შენ გაგყოლია სიზმარი ჩემი,
და ჩემი გულის მწარე გოდება.
ვარ ქარიშხლებით დაღლილი გემი,
გაამინდებას რომ ელოდება.
შენი თვალების სევდიან მაისს,
რა უცნაური სცოდნიათ გზები.
მე მინდა გწამდეს შენ ერთი მაინც,
რომ არ ხარ სხვა მაგრამ არიან სხვებიც!
არადა სული მიიწევს მაღლა,
და წუთისოფლის ჩვენ ვართ შვილები.
მიყვარხარ მეთქი რომ გითხრა ეხლა,
მითხარი ხომ მარ დამემდურები?
თუ გაზაფხულის უცხო მორევში,
შენი თვალების მზერას ჩავიტევ.
თუ სუნთქვა დამჩა შენს გაშლილ თმებში,
მითხარი ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?
ამ დაჭრილ გულით ოცნებავ ჩემო,
შენს სილამაზეს გვერდს თუ ჩაუვლი.
ჩემი ტუჩების თუ გაგყვა გემო,
ხომ არ იქნება დანაშაული?
არადა სული მიიწევს მაღლა,
და წუთისოფლის ჩვენ ვართ შვილები.
მიყვარხარ მეთქი რომ გითხრა ეხლა,
მითხარი ხომ მარ დამემდურები?
