↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Oct 2007
Posts58
კარმა51
OFFLINEPROFILE
როცა დაღლილი ჩემს სასთუმალს თავს შევაფარებ,
როცა სხეული, დაქანცული მისახედია,
გონება ჩემი მაინც შენზე ფიქრს შემაპარებს
და სანეტარო ოცნებაში ვიწყებ ხეტიალს.
ჩემი ფიქრები ამ წანწალით ვეღარ დაღლილან,
შენსკენ მოდიან მომლოცველად ,როგორც მწირები
თვალგახელილი ბნელეთს ვხედავ, ბრმათა სახილავს,
შენზე ვკაეშნობ,ყოველღამე შენ გეწირები.
რადგან გონებას შენზე ფიქრი არა სწყინდება,
შენი აჩრდილი მოადგება უცებ სასთუმალს,
მოადგება და ალმასივით გამობრწყინდება
და ბნელი ღამეც გაიღიმებს ახალგაზრდულად.
დღისით დაქანცულს ღამე მწამლავს ფიქრების შხამით
არ მიწერია მოსვენება დღისით და ღამით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
მურმან ლებანიძის ხელნაწერი

სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
-- იცი რაა?!?!...... არაფერი...

ირგვლივ გაირინდა ყველაფერი,

__მიყვარხარ!!

__მერე რაა???

__მერე არაფერი!!!

და ამ არაფერით დაიწყო ყველაფერი.... !


ეს ლექსი კი დევს იქეთაც , მაგრამ იდოს რაა აქაც რა დაშავდება?!
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
შენ არა გაქვს მეფის გვარი
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ თვალები თამარ ქალი
როგორ გამოგყოლია?
არ მომეკრა შენთვის თვალი
სიზმრად მაინც გნახავდი,
ხარ ყინწვისის ანგელოსი
თეთრ ღრუბლებში ნახატი.
შენს სიყვარულს დავიფიცებ
დაიჯერო იქნება
ცისფერ კაბას ნუ ჩაიცმევ,
თეთრი უფრო გიხდება.
შენს სიყვარულს დავიფიცებ
დაიჯერო იქნება,
წარბს ნუ შეკრავ გენაცვალე,
გაღიმება გიხდება.
შენ არა გაქვს მეფის გვარი
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ თვალები თამარ ქალის
როგოგორ გამოგყოლია?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ვითენთები ახურებულ მზეზე,
ენაგამშრალ რიყის ქვებზე ვთბები.
მინდა, უცებ წამოვვარდე ზეზე,
მზეს ვეცე და გავუწეწო თმები...

მინდა, სუნთქვა ზღვის ნიავქარს შევრთო.
ა იმ ღრუბელს ჩამოვხიო კალთა,
იმ აშოლტილ ალვის ხესთან ერთად
გავიარო, როგორც ლამაზ ქალთან...

სიტყვა მინდა ქარიშხალთა მსგავსი,
მკერდგაღეღილ ცას გავარდეს მეხი,
ცაზე მთვარის აყირავდეს თასი,
ზღვაზე ტალღამ მოიტეხოს ფეხი...

მსურს, სიცოცხლეს გული მივცე მინდად,
ყველა ცაზე ჩამოვხიო ბინდი,
ყველაფერი მზით აღსავსე მინდა,
ყველაფერი ამ ზღვასავით დიდი...

ვახუშტი კოტეტიშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
გულო, ოცნებას მალავ
ცაო, ლურჯდება ზოლი.
ვაჟი: დაიცა ქალავ!
ქალი: დაგიბრმეს თოლი!
შორით ბრუნდება წყალი,
ნისლი იცრება მთაში.
-არა- ჩურჩულებს ქალი
-კარგი- ამშვიდებს ვაჟი.
გულო, ოცნებას მალავ
ცაო, ლურჯდება ზოლი..
ისევ: დაიცა ქალავ
ისევ: დაგიბრმეს თოლი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
წუთისოფელი ასეა, -

ღამე დღეს უთენებია,

რაც მტრობას დაუქცევია -

სიყვარულს უშენებია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
სჰენ გენაცვალე გეტა . ასეტი მსჰვენიერი ლეკსებისტვის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
შოთა ნიშნიანიძე

ლეგენდა

თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?

პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.

წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.

ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:

სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს.
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე,
უთუოდ მგოსნად
და უთუოდ -
საქართველოში...
. . .
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Nov 2007
Posts464
კარმა74
OFFLINEPROFILE
საქართველოზე სიმღერა
ხუმრობა ნურვის ჰგონია,
სხვაგვარი ყელი სჭირდება,
სხვა ჰანგი, სხვა ჰარმონია,

მოდით დავუთმოთ ეს მადლი,
ლერწმის ამ ღეროს,იმ ღეროს,
ყველას როდი აქვს უფლება
საქართველოზე იმღეროს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Nov 2007
Posts464
კარმა74
OFFLINEPROFILE
საქართველო
მუხრან მაჭავარიანი

რა წვამ აშკარამ,
რა წვამ ფარულმა,
რამ გადმოგაგდო,
რამ გადმოგხვეწა?
-რამ?-სიყვარულმა.
მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ
არ ჰყოლია მტერი რუსთაველს?
არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს?
და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,
საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში,
თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით.
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა თყვია,
და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე,
ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე.
არა, ქართველთ გზა როდის არის ასე იოლი,
თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაქყება,
სარკმელს გაააღებს გულამღვრეული გალაქტიონი
და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება.
იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა.
ვერ მოესწრებით არა და ვერა,
ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ,
თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა,
შოთა რომ არა, ტატო რომ არა,
ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა,
ესენი როა,ესენი როა, ესენი როა,
ახლა კი დროა სოლომონ რომა,
კვლავ დაიქუხოს საქართველომა,
ირიჟრაჟებს, დილა მოვა კრიალა,
ტოროლა ცას შეასკდება იარად,
მიწიანა, ჩირგვიანად, ციანად,
საქართველო ყვავის ყველაფრიანად,
ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ,კი არა
საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად.
ტყეებს, ველებს, წყაროს, მდელოს მთლიანად.
საქართველოს მოთმინების ფიალას!
რა ძნელია საქართველო,
მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ჰფიქრობდე
ეს არ არის საქართველო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
სისულელეა, ყველაფერი სისულელეა,
სისულელეა, ყველაფერი სისულელეა,
სისულელეა, ყველაფერი სისულელეა,
სისულელეა, ყველაფერი სისულელეა,

ტარიელ ჭანტურია :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Nov 2007
Posts464
კარმა74
OFFLINEPROFILE
ღმერთი და ხელები
ლეგენდის უარყოფა

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამა ღმერთი,
თეთრი ღრუბელი ეფინა ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა,
შიგ მზე სანთლად ენთო,
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.

წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა.
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა,
გაშლილ ხელის გულზე ედო დედამიწა
რომ კაცდა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.

მის რიგში იდგნენ ზანგნი თუ არაბნი,
ფრანგნი თუ...ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ.
ზოგს ველი არგუნა.
ზოგს მთები ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო
ზოგს ველი, მინდორი.
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთების კალთები,
უფლის განაჩენი არ იყო სადაო.

მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნდნენ ქართველნი,
რიგი და ქართველი? საიდან სადაო.
და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა,
წარუდგნენ და ჰკითხეს:
-ჩვენ რა ვქნათ უფალო?

მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ,
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც.
განცვიფრდა:
-ვინა ხართ? სადა ხართ აქამდე?
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე...

ქართველნი გახლავართ,
გავშალეთ ნაბდები,
შენი სადღეგრძელო თასებით მოვცალეთ.
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ,
და დაგვაგვიანდა, ჰე, ღმერთომოწყალევ...
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო,
მეუფევ მაღალო!
და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად,
რა ვუყოთ.. ნუ სწუხარ..შენ კარგად იყავი,
ოღონდ დაგიცალე ეს ერთი ფიალა!..

...ალპებად,
ანდებად,თუ კავკასიონის მთებად
აიწივნენ წარბები შეკრული,
-სად დაგაბინაოთ არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი,
მამაცნი,
ერთგულნი...
სულ ყველა გავეცი,-
ბილიკიც, ჭიუხიც,-
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ კალთა დავბერტყე
სიტურფის
სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი.
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ...
ხოლო ეს ედემი
დქვენთვის დამითმია...
დე იყოს ალალი!..

...და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა ბარი,
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია,
ქუხს მისი სიტურფის,
სიუხვის ამბავი...

...შეუნდოს იგივე უფალმა ვინც ვითომ
ქართველებს თავისი გვაჩუქა საუფლო.
ან შურდა, ყოფილა ან მიეთმოეთი.
არ ვიცი ლეგენდა ნაჩმახი სხვა უფრო.

უფალ ღმერთს კი არა
თუ გინდა მართალი.
აქ კალთა ჩვენს მშობელ ხალხს დაუბერთყია
და თუ საქართველო ასეთი რად არის
ქართველი გლეხკაცის ხელები გვეტყვიან.
დახეთ მის ხელებს
დაკოჟრილ,დაშაშრულს
ხან დამწვარს,ხან დამზრალს,
მზეში თუ ყინვაში...
დახედეთ მის ხელებს....
და გსურთ თუ არა გსურთ,
ნისლივით გადნება
ლეგენდა-მირაჟი.

შეხედეთ ნაჯაფარ ველ-მინდვრებს
მთა-გორებს,
ეს ჩვენი ოფლი ჩქეფს,
მტკვარშიც და რიონშიც
და მითი ლამის რომ მართალი გვეგონა,
უცებ ფასს დაჰკარგავს,
ვით თვალი რიონში...

შეხედეთ მზედაკრულ მეზვრეს თუ მემინდვრეს,
თუ ავდრის ნაბადში გახვეულ მეცხვარეს.
შეხედე,
შეიგრძენ,
შეიცან,
შეიტყვე
რად არის ლამაზი ეს მიწა,ეს მხარე.
შეხედეთ ზღვ-ჩაის,ამ ჭალებს, იმ ველებს...
შორს, კავკასიონზე, მუქ-ლურჯი ბინდია.
შეხედეთ მოროდში ზემოურ იმერლებს,
ფრიალა ფერდობებს თოკით რომ კიდიან.ლ
მოდი და კეთილო,იხილე ყოველი
მთამ წარბი გაგიხსნას,
ძღვამ შემოგღიმილოს.
იხილე სიონი თუ სვეტიცხოველი
ან ჯვარი-
ლაძვარდში აჭრილი მიმინო.
მოდი და შეხედე სამთავროს,
სამთავისს,
იხილე ვარძია სალ-კლდეში ნაშენი,
მაინც საქართველო ასეთი რად არის?
ან წღომი გიამბობს ან წუღრუღაშენი...

იხილე ყინწვისი,რუისი,ურბნისი
დამთების უბეში შედგმული უბისა...
ამდენი ტაძარი,საყდარი ურიცხვი,
იქნებ მოგვაგონებს აგარაკს უფლისას.

მაგრამ გულთმისნობა არ უნდა ძალიან,
მათში წინაპრების გაისმის გოდება,
მასში საქართველოს სისხლი და ძვალია,
ნაგები გუმბათად,
გალავნად,
გოდლებად...

მაინც საქართველო-ქვეყანა მშობელი-
ლამაზი,მდიდარი რად არის ნამდვილად?
ჰკითხეთ,ვინც კოლხეთში ჭაობი დააშრო
ან უწყლო სამგორში ვინც წყლები ადინა.

იხილეთ ქარხნებ ცამდე რომ ადიან,
Dღედაღამ წამით რომ არ შეისვენებენ...
მუშას შეეკითხეთ, მარჯვენა მადლიანს,
ახალ საქართველოს მხათვარს და მშენებელს,

Hკითხეთ იმ მეშახთეს, მადანს რომ ეძიებს,
და მადლი მიწისა ამოაქვს მადნებად.
რად არის ლამაზი?
ჰკითხე იმ მეცნიერს,
შუბლზე საფიქრალი შუქად რომ ადნება.

სკებივით ზუზუნა სკოლებით იხარეთ
და ახალგაზრდობით გულდაუდეგარით...
ტაძრები ცოდნისა იხილეთ ახალი,
იყალთოს გელათის ბურჯებზე შემდგარი.

შეხედეთ ჩვენ სოფლებს, დაბებს თუ ქალაქებს,
ჩვენს მიერ და არა მოლოცვის სამადლოდ
და მაშინ ამნაირ მითებს თუ არაკებს
აღარ ერწმუნებით,მერწმუნეთ არასდროს.

....უფალ ღმერთს კი არა,
თუ გინდათმართალი,
აქ კალთა ჩვენს მშობელ ხალხს დაუბერტყია
და თუ საქართველო ასეთი რად არის
დავხედოთ-ქართველის ხელები გვეთყვიან

(იოსებ ნონეშვილი)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
გიორგი ლეონიძე

ნინა ჭავჭავაძეს

თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,
ახლაც მინათებს შენი მშვენება...
შენგან შევიტყვე,რომ სილამაზეს
არ უწერია გადაშენება.
შენც ცოცხალი ხარ.შენი მგოსნებიც
და გაჟრჟოლება მათი გულისა,
თავშესაფარი რამდენ ოცნების,
იყავ ბანაკი გაზაფხულისა!
შენს სილამაზის იქეთ-ბნელდება,
დაიხურება ცისკრის კარედი:
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად,
მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.
ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,
ათას წელს გაძლებს შენი მშველება;
შენ,-სილამაზის ნაზო გრიგალო,
შენგან არასდროს მომესვენება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
გიორგი ლეონიძე

ვაზის რტო

ძველ ტაძარში სარკმლიდან
ჩაპარულა ვაზის რტო,
ტრაპეზს შემოჰხვევია
ქარვისფერი აკიდო,
ამოსვლა რომ მოუნდეს,
უკან ვინღა აზიდოს?
ეი,ჰეი,მთვრალია,
უგუნური ვაზის რტო.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი