...
ლამაზ ქალს ლამაზი აზრის ტარება აქცევს ღმერთადა,- შენი ნათქვამის ქართულით მაამე მეტისმეტადა! ნეტავ, სულ ეგრე გაუბნა, როცა ვიქნებით ერთადა: მოკლულს, ბნელს გულსა ნათელი თავს დაადგება სვეტადა. ვცოცხლდები, აწმყოს ბეჩავსა მე ვცნობ მომავლის ბედადა, ხელში ავიღებ ჩონგურსა ლექსების დასაბღერტადა.- ვლოცულობ ნამდვილ ქართველს ქალს ცა-ხმელთ მფლობელთან ერთადა....
ქალი სიპ ქვაზე დაგასახლებს ნათქვამი არის ქალი უდაბნოს გადაფარავს ხეხილით, ზვარით ქალი სინაზით, სათნოებით გაალღობს რკინას, ქალი თავისი ქალურობით ოდითგან ბრწყინავს.
თუ ქალს უყვარხარ, არის თურმე ღმერთის წყალობა, განა ყველა ქალს შეუძლია კაი ქალობა? ქალი სწორ გზაზე დააყენებს გზიდან აცდენილს ქალი იწვება სიკეთისთვის, როგორც სანთელი.
ქალი მამაკაცს უტოლდება ჭირთათმენაში ქალი სიტურფეს ნარჩუნებს ფოთოლცვენაში, ქალი? ქალობა ნუ გგონიათ იყოს ადვილი ყველაზე წმინდა ქვეყნად არის დედის მანდილი.
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე... სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება უსიყვარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. მაგრამ სულ სხვაა სიყვარული, უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის, ხშირად პირველს სჯობს. იგი არ უხმობს ქარიშხლიან, უმიზნო ვნებებს... არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს... და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი... ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს... სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება... და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს... და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი... ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ... და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება... თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს, იცი რად? მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე ხმაურობს. ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი და წკირად მასზე ზვირთი დადის და მოგზაურობს. მიიმღერა, მოიმღერა აქ ხვითომ... აფხაზეთის წვიმა მიყვარს ამიტომ... წვიმა მოდის, კოკის პირით იღვრება, ხმა შრიალებს დაფნისა და ლიანის, და ღრუბლიდან ეშხით გადმოიხრება მოგონება სიყვარულის მზიანის. მიიმღერა, მოიმღერა აქ ხვითომ... აფხაზეთის წვიმა მიყვარს ამიტომ... ო, შუშხუნებს ახალგაზრდა მაჭარი. ის ხმაურობს, ის განიცდის თავის დროს, გამოვიდეს რომელიმე ვაჭარი და ამ წვიმის პოეზია უარყოს! მიიმღერა, მოიმღერა აქ ხვითომ... აფხაზეთის წვიმა მიყვარს ამიტომ...
რად მინდა იგი, ჩემო პირიმზე, ჩემის ჰანგით თუ ვერ დაგაღონებ? რად მინდა ქნარი, თუ იმის ხმაში სამოთხის ჰანგებს ვერ გაგაგონებ? ან რად მიტაცებს კარგი ოცნება და გულს ალერსის წყურვილით ავსებს? თუ ეს ოცნება დაუღალავი შენც ჩემთან ერთად ვერ გაგიტაცებს? გული სავსეა წყნარი სიმღერით, სულში ვარსკვლავი ბედის გაბრწყინდა, ვმღერი, ვით არვის არ უმღერია, წყურვილსაც მოვკლავ... მაგრამ რად მინდა?
მიყვარს-თქო,-კი არ წამომცდა, ვთქვი,გულახდილად ვთქვი. გაკვირდნენ, გაკრთნენ, გაოცდნენ: -გიყვასსო?ჰი,ჰი,ჰი!!! რაღა დროს სიყვარულია შენიო?!-პირში მითხრეს. წაველ და... როგორ დაღამდა არ გამიგია იმ დღეს...