↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ქალავ, ის მიყვარს მე შენი,
თავს რომ დაჰკიდებ მელადა,
პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ,
ვაჟთ ცქერას იმჩნევ წყენადა.

დრო-და-დრო გაგეღიმება
გულის საკლავად, ნელადა;
უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯროდ
გულის გამხდარხარ მჭრელადა.

ჯერაც ატყვია ჩემს გულსა
შენგნით წყლულები ჭრელადა,
ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა,
ვერ გაგიხდები მტერადა!

ვაჟა-ფშაველა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts307
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩამწვდი, სადღაც თვალის სიღრმეში ჩამრჩი უძიროდ...
გაფანტული ვნება, ლტოლვა განმიახლე უსასრულო...
ჩამოწოლილ სევდის ლანდებს,სიხარული მოაფინე...
დამიჯერე საყვარელო,სიხალისე დამიბრუნე...
უშენობით დღე ნათელი გარდისახა, დამიბნელდა...
ერთი წამიც უშენობის მონატრებად გადამექცა...
სიყვარულის გაელვება,როგორ ხშირად ფერებს იცვლის...
სიყვარული ჰქვია არა?როცა გული ფეთქვას ითვლის...
და სანამ გული გაზაფხულს ერთვის და სანამ გვშთანთქა პირქუშ ქარონმა,
სანამ დრო ჩვენთვის სიცოცხლეს ერთვის....
მე განცდა შენი მემახსოვრება.........

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts307
კარმა50
OFFLINEPROFILE
უფსკრულთან მდგარი
მე ლექსის წერა არ მინდოდა ხოდა ავტირდი
მწარე სიმართლე რომ გამერითმა თითქოს არ მსურდა
ცრემლის მდინარე ჩემი თვალიდან მღვრიედ დაეშვა
და შენს კალთაში ტალახისფრად მიტომ დაგუბდა
მე გიყურებდი არ შემეძლო შენთვის შემეხო
ხელი ბინძური რომელიც მე სუფთა მეგონა
გული ოხრავდა ჩემი თვალები აფრქვევდნენ სითბოს
შენ კი ვერ გრძნობდი ქვასავით იდექ ჩემო გოგონა
ჩემი გიწოდე მაგრამ სხვისი ხარ გული გრძნობს ამას
სხვისი ხარ სხვისი და ეს ამრუდებს გზას ჩემსა სავალს
გულს რას უბრძანებ მაინც უყვარხარ გულს ტვინს კი აგარ
და ეს გული მკლავს გული რომელსაც შენ ურტყამ ლახვარს
არ შემიბრალე უფსკრულტან მდგარი და ხელი მკარი
ყორნებს მიუგდე ჩემი ტავი საჭმელ-საძიძგნად
და უყურებდი როგორ მძიძგნიდა ყორანი შავი
წარბ შეუხრელი უმოძრაოდ იდექ საზიზღრად
გ

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts307
კარმა50
OFFLINEPROFILE
leqsi: მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ
მე შენ მიყვარხარ არ ვიცი რისთვის
მე შენ მიყვარხარ ძლიერ და მარტო
მე შენ მიყვარხარ რისთვის ან რატომ?
ამ კითხვას ჩემს თავს ათასჯერ ვუსვამ
მაგრამ პასუხი დღემდე არა მაქვს
მე შენ მიყვარხარ ალბათ იმისთვის
რომ სიყვარულმა ასე დამჩაგრა
არვიცი ჩემზე საერთოდ ფიქრობ
ჩემზე ფიქრებით როდესმე გღვიძავს
ანდა როდესმე ატირებულხარ
იმისთვის რასაც მე შენთვის ვიზამ
მე კი ყოველდღე შენ მახსენდები
შენზე ფიქრებით იწყება დილა
გისურვებ ულევ ბედნიერებას
შენს ცხოვრებაში წყნარად და მშვიდად
ვიცი რომ ჩემი შენ ვერ გახდები
შენი ფიქრები სხვაგან დაჰქრიან
შენი გული კი სათივით ძგერს
და ფარულ ვნებებს ჩუმად აღვიძებს
ეს ის გრძნობა რომელიც შენზე
ძალიან არის შეყვარებული
ეს ის გრძნობა რომელიც მუდამ
შენი მზერით არს დატყვევებული
ეს ს

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts307
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს
და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს
და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.
და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,
ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.
თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს
მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.
გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,
გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს
და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts307
კარმა50
OFFLINEPROFILE
როცა ვიგონებ წარსულს დაფლეთილს,გულს მალვე სევდა შემომაწვება,
ცხოვრება არის რთული გამოცდა! მხოლოდ სიცრუე ტანჯვა, წამება,
ცისარტყელებით გარშემორტყმული ბედნიერება უმალვე ქრება,
გულში სიცივე დაისადგურებს, სული ფაქიზი ცახცახებს, კრთება
ჩვენგან გათელილ ბილიკებს ცისფერს, დაჰფენს ზამთარი ქათქათა ფიფქებს,
მერე სიცივე წაშლის, წალეკავს, შენზე ნამთვრალევ დარდიან ფიქრებს...
აღარ მიყვარხარ?! თუმც მენატრება შენი ალერსი და შენი სითბო,
არ გავუფრთხილდი, არ მოვეფერე ლამაზ \"ოცნებას\"-სიყვარულს გითმობ...
და თუ ოდესმე გაგახსენდება, ჩემი \"ოცნება\" სპეტაკი,ნაზი,
თავს მხოლოდ მაშინ გამოვუტყდები, სენს სიყვარულზე ოცნებობს ნაზი!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts307
კარმა50
OFFLINEPROFILE
არა!ნუ წახვალ!
მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან,
გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან.
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების
ტყეში,
შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან,
ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს
ავიტან,
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების
თქეშში,
განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც,
ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან.
დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში,
გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან,
არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts307
კარმა50
OFFLINEPROFILE
ე გამაცილებს შენზე ოცნება
მე გამაცილებს ჩადრების რიგი
მე ერთს დავეძებ სველი თვალებით
მაგრამ ცავიდა აღარ ჩანს იგი.
მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები
მხოლოდ ცაცხვები პოთოლშრიალა
მე გამაცილებს ფართო შარა გზა
და ის ძვირფასი თვალები არა.
მე შემიყვარებს სულ სხვისი გული
და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა.
სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს
და ის ზვირპასი თვალები არა.
სხვა გამახარებს მაინც უბედურს
და უფრო ძლიერ ავქვითინდები
ვიცი ვერასდროს რომ ვერ გამიგებ
და ერთგულებას ვერ დამპირდები.
სხვა დამიკოცნის დანისლულ თვალებს
გულში მაგრადაც სხვა ჩამიკონებს
და ის ძვირფასი თვალები არა
რომლისთვისაც რომ ასე ვიწვოდი.
მას რომ ვერასდროს ვერ შევხვდებოდი
რად შევიყვარე ეს ხომ ვიცოდი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts307
კარმა50
OFFLINEPROFILE
ე გამაცილებს შენზე ოცნება
მე გამაცილებს ჩადრების რიგი
მე ერთს დავეძებ სველი თვალებით
მაგრამ ცავიდა აღარ ჩანს იგი.
მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები
მხოლოდ ცაცხვები პოთოლშრიალა
მე გამაცილებს ფართო შარა გზა
და ის ძვირფასი თვალები არა.
მე შემიყვარებს სულ სხვისი გული
და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა.
სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს
და ის ზვირპასი თვალები არა.
სხვა გამახარებს მაინც უბედურს
და უფრო ძლიერ ავქვითინდები
ვიცი ვერასდროს რომ ვერ გამიგებ
და ერთგულებას ვერ დამპირდები.
სხვა დამიკოცნის დანისლულ თვალებს
გულში მაგრადაც სხვა ჩამიკონებს
და ის ძვირფასი თვალები არა
რომლისთვისაც რომ ასე ვიწვოდი.
მას რომ ვერასდროს ვერ შევხვდებოდი
რად შევიყვარე ეს ხომ ვიცოდი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts307
კარმა50
OFFLINEPROFILE
ე გამაცილებს შენზე ოცნება
მე გამაცილებს ჩადრების რიგი
მე ერთს დავეძებ სველი თვალებით
მაგრამ ცავიდა აღარ ჩანს იგი.
მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები
მხოლოდ ცაცხვები პოთოლშრიალა
მე გამაცილებს ფართო შარა გზა
და ის ძვირფასი თვალები არა.
მე შემიყვარებს სულ სხვისი გული
და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა.
სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს
და ის ზვირპასი თვალები არა.
სხვა გამახარებს მაინც უბედურს
და უფრო ძლიერ ავქვითინდები
ვიცი ვერასდროს რომ ვერ გამიგებ
და ერთგულებას ვერ დამპირდები.
სხვა დამიკოცნის დანისლულ თვალებს
გულში მაგრადაც სხვა ჩამიკონებს
და ის ძვირფასი თვალები არა
რომლისთვისაც რომ ასე ვიწვოდი.
მას რომ ვერასდროს ვერ შევხვდებოდი
რად შევიყვარე ეს ხომ ვიცოდი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Oct 2007
Posts58
კარმა51
OFFLINEPROFILE
დროშა

აპრილიდან წამოსულო სისხლო
შენ თუ გახსოვს გულის ძგერა ჩვენი?!
მაშინ ტაშიც უხერხული იყო,
მხოლოდ ჩუმად თავს გვიხრიდნენ ხენი.
მოვდიოდით შეუპოვრად გზაზე
ქაოსის და ცვლილებების დროში
და გვბურძგლავდა უსიამოდ ტანზე
ჩვენს გამზირზე დაგდებული ქოში.
ცივ ზამთარში, ცეცხლთან შემთბარ ფიქრებს,
გაზაფხულის არტერია ცვლიდა,
სანთლის შუქზე ჩაძინებულ წიგნებს,
გამთენიის შეძახილი წმინდა...
ტანჯულ ცხენად გადაიქცა კვიცი.
მეგობრებო გემჩნეოდათ დაღლაც
და ის ფიცი, ერთგულების ფიცი,
უბნის ჩიხში დაგვეკარგა სადღაც.
ჩვენი ხელით მოწყვეტილმა ვაშლმა,
შავი შურით დაგვამსგავსა ობლებს,
რად დაგვშალა შარი-შურით მარშმა,
როგორც ქარი მიმოფანტავს ფოთლებს?!
ჰკივის ქარი და რაღაცას როშავს...
თითქოს ყველა შეეფარა სოროს,
დამრჩა ერთი დაფლეთილი დროშა
და ის დროშაც შეიცვალა ბოლოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ,
დაფთაფითა და ბუკითა.
ახლა ყაყაჩო შემომხვთა,
პატარა ქალის შუქითა.
შემომხვდა შემომანათა,
ჩინჩხლები შემომაყარა.
ალუჩა ტყემლის შემოსვლა,
და გაზაფხული მახარა.
უცხო კაცად რომ შემიცნო,
შერცხვა და თავი დახარა.
შერცხვა და თავი დახარა.
ალბათ იმაზე დაფიქრდა,
მოვეწონეო თუ არა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ისინი შეხვდნენ ოდესღაც ცხადში,
სადაც არ არის დრო და მანძილი,
სადაც ცხოვრება თავისით გადის,
ასე მარტივი, ასე ნამდვილი.

სადაც არ არის ჟესტი თუ ფრაზა,
სადაც სათქმელი არ იყიდება,
სადაც მზე ჩადის უბრალოდ, ნაზად,
სად არც ომია და არც დიდება.

სადაც არასდროს არაფერს ცვლიან,
სადაც არ არის წვრილმანი საქმე,
სამყაროს კარი აქვთ მუდამ ღია,
რადგანაც უყვართ სიცოცხლე ასე.

სადაც ცხოვრება თავისით გადის,
რადგან არც დროა და არც მანძილი,
ისინი შეხვდნენ ოდესღაც ცხადში
და ეს შეხვედრა იყო ნამდვილი.
ხოოოოდა:ჭირი იქა ლხინი აქა,
ქატო იქა,ფქვილი აქააა.აპაააააა
მაგარი ლექსიააა:=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
შემოღამდება და ვარსკვლავები
ცაზე კენტ-კენტად აენთებიან,
ჩაეძინება დამაშვრალ სოფელს,
ურმულის ხმებიც შორს მიწყდებიან.
მხოლოდ ფიქრები,ჩემი ფიქრები,
არ დაცხრებიან,არ დადგებიან,
მესტუმრებიან შუაღამისას,
გამაღვიძებენ,ამეშლებიან.
წამომაგდებენ სახეტიალოდ,
თან მხლებლებივით გამომყვებიან,
დამატარებენ ტანჯულთა უბნებს
დამაღონებენ,დაღონდებიან.
დამძიმდებიან ხალხის ცრემლებით,
დაიღლებიან,დაოსდებიან,
მიმაცილებენ ჩემს ყრუ ოთახში
და ჩემთან ერთად ატირდებიან.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
უნდა იყო ძალიან
თბილი,
თბილი რომ იყო
უნდა გაგათბოს
სხვამ.
სხვამ რომ გაგათბოს
უნდა იყო ამისი
ღირსი,
ღირსი რომ იყო
უნდა უყვარდე
მას!!!

აი ეგრეა ძმებო და დებოო,აპააა...
=tavfx= =tavfx= =tavfx= =tavfx= =tavfx= =tavfx= =tavfx=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი