↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * * *

გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი ,ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...

აღმართ და აღმართ ასვლის სიმწარე
დაღმართმა ვეღარ გადაიავდრა...
მასთან შეხვედრა ალბათ ვიჩქარე
აი შენთან კი...დამაგვიანდა.

გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი ,ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძ ა ლ ი ა ნ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
\"დააბნელეთ სამყარო, მე მის თვალებში ვპოვე ქვეყნიერება\"

სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * *

ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

ტერენტი გრანელი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined04 Dec 2006
Posts38
კარმა50
OFFLINEPROFILE
წუხელი ღამით…

წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა
და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა:
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი,
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს.

წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.

ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined04 Dec 2006
Posts38
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყივჩაღის პაემანი
...ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა...

მ უ ხ რ ა ნ ე ლ ი
ყურღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაყად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები...

მოდი! გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined04 Dec 2006
Posts38
კარმა50
OFFLINEPROFILE
ხეებზე წარწერილი ლექსები

*

მთელ ცხოვრებას შენზე ფიქრით გავივლი,
უშენობას გული ვერ შეეთვისა,
ნუშის წვერში რომ იფეთქებს ყვავილი,
იქ მაქვს გული შენახული შენთვისა.

*

შენ სუმბული ხარ, ნაზი რტოვანი,
შენ, ვით მაისმა, შემომისწარი,
შენი სიწმინდის შუქის თოვანი
გულში ბრწყინვალებს, როგორც ცისკარი.

სად არი ტილო ან მარმარილო,
ბრინჯაო, რვალი, ქვა და ქაღალდი,
რომ დაიტიოს შენზედ ოცნება,
ჩემი მდუღარე სულის ღაღადი?!

*

მოგუბდა ლექსი შენს სიყვარულზე
და ლამის ყელში გადაილეწოს.
ერთხელ დახარე ჩემკენ წამწამი,
რომ ჩემმა ჩანგმა შენზედ ილოცოს...

*

სატრფოვ, გაფანტე ფიქრები,
ეჭვიანობის არაკი,
სულ მუდამ ერთად ვიქნებით,
როგორც მტკვარი და არაგვი!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined04 Dec 2006
Posts38
კარმა50
OFFLINEPROFILE
სული ობოლი

ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ იტყვის თავის უთვისტომობას, -
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი:
ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,
ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული
მარად ითმენს უნუგეშობას კრული!

არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;
ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,
ვის აუწყოს დაფარული მან ნდობა,
ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!

ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ხეივანი აბა როგორ დამღლიდა,
აქ შენს სახელს ჩურჩულებდა ყველა ხე,
ისე როგორ წავიდოდი აქედან,
რომ შორიდან მაინც არ დამენახე.
ალუბლების დრო იდგა მარადის,
დაგეძებდი ყოველ დილა ადრიან,
მე მგონია მოხვალ და გამოღიმებ,
ყველაგან შენი თვალთა ლაჟვარდებია.
მოიფიქრე, თორემ გული გაცივდა,
შენს ლოდინში ბევრი ცრემლიც დამცვივდა.
შენზე და ვარ მწარე ფიქრთა მთოველი,
მომენატრე, შენთან მიტომ მოვედი.
=mq =mq

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
აქვს ფანტაზია ბავშვის ცაში დაეძებს სოროს,
სამ სართულიან სახლში მეცხრე სართულზე ცხოვრობს.



რწყავენ პალმებს და კაკტუსებს,
მშვიდად ცხოვრობენ ასე.
ზოგი მეშვიდე სართულზე,
ზოგი მეშვიდე ცაზე.

ვახტანგ ჯავახაძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
დილა მშვიდობისა დესპანელებოოოო!!!!

(აბა გაიღიმე, ხო, ხო გაიღიმე...
აი ასეეე..იცი ეგ ღიმილი როგორ გიხდება?!
ძალიან - ძალიან..არასოდეს მოიცილო სახიდან)

ბედნიერ და სასიამოვნო დღეს გისურვებთ!!!!
:)

დილა

მზემ გაარღვია ზეცაზე
ნისლის ცისფერი მორევი,
გადაახატა მთა-ველებს
ოქროს წამწამთა ზოლები,
ბაღში პეპელა მოფრინდა,
ყვაოდნენ შროშნის კონები,
ვარდის ბაგიდან აკრიფა
დილამ ცვარ-ნამის ბროლები.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ერთად მიყვარს ორი ქალი,
ერთი შავი,ერთი ქერა,
თავი,რომ არ მოვიკალი,
ჩემი მიტომ არა გჯერათ.
ყველაფერი ამებურდა,
ავურიე ჩემებურად,
ქერა ქალი გამებუტა,
შავი ქალი დამემდურა.
და დავკარგე ორი ქალი-
ერთი შავი,ერთი ქერა,
თავი თუ არ მოვიკალი,
არც ერთს ჩემი არა სჯერა.
რა ვარ ახლა, ბაბაია!
მეხუმრები?ორი ქალი!
ერთი თავი გაბარია,-
ერთხელ მაინც მოიკალი!..

იორამ ქემერტელიძე

=cg=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
მინდა
საწუთრო- დაგავიწყო,
თქვა:,,რა საკვირველი ყოფილხარ\".
მინდა
მდინარედ მოგივარდე
თქვა:,,რა გულგოროზი ყოფილხარ.\"
მინდა
ვიეშმაკო აშკარად
თქვა:\"რა სასაცილო ყოფილხარ\"
მინდა
აგირიო ცხოვრება
თქვა:\"გადარეული ყოფილხარ\"
მერე გაგექცე და დაგეკარგო
თქვა:\"რა საყვარელი ყოფილხარ\"

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ცამყარზე რო იწვის
ვარსკვლავია ერთი,
ბრწყინვალება მისი
ჩემს გონებას ერთვის...
ოცნებები წმინდა
იხიბლება მაღლით,
მოკამკამე ციდან
ზღვა სიამეს მაღვრის.
ამნაირი გახლდათ
ის სათუთი მზერაც,
მე რომ შემიყვარდა
და ჩემს ბედისწერას.
ის ჩემს ფარულ ტკივილს
უშველიდა განა?
ისიც ვარსკვლავივით
შორი იყო მარად.
მისი მზერა მენთო
ძილდაკარგულ თვალზე
და მეც უიმედოდ
ვუცქეროდი ასე.

ლერმონტოვი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჩემზე მდიდარი მამულში
არც ვინმე არ მეგულება,
მზე მოვა? სუფრას გაუშლის
ჩემი კუთვნილი ბუნება.
ჩემია-მთაც და ბარიცა,
ყველა მწვერვალი ჩემია,
ყველაფერს ჩემით დავიცავ,
სილაჩრე არა მჩვევია.
ჩემია ზღვაც და მდინარეც,
ეს ტყე -ველიც მე მეკუტვნის,
აქედან გამომდინარე,
სიმღერას ვამბობ მეგუთნის.
ჩემია ყანა, ვენახი,
ყველა სიმღერა ჩემია,
შორიდან ჩემებს ვეძახი,
სხვა მეტი რა დამრჩენია.
რუსთველის მიწა- ჩემია,
ან სხვისი რატომ იქნება?
ჩემივე თვალის ცრემლია,
ეს ლექსიც მისით იქმნება.
ვაიმე ,მთვარე გამოჩნდა,
დააკლდა კუთვნილ არეალს,
უფრო ლამაზად რა მოჩანს,
ვიდრე პირბადრი მტვარეა.
ქარტული ღვინო დამისხით,
წუხილის გადამრჩენია,
ჩემია ქვეყნის ხალისი,
ქვეყნის წუხილიც ჩემია.
ღვთით ბოძებული სანთელო,
მოდი, ღვთისმადლით გამათბე,
ჩემია ეს საქართველო
და ვერავინ ვერ წამართმევს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა დავით-მეფე - აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები - გასაშტერებელი;

ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი.....
ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

ყოფილა ნიკოფსიით - დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული,
რტოებ გაშლილი და გამოჩინებული
ყოფილა ორ ზღვას შვა აღმოცენებული.

ფეი, საქართველოს ჰყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!
ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გამზადებულვართ ახალ ბიზანტიად.

მაგრამ უცაბედათ მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.
ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი,
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.

ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი არეულა,
იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა.

ოთხ მეფეს

სულ სისხლის ცრემლებით უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია,
რადროს ლექსიაო მოუკვდეს პატრონი!
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე ბატონი...

ამას მოჰყოლია:

\"ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!\"

ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი