↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
გთხოვ არ გაიგოთ სხვანაირ სახით
ეს გახუმრება და ეს ბარათი,
მე მინდა შენს გულში დავიდგა სახლი
და მთაწმინდაზე დავრჩე მარადის.

რომ შთაგონებით მთვრალი და ხელი,
ვმღეროდე შენი ტრფობის თილისმით,
შენ მოიღერო ჯეირნის ყელი
და გიყურებდეს მთელი თბილისი.

ლადო ასათიანი.მცირედი შესწორებები შეტანილია ჩემს მიერ სოფოს მისამართით :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
მაინც მიყვარხარ!
ამომაგლიჯე გული მკერდიდან,
მოდი თამამად!
მომსკდარი სისხლით ჭიქა შეივსე,
დღეს ხარ თამადა.
სულ ამომიშრე თვალებში ცრემლი,
მშრალად ვიტირებ,
და როცა სუნთქვა შემიჩერდება,
ბევრი იცინე.
ნუ დაინახავ ჩემს ნამდვილ სახეს,
რა გინდა ნეტავ?
მე შენთვის ისევ ნიღაბს მოვირგებ,
როგორსაც მხედავ.
ცხელი და მჭრელი სიტყვების მწიდი,
ჩემში ჩაცალე,და თუ არ მეყო,
მეხსიერებც სულ წამიშალე,
სულში მაფურთხე,ნუ გერიდება
არ არის ძნელი,
შენი სამოთხე მე მეხატება
კუპრივით ბნელი,
ოღონდ იცოდე,როდესაც მოხვალ ჩემს მოსაკლავად
მე არ მოვუხმობ მფარველ ანგელოზს
ჩემს დასაცავად.
სულ ერტი მზერით,უცებ შეგიცნობ
ვიგრძნობ ვინცა ხარ,
და მერე გეტყვი ამ ორ სიტყვას,
\"მაინც მიყვარხარ\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ვისი გრძნობების დავიჯერო,
ამის თუ იმის?
გავფერმკრთალდები ღრუბელივით,
წვეთივით წვიმის.....
ახლა ბუნების მწვანე ფონი
ჩემს სევდას არღვევს,
ხეთა ჩეროში შევერწყმები ფოთლების ძარღვებს....
ვის დავუჯერო,რომ ვუყვარვარ
ამას თუ იმას?
ამდენი სითბო,გასაცემი,
გულით რომ დამაქვს
ვის ვუწილადო,ვის მივანდო,არ ვიცი არა,
ბუნებას ვმადლობ,ფოთლის ძარღვებს რომ მიმაბარა,
ვისი გრძნობების დავიჯერო,მითხარი ჩქარა...............

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ninikara wrote:
ციტატა:
მაინც მიყვარხარ!
ამომაგლიჯე გული მკერდიდან,
მოდი თამამად!
მომსკდარი სისხლით ჭიქა შეივსე,
დღეს ხარ თამადა.
სულ ამომიშრე თვალებში ცრემლი,
მშრალად ვიტირებ,
და როცა სუნთქვა შემიჩერდება,
ბევრი იცინე.
ნუ დაინახავ ჩემს ნამდვილ სახეს,
რა გინდა ნეტავ?
მე შენთვის ისევ ნიღაბს მოვირგებ,
როგორსაც მხედავ.
ცხელი და მჭრელი სიტყვების მწიდი,
ჩემში ჩაცალე,და თუ არ მეყო,
მეხსიერებც სულ წამიშალე,
სულში მაფურთხე,ნუ გერიდება
არ არის ძნელი,
შენი სამოთხე მე მეხატება
კუპრივით ბნელი,
ოღონდ იცოდე,როდესაც მოხვალ ჩემს მოსაკლავად
მე არ მოვუხმობ მფარველ ანგელოზს
ჩემს დასაცავად.
სულ ერტი მზერით,უცებ შეგიცნობ
ვიგრძნობ ვინცა ხარ,
და მერე გეტყვი ამ ორ სიტყვას,
\"მაინც მიყვარხარ\"

შემაჟრჟოლა მართლა ოღონდ.
P.S. შენ თუ ეს ვინმეს მისამართით მიწერე და იმას არ უყვარხარ მე მოვკლავ იმას =dk=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ქალი იმისია ხელზე აგოგმანო,
ლექსით გააბრუო,
ქარით მოიტაცო,
ქალი იმისია ხვეწნით გააშმაგო,
მხარზე შეისავა და
მთვარეს მოაფარო...
არ გამოგყვება?
კაცი იმისიხარ
თავი მოიკლა და
მაინც შეაყვარო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
დალოცვილ მიწაზე შენც გაიარე,მეც გამატარე,
გაკვალულ ბილიკს ნეტავ რისთვის ანაგვიანებ?
რით ვერ დაწყნარდი სხვას რად უჩენ გულში იარებს?
გვწამდეს,გ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
დალოცვილ მიწაზე შენც გაიარე,მეც გამატარე,
გაკვალულ ბილიკს ნეტავ რისთვის ანაგვიანებ?
რით ვერ დაწყნარდი სხვას რად უჩენ გულში იარებს?
გვწამდეს,გვიყვარდეს,გავუფრთხილდეთ ადამიანებს.
ცუდს კარგისაგან თუ ვერ არჩევ თუ ვერ ანსხვავებ,
სთქვი რისთვის ცხოვრობ ,რას აკეთებ ამ ქვეყანაზე,
დრო სწრაფად გარბის,სიკეთე ჰქენ ნუ აგვიანებ,
ყველგან ყოველთვის გავუფრთხილდეთ ადამიანებს.
შური, სიხარბე,გულგრილობა,კაცთა ხვედრია,
უხეში სიტყვა როგორც ტყვია გულს აზიანებს,
გვწამდეს,გვიყვარდეს გავუფრთხილდეთ ადამიანებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
ქალი იმისია ხელზე აგოგმანო,
ლექსით გააბრუო,
ქარით მოიტაცო,
ქალი იმისია ხვეწნით გააშმაგო,
მხარზე შეისავა და
მთვარეს მოაფარო...
არ გამოგყვება?
კაცი იმისიხარ
თავი მოიკლა და
მაინც შეაყვარო.

გეთანხმები ისე როგორც არსდროს დავთანხმებივარ არავის :) ზუსტად მაგას ვცდილობდი და შევიყვარე კიდეც. მაგრამ ამ რეზერვისტებში ვერ გამიგეს და შრამის გამო არ დამიშვეს მაგათიიიიი..........

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
მზე გადაიხარა...
მოშუღართა იქნება შერიგება,
შურისგების
არც ერთი მისხალი,
სისხლის არიდება!
ჩადგება ქარიშხალი
დარჩება...
მხოლოდ გარინდება.
ყოველი საწყისი სასრულს შაბარდება
შეწყდება სიკვდილი,
შეწყდება დაბადება,
ცდომილთა დუნე სიარული,
ყოველივე,
სიბრძნეც კი განქარდება
დარჩება...
მხოლოდ სიყვარული.
აღარც აქა და აღარც იქა,
არც საიქიოს,არც სააქაოს...
და რომ განმართლდეს
ძველი იგავი
ან ნურსად იქნები,
ან ყველგან იყავი.

მერაბ კოსტავა
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
დღეს უშენობა მე ისე მიჭირს,
რომ,მოგონებავ,შენთან მოვედი.
შენ ჩემი ვეღარ იქნები,ვიცი,
მარგამ ჩემი ხარ, კარგო,ყოველთვის.
კვლავ ძველებური წყობილი სტროფით
უნდა გავიხსნა ძველი იარა,
მე შენს სიყვარულს დროიდან დროში
თან დავატარებ,როგორც იარაღს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
რა უსიტყვო ნაღველს მალავს
სული, ჩემი მეუფე,
სულსაც აწვიმს,როგორც ქალაქს,
ანდა მის გარეუბნებს.
აწვიმს მიწას და სახურავს
და შრიალით ავივსე,
სევდა სულში ჩასახული
უკრავს წვიმის კლავიშზე.
ცხოვრობს სულით ეს ობლობა
ჩუმი წვიმის მეზობლად,
სულში ჩაჯდა, ვით ობობა,
სევდის უმიზეზობა.
და მით უფრო არის მძაფრი
უმიზეზო ნაღველი,
არსაიდან,რომ არაფრით
არის ნაკარნახევი.

პოლ ვერლენი =tavfx=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
საუკუნეთა ქედებზე ნისლის
ძირს დაწყობილი ფრთები ისვენებს,
და მეყინება ძარღვებში სისხლი,
როცა გიგონებ...
როცა გიხსენებ...
ისე ამოდის სულში შატბერდი,
ვით მზე
თვალთათვის უკვე ჩასული.
უკუღმა მდგარი ვარსკვლავი ბედის
და სატევარი
გულში ჩასმული...
ვერ შევძელი და ვერ დაგიხსენი,
ახლა ვბღავივარ,
როცა გიხსენებ...

=aa=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,
ახლაც მინათებს შენი მშვენება,
შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს
არ უწერია გადაშენება.
შენც ცოცხალიხარ შენი მგოსნებიც,
და გაჟრჟოლება მათი გულისა,
თავშესაფარი რამდენ ოცნების,
იყავ ბანაკი გაზაფხულისა.
შენს სილამაზის იქით ბნელდება,
დაიხურება ცისკრის კარები,
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად,
მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.
ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,
ათას წლებს გასძლებს შენი მშვენება,
შენ სილამაზის ნაზო გრიგალო,
შენგან არასდროს მომესვენება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
წმინდა ტაძართან ხელებგაწვდილი
იდგა გლახაკი საცოდავ სახით;
გაფითრებული,ღონემიხდილი
ტანჯვით,შიმშილით და სივაგლახით.
ის პურის ნატეხს ითხოვდა მხოლოდ,
ეხატებოდა თვალებში გლოვა,
და პურის ნაცვლად ვითაცამ ბოლოს
მას გაწვდილ ხელში ქვა შეატოვა,
მეც ხომ ასევე ცრემლების ღვრითა
სიყვარულს გთხოვდი დამწუხრებული;
მაგრამ ასევე გრძნობები წმინდა
მე დამრჩა შენგან მოტყუებული!

ლერმონტოვი
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
\"ისევ შეგხვდი..
ჩემი თვალები გახდნენ მშვენიერნი,
რადგან ჩემს თვალებში შენი სახის ჩანდა ანარეკლი...\"


_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი