↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts307
კარმა50
OFFLINEPROFILE
სიყვარულია:გზა, სიშორე,ცრემლი,გოდება.შეახებ ხელს და არასდროს დაგიბრუნდება.სიყვარულია:სიმარტოვე,გულის სიშორე.სიყვარულია:ვნების მიუცვდომელი აზრთა სიცოცხლე.სიყვარულია: ტანჯვის თეთრი ცრემლები.სიყვარულია:მე რომ თავზე ასე გევლები.სიყვარულია:ათას ერთი ტრფობის ზგაპარი.სიყვარულია:ჩაუქრობელი შუქთა ლამპარი.სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია .სიყვარულია ყველაფერი რაც გაგვაჩნია,სიყვარულია:ქვის ჩუქურთმა ,კინწვისის ფრესკა.სიყვარულისთვის კვაზიმუდო ზარებსა რეკდა?......

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts67
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეს ვარდი, მართლა ჩემი ვარდია,
ეს მისამართი ახლა შევიტყე...
გულს გაზაფხული შემომვარდნია,
მსურს, ლექსში დარჩეს დღევანდელი დღე...

დღე დღეს გადასცემს, უამბობს, ეტყვის,
გადააბარებს, როგორც საუნჯეს,
ვინც სიყვარულის წყალვარდნილს ერთვის,
რა დააბერებს, რა დაამუნჯებს?

მიტომ, ძვირფასო, მინდვრის ხავერდზე,
ელვის კვესაში, წვიმის ჟღარუნში,
მე ვეძებ ოქროს, ფოლადს დავეძებ,
რომ გადავჭედო შენს სიყვარულში...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts917
კარმა53
OFFLINEPROFILE
ზამთრის ყინვა ვერ მაშინებს,
შენ რომ გხედავ, მაშინ მცივა,
მე ჭამა-სმა აღარ მახსოვს,
შენი სიყვარული მშივა.
კარგად იცი, შენთვის ვიწვი,
ვით თონეში ხმელი თივა,
გაიცინე, თან მაცინე,
ეს ჭრილობა შენგან მტკივა.
შემოდგომა მოიგონე,
როს ფოთოლი ხეებს სცვივა,
სარკე არი თვით ბუნება,
დამერწმუნე, შენც მოგივა.
სილამაზეს თავის დრო აქვს,
ეგ სიმდიდრეც გადაგივა,
ეს სოფელი ვინ მოჭამა,
ყველა სამარეში მივა.
ჟამი დაჰკრავს აღსასრულის,
ტკბილი სული ამოგივა,
მაგ შენს თვალებს მიწა შესჭამს,
ეგ წარბებიც ჩამოგივა,
ბოლოს შენს სულს ეკითხება,
შენგან იეთიმს რაც მომივა...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts67
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქალი იმისია ხელზე აგოგმანო
ლექსით გააბრუო,
ქარით მოიტაცო...
ქალი იმისია ხვეწნით გააშმაგო
მხრებზე შეისვა და მთვარეს მოაფარო
არ გამოგყვება?

კაცი იმისი ხარ
თავი მოიკლა
და მაინც შეაყვარო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts917
კარმა53
OFFLINEPROFILE
\"ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო.
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.
ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს უცხო სრულიად,
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე დასასრულია\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts644
კარმა50
OFFLINEPROFILE
როგორ დავიწყე შენზე ფიქრები მართლა არ მახსოვს,
ისიც არ ვიცი ,შენ როცა მიცქერ გული რას ამბობს.
ზამთრის სუსხია,შენზე ფიქრები მე ისევ მათბობს,
რომ თეთრ ღამეში მკრთალი შუქი ითხოვდა ამბორს.
თუ ჩემთან არ ხარ,შენი სურნელი მე მაინც მათბობს,
როგორ დავიწყე შენზე ფიქრები,მართლა არ მახსოვს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts67
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეს ვარდი, მართლა ჩემი ვარდია,
ეს მისამართი ახლა შევიტყე...
გულს გაზაფხული შემომვარდნია,
მსურს, ლექსში დარჩეს დღევანდელი დღე...

დღე დღეს გადასცემს, უამბობს, ეტყვის,
გადააბარებს, როგორც საუნჯეს,
ვინც სიყვარულის წყალვარდნილს ერთვის,
რა დააბერებს, რა დაამუნჯებს?

მიტომ, ძვირფასო, მინდვრის ხავერდზე,
ელვის კვესაში, წვიმის ჟღარუნში,
მე ვეძებ ოქროს, ფოლადს დავეძებ,
რომ გადავჭედო შენს სიყვარულში...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts644
კარმა50
OFFLINEPROFILE
რამ მომიყვანა ეხლა ვფიქრობ ტაძართან მარტო,
მე ხომ უშენოდ აქ არასოდეს არ მილოცნია,
ყველა ხატის წინ აგვინთია სანთლები წყვილად,
და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია.
მოვედი ალბად იმიტომ რომ ის გავიხსენო,
მოვედი ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი,
რომ დღეს აღარ ხარ,ჩემთან ერთად მოვედი მარტო,
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი.
ერთი თხოვნა მაქვს,ღვთისმშობელო მომისმენ ალბად,
შენ ყველას უსმენ,შენი ხმა კიარვის სმენია,
მიეცი ძალა შენს ხატის წინ თავდახრილ წყვილებს,
რომ შენს ტაძარში არ დაანთონ სანთლები ცალად...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts917
კარმა53
OFFLINEPROFILE
რატომ არ მოდიოდი,
სხვასთან რატომ გაჩერდი?!
გული როგორ მტკიოდა! -
მარტო შენ მომარჩენდი...
ისევ ისე მომინდი,
ვუსმენ მტირალ კლავიშებს,
ერთხელ რომ გიპოვიდე,
მერე არსად გაგიშვებ...
ცის ატლასებს გაგიშლი,
დაგსვამ ღრუბლის ბალიშზე,
სულსაც აღარ დაგიშლი,
სულაც არსად გაგიშვებ...
რატომ არ მოდიოდი,
სხვასთან რატომ გაჩერდი?!..
გული როგორ მტკიოდა! -

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts67
კარმა50
OFFLINEPROFILE
უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
არც ნამი დილის,
უსიყვარულოდ ტირიფია და
ისიც ტირის.
უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს,
ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს
და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი
თმაგაწეწილი ქალივით ტირის

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts67
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენზე ოცნებებში ფიქრი დამიღლია, ისე შემიყვარდი ვერც კი გამიგია, როგორ მენატრები სხვებმა არ იციან ის, რომ უშენობით გული დაილია, შენზე ოცნებაში უკვე მერამდენედ თეთრად უსასრულო ღამე გაილია, გიცქერ თვალებში და ძლიერ მენატრები, შენი სიყვარული სულში ამინთია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts67
კარმა50
OFFLINEPROFILE
მზე რომ დახატო, შენ უნდა იყო ძალიან თბილი. თბილი რომ იყო, უნდა გათბობდეს სხვა...
სხვა რო გათბობდეს, შენ უნდა იყო ამის ღირსი, ღირსი რომ იყო,
უნდა უყვარდე მას...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts917
კარმა53
OFFLINEPROFILE
იყო ფიქრების ვალსი,
იდგა რკალები წყალზე,
არ ასვენებდა ღამეს
ფიქრი ერთ ლამაზ ქალზე.

თვალს არ ეკიდა ძილი,
მზეთა ვიყავით შვილი,
რისთვის დაგვარქვეს ნეტა
დემონიური წყვილი?

მაგრამ ეს იყო სრული
ყრმობის სევდა და რული
იმ სიყვარულის ცეცხლი,
იმ არსებობის გული.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
Ничего на свете лучше нету,
Чем бродить друзьям по белу свету,
Тем кто дружен
Не страшны тревоги,
Нам любые дороги дороги,
Нам любые дороги дороги.

Ла ла ла ла ла ла,
Ла ла ла ла, ла,
Ла ла ла Е Е Е Е Е

Наш ковер - цветочная поляна,
Наши стены - сосны великаны,
Наша крыша - небо голубое,
Наше счастье - жить такой судьбою
Наше счастье - жить такой судьбою

Ла ла ла ла ла ла
Ла ла ла ла ла
Ла ла ла Е Е Е Е Е

Мы свое призванье не забудем,
Смех и радость мы приносим людям,
Нам дворцов заманчивые своды,
Не заменят никогда свободы
Не заменят никогда свободы

Ла ла ла ла ла ла
Ла ла ла ла ла
Ла ла ла ла ла
Ла ла ла

Ла ла ла ла ла
Ла ла ла ла ла
Ла ла ла
Ла ла ла ла ла
Ла ла ла
Е Е Е Е Е

:) ამის ხასიატზე ვარ ეხლა...მოდით რა, ერთად ვიმღეროთ....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
Я на солнышке сижу,
Я на солнышко гляжу...
Все сижу и сижу-у
И на солнышко гляжу.

-Не \"сижу\", а \"лежу\"...
-Это ты лежишь, а я сижу!

Носорог, рог, рог идет,
Крокодил, дил, дил плывет.
Только я все сижу(лежу)
И на солнышко гляжу...

Рядом львеночек лежит
И ушами шевелит,
Только я я все лежу
И на львенка не гляжу.

-И всетаки надо петь - \"лежу\"!
-И-и-и рааз...

Я на солнышке лежу,
Я на солнышко гляжу...
Все лежу и лежу
И на солнышко гляжу.

რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი