|
მოკლედ კიდევ გეტყვით,რომ დიდად არ ვერკვევი აღმოსავლურ ფილოსოფიაში ,მარა ჩემ აზრს მაინც გეტყვი-რაც წაკითხულიდან გამოვიტანე.
ტანტრა-მოგზაურობა შეუცნობელში
\"ტანტრა ინდური წარმოშობის მოძღვრებაა. მისი სრული სახელია ვიგიანა ბხაირავა ტანტრა და ნიშნავს ცნობიერების ფარგლებს გარეთ გასვლის მეთოდს. ტანტრა თავის თავში არ შეიცავს არც მსოფლმხედველობას, არც რწმენას, ვინმეს ან რაიმეს სამსახურს ან თაყვანისცემას, არც ფილოსოფიას, დოგმებს ან მორალს. ეს არის უბრალოდ მეთოდი, გზის მაჩვენებელი მათთვის, ვისაც შეუცნობელში მოგზაურობა განუზრახავს. ამ გზაზე მეგზურები სიყვარული და სიწმინდეა. სიყვარული არა ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, არამედ ისეთი, ქრისტეს სახარებაში რომ არის აღწერილი. ტანტრას სიწმინდეც განსხვავდება ჩვენი წარმოდგენებისგან სიწმინდეზე.\"
ყველა რელიგიაში ყოველი არსი და ქმედება ან კარგია, ან ცუდი,ან წმინდა ან უწმინდური.(ხომ ასეა?)
ახლა რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან: მუსლიმანისთვის ღვინის სმა და ღორის ხორცის ჭამა სიბილწეა, ხოლო მრავალცოლიანობა – არა. ქრისტიანისთვის კი პირიქით. კრიშნაიდისთვის , ხორცის ჭამაც, ალკოჰოლიც, მრავალცოლიანობა უწმინდურობის ნიშანია. სამაგიეროდ,ძროხა და მისი ნაკელია წმინდა-რასაც უარყოფენ იუდეველები. ანუ,ერთი რამ არის მხოლოდ საერთო-რაც კარგია წმინდაა და რაც ცუდია უწმინდური. სინამდვილეში კი,ყველა თავისებურად აღიქვავს ცუდს და კარგს.
ტანტრა საერთოდ არ ანსხვავებს კარგს და ცუდს ერთმანეთისაგან.ესე იგი,თუ შენ ყოფ სამყაროს კარგ და ცუდ ნაწილად, შენ უწმინდური ხარ და თუ არ ყოფ, წმინდანი. უმანკოება – აი რა არის სიწმინდე.
|