↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
..ვიე!

_ვიე!_გადასკდება ღამე ოქტავებად;
_ვიე!_მსურს ნიადაგქვიანი კალები;
...შენი სიყვარული მე მეცოტავება,
ორჯერ არ ტირიან ჭკვიანი ქალები
და რა მემართება?!
ღმერთო გამარკ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
მზიანი ღამე

ბნელმა დღეებმა მომიტანეს ზიანი და მე
მსურს, მათ მაგივრად ღმერთმა მომცეს მზიანი ღამე
_სადაც სიკვდილიც მხიარულია,
_ბოროტებისთვის კი არულია
და ოქროს მზის ქვეშ ატლასებში მძვინვარებს ღამე
_მბზინვარედ შავი!_ამის მსგავსი გინახავთ რამე?!
ბნელმა დღეებმა მომიტანეს დიდი ზიანი...
იქნებ მათ ნაცვლად ღმერთმა მომცეს ღამე მზიანი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
იავნანა ჩემი შვილისთვის

\\იკითხება წამღერებით...|

ნანი-ნანი-ნანები...
ნატვრის ხელ-თათ-მანები...
ოც-ნე-ბის მაქ-მანები...
რაც არ უნ-და მქონ-დეს მე_
გუშინ, დღეს ან ოდესმე_
ა-რა-ვის და-ვა-ნე-ბებ,
მი-ვუ-ტან ჩემს ბა-ი-ას,
ოქ-როს ჭი-ა-მა-ი-ას...
მეზობელ ბინაში ხმაურია და_სილ-ვა, რა ამ-ბა-ვი-ა!
ნა-ნი-ნა-ნი ნანები...
ნატ-ვრის ხელ-თათ-მანები...
ოც-ნე-ბის მაქ-მანები...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
დედა ჩიტის კონსტიტუცია

მემკვიდრეობითი მე სალტე მარტყია:
საზრდოს მოძიება-მიზიდვა ბუდეში,
სადაც პაწაწინა, მოშავო ბარტყია
დედის მომლოდინე და დედის ნუგეში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მუხრან მაჭავარიანი

უნდა იცოდე

შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება
ყოველდღე თითქმის,
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული...
ვაჟი -
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი,
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე,
ის როცა ფიქრობს -
შენ ხარ ხოლმე იმისი ფიქრი.

ღიმილი შენი
არ გეგონოს შენ მარტო შენი.
ცრემლაც ნუ ჩასთვლი
ნურასოდეს
შენ მარტო შენად.
ღმერთმა ნუ ჰქნას და...
შენ რომ იყო გადასარჩენი -
თავს არ დაზოგავს
ის ვაჟი შენს გადასარჩენად.

შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება
ყოველდღე თითქმის,
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული...
ვაჟი -
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი,
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე -
შენი ერთგული კაცია იგი!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
* * *
მყვირალობისას თორმეტ სანთელს ავინთებ ქედზე,
წყალდიდობისას გადავლეკავ დახატულ ჭალებს,
სუბსარქისისას ვიბობოქრებ ქარიშხლის გვერდზე
და კვირტობისას შენთან ერთად გავახელ თვალებს.

ყვავილობისას გაგეშლები სოსნად და ვარდად,
მარიამობას ჩამოგიკრავ ერდოზე ზარებს,
სათიბობისას გავხუნდები მოცელილ დარდად,
და ღვინობისას ჭურ-მარანის შეგიღებ კარებს.

ფოთოლცვენისას ავცეკვდები სურვილით ქარის,
გიორგობისთვეს შენს სარკმელთან მომიტანს ბედი,
ქრისტესშობისას ავმაღლდები სხეულში ქალის
და აღსარებად ავკვნესდები სიმღერით გედის.

დიდთოვლობისას დაგიფარავ ციცაბოს გზათა,
ენძელობისას ლილო-ჭრილოდ მოგივალ ხევში,
და როცა მარტი აგისუსხავს სისველეს თვალთა,
ტყემლის ყვავილად ჩაგაკვდები საფიცარს ხელში.

მანანა ფრუიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
* * *

წუხელ გაწვიმდა და სინესტე გაუჯდა ფიქრებს,
შიშველ ოცნებას ხერხემალზე დააკვდა შოლტი,
ამოირეცხა გონებიდან სათუო \"იქნებ...\",
ჩამოიჩეხა კვირტნაყარი იმედის ტოტი.

და მერე მზერა შეეყინა შორეულ ბექობს,
მხარზე უჩუმრად სიყვარულის ნეშტი გავიდე,
ღამეს კვეთავდა უძულური კივილის ექო
და დაბრუნება არ ეწერათ მზიან ამინდებს.

ტიროდა მწუხრი,სასაფლაოს ეფინა თალხი,
იდგა ლოდინი,იმედისგან გაურიყავი,
მისამძიმრებდა ჭირისუფალს უცნობი ხალხი
და მესაფლავე საკუთარი გრძნობის ვიყავი...

მანანა ფრუიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Sep 2007
Posts649
კარმა49
OFFLINEPROFILE
გაუმარჯოს ვინც ოცნებით ათენა და აღამა
ვინც ქართველად დაიბადა ვინც მოკვდება
ქართველად
გაუმარჯოს საქართველოს ცით ნაკურთხს და
დალოცვილს
ამოუცლელ სიმდიდრეს და სიღარიბეს
ამოცლილს
მხარბეჭიან მთას და მდელოს ვეფხიანს და
ლომიანს
არწივების გაფრენას,ღობემძვრალას ძრომიალს,
სადაც ყინვა ვერა ყინვობს,ღვინო ღვინოს
უდრის წყაროცა
გაუმარჯოს შოთას ნესტანს,სულხან-საბას
სალოცავს,
კოჭლი ტატოს მერნის ქროლვას,ვინ სთქვა
კოჭლი თუ იყო
ჭავჭავაძის ქვათა ღაღადს და აკაკის სულიკოს
ჯუღაშვილის უკვდავებას,არაკაცთა საძრახავს
ისიც კმარა ,,ქართველი ვარ მსოფლიოს რომ
გასძახა
გაუმარჯოს დედის მანდილს,ნამუსის ქუდს
მამისას,
გაუმარჯოს ცხრა მთას იქით,ვინაც სული
დალია,
სიკვდილის წინ მშობლიური წაყლიც ვეღარ
დალია
გაუმარჯოს საქართველოს ცით ნაკურთხს და
დალოცვილს
ამოუცლელ სიმდიდრეს და სიღარიბეს ამოცლილს !!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
მიყეფს სიჩუმე,
სიბნელეა,მოჩოჩავს შიში,
ლოდიდან ლოდზე ასკინკილით გადადის ჩრდილი,
ჩაძირულია ოჩოპინტრე საღათას ძილში
და ჭალის ბოლოს ეპარება დეკემბრის თრთვილი.

სადღაც, შორეთში სანთლისფერი სხივი ანთია,
ლაგამს ღეჭავენ ულაყები, ღამის ურჩები,
შენი მკლავების მახვევია თბილი მანტია
და ტუჩებს შენსას აკვდებიან ჩემი ტუჩები...

მანანა ფრუიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
* * *

ახლა თბილისთან ცისარტყელას აქანებს სიო,
მეტეხის ძირში მორღვეული არღანი კვნესის,
იასამნების სუნი დაჰკრავს მაისის სიონს
და ხავსიან კლდეს ეომება ხვიარის ფესვი.

ორთაჭალაში ბერძნის ქალის უაზრო წიოკს,
წყნეთელ მემაწვნის ბარიტონი ალაოდ ერთვის
და სატივეზე მედუდუკის ჩახლეწილ იოგს
ზარების რეკვით ალამაზებს საუფლო ღმერთის.

მანანა ფრუიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
ხელი არ მახლოთ, ფეხშიშველა დამტოვეთ ხნულში,
აქ მინდა მოვკვდე, მიწად ჩავყვე სიმინდის მარცვალს,
სისხლის მაჭარი ავბედითად თუხთუხებს გულში,
ცა თვალში მაყრის ნაღვერდალში არეულ ნაცარს.

რიჟრაჟის სხივი დაშაშრული პეშვებით შევსვი,
მივეცი წარსულს, რაც გამაჩნდა,ჯერ კიდევ გუშინ,
აქ სველ წვივებზე ოჯალეშის მეხვევა ფესვი,
ხელი არ მახლოთ,გევედრებით,დამტოვეთ ხნულში...

მანანა ფრუიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში,
ბილიკს ამადევნა კენტად,
წვიმის დამაწია თქეში,
მუხა შემახვედრა ბედად,
ბინდით ჩაღამებულ ტყეში,
უკუ მაყრევინა სევდა,
კოცნა მაბნევინა თმებში,
წამით დამანახა დედა,
დილით აგორებულ მზეში,
მწყურვალს შემაგება კლდე და
მასვა ნაკადული პეშვით.
რამდენ სითამამეს ვბედავ,
ძვალზე გაკიდული ლეში,
\"სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში.\"

მანანა ფრუიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
* * *

ჩემს საამებლად ზოგჯერ ერთი ყვავილიც კმარა,
ქალი რა არის,აკოცებ და გონიდან წაშლი,
გაყინულ მკერდზე ედელვაისს იხუტებს შხარა
და ბებერ ბუხარს ეფიცხება ბებერი მახვში.

ფეხქვეშ იშლება აზელილი მიწასთან თოვლი,
ჩაიკარგები,თუ გავარდა ერთი ჩქამი, და...
ვაჟკაცობაში ეჯიბრება შვიდიოდ კომლი,
ედელვაისი მომიტანონ უნდა შხარიდან.

მე კი შენს თვალებს,ცხოვრებისგან გადაღლილ თვალებს,
რა უნდა მომცენ,ქვეყნად რომელ ყვავილში გავცვლი,
გადუღეღია გულისპირი სვანეთის ღამეს
და მერე მთვარე დაუხლია ვნებისგან დაცლილს.

მანანა ფრუიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Sep 2007
Posts649
კარმა49
OFFLINEPROFILE
niniko wrote:
ციტატა:
სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში,
ბილიკს ამადევნა კენტად,
წვიმის დამაწია თქეში,
მუხა შემახვედრა ბედად,
ბინდით ჩაღამებულ ტყეში,
უკუ მაყრევინა სევდა,
კოცნა მაბნევინა თმებში,
წამით დამანახა დედა,
დილით აგორებულ მზეში,
მწყურვალს შემაგება კლდე და
მასვა ნაკადული პეშვით.
რამდენ სითამამეს ვბედავ,
ძვალზე გაკიდული ლეში,
\"სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში.\"

მანანა ფრუიძე
ეს მაგარია!!! მომეწონა ისეთი სიტყვებია და მონატრებაა სამშობლოსი :) =geo= =geo= =geo= =geo= =geo=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
* * *

კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.

უკვე ვეღარ ვუძლებ შეთხზულ ღიმილსა და კოცნებს,
წაშლა მომდომნია შუბლზე დაწერილი ბედის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა მობერებულ დედის.

მზერა ეფერება სადღაც გადანახულ ლოცვებს,
დილის გათენება გრძნობებს მითოშავს და მაზრის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა სვეტიცხოვლის ტაძრის.

სისხლის გაგიჟება ალბათ დამიფლითავს ხორცებს,
სული არეული ნისლად დაედება თბილისს,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა ერთადერთი შვილის.

კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.

მანანა ფრუიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი