↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 67 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined26 Nov 2007
Posts6
კარმა50
OFFLINEPROFILE
შივა (სანსკ. शिव śiva ”კეთილი”) - ინდუისტური სამების (ტრიმურტი) გამანადგურებელი ღვთაება შემოქმედი ბრაჰმას და მფარველი ვიშნუს გვერდით.

თუ ბრაჰმას ფუქნცია უხსოვარ დროში მსოფლიოს შექმნა იყო, ხოლო ვიშნუს მისია ყოველ საუკუნეში იმაში მდგომარეობს, რომ მან თავის მრავალრიცხოვან ატარებად მანიფესტირებულმა ღვთაებრივი კანონი (დჰარმა) აღადგინოს, შივას ბედისწერამ ამდაგვარი ერთმნიშვნელოვანი როლი არ დააკისრა. იგი ინდუიზმის ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი მოვლენაა.

შივა არა მხოლოდ სიცოცხლის და სიკეთის წყაროა, ჰიმალაების მთებში მედიტაციაში მჯდომი ასკეტური იოგი, იგი კოსმოსური ცეკვის დიადი მეფეცაა (ნატარაჯა). მთელი მსოფლიო მისი ექსტაზის ცეცხლში ნადგურდება და ხელახლა შივას მიერვე ნაყოფიერდება,
[URL=http://up.pixgeo.com/out.php/i3457_200pxShivjee.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t3457_200pxShivjee.jpg[/IMG][/URL]

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
\"ინდუიზმი ქადაგებს სულის (ატმანი) უკვდავებას და სხეულის სიკვდილის შემდეგ მის ახალ სხეულში დაბადებას. სხეულის შერჩევა, არსების ხელახალი დაბადების ადგილი, მშობელი, ცხოვრების ხანგძლივობა და მისი პირობები განპირობებულია წინა ცხოვრების ქმედების შესაბამისად, ანუ კეთილი ქმედების - კეთილი კარმის - ”ანაზღაურებაა” მომდევნო ცხოვრების უკეთესი პირობები, ბოროტი ქმედებით - ბოროტი კარმით - ატმანი (სული) იმკის ცხოვრების არახელსაყრელ პირობებს\"

\"ადამიანის სხეულში მყოფი სულის დანიშნულება არა კეთილი კარმის დაგროვებაა, არამედ კეთილი და ბოროტი ქმედებების არარსებულამდე დაყვანა, კარმისა და დაბადებათა ბორკილებისგან განთავისუფლება და ღმერთთან (პერსონალურ ან უპიროვნო ბრაჰმანთან) შერწყმა.\"
NJ MAIKO- რაღაც დავიბენი, შეასაძლებელია იმიტომ რომ არასდროს დავინტერესებულვარ ამ საკითხით და არ ვარ კარგად გაცნობიერებული, მაგრამ ძალიან მარტივი ლოგიკის საფუძველზე ბევრ წინააღმდეგობას ვხედავ. ჩემს მიერ მოყვანილი ორი ციტატა თქვენი პოსტიდან-ურთიერთგამომრიცხავად მეჩვენება. პიველ ციტატაში სული(ატმანი) დაინტერესებულია კეთილი კარმების დაგროვებით, ვინაიდან კეთილი კარმა \"ანაზღაურებაა\" მომდევნო ცხოვრების კეთილი პირობების, ხოლო ბოროტი ქმედებები, შესაბამისად, პირიქით. თანაც ქმედება გაიგივებულია კარმასთან. ამის საპირისპიროდ მეორე ციტატაში ადამიანის სხეულში მყოფი სულის დანიშნულება არ არის კეთილი კარმების დაგროვება, არამედ კეთილი და ბოროტი ქმედებების არარსებულამდე დაყვანაა მისი ამოცანა. ე.ი. აქ სული უპირისპირდება ქმედებებს, რაც პირველ ციტატაში პირიქითაა. თანაც, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მეორე ციტატის პირობებში სული მიაღწევს კეთილი და ბოროტი ქმედებების არარსებულამდე დაყვანას? ე.ი. სულს არ ექნება კარმები, ე.ი. სულს არ ექნება ახალ ცხოვრებაში გადასახლება-დაბადება. ეს კი მოვა წინაარმდეგობაში ინდუიზმთან. საინტერესოა არა???????

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ბაზ მადლობა რომ გამომეხმაურე:)ისე სიმართლე გითხრა დიდად არც მე ვერკვევი, უბრალოდ მაინტერესებს ხალხის რელიგიები და ვკითხულობ,რაზეც უკმაყოფილება გამოითქვა უკვე.

მოკლედ გიპასუხებ შენ კითხვაზე.ლაო ძიმ თქვა,რომ ცისქვეშეთში,როცა შენიშნეს სიკეთე-მაშინ იშვა ბოროტება.როცა შენიშნეს სილამაზე,-მაშინ იშვა სიმახინჯე...

ანუ,მათი გაგებით,როცა ადამიანი კვდება მისი სული გადაინაცვლებს სხვა სხეულში და როგორი პირობები ექნება შემდეგ ცხოვრებაში დამოკიდებულია მის კარმაზე.
და თუ ადამიანში, ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვა \"განეიტრალებულია\" ცუდიც და კარგიც,
გარდაცვალების შემდეგ ის პირდაპირ ღმერთან იქნება.

\"ადამიანის სხეულში მყოფი სულის დანიშნულება არა კეთილი კარმის დაგროვებაა, არამედ კეთილი და ბოროტი ქმედებების არარსებულამდე დაყვანა, კარმისა და დაბადებათა ბორკილებისგან განთავისუფლება და ღმერთთან შერწყმა.\"

\"ოდეს შეიცნეს ცისქვეშეთში:მშვენიერი რომ მშვენიერია:იშვა სიმახინჯეც.ოდეს შეიცნეს ცისქვეშეთში სიკეთე რომ სიკეთეა:იშვა ბოროტებაც.ჭეშმარიტად:ყოფიერი და არყოფნა ერთმანეთს შობს,მძიმე და მსუბუქი ერთმანეთს განწონის,მაღალი და დაბალი ურთიერთს ფლობს,ბგერათა შერწყმა თანხმობას იქმს,წინმავალი და უკანმავალი ერთმანეთს მორჩილებს...\"

P.S.ლაო-ძი (დაო დე ძინი)

\"ბრძენს ნუ სცემთ თაყვანს:და ხალხში მოისპობა შუღლი.ნუ განადიდებთ ძვირფას ნივთებს:და მოისპობა პარვა კაცთა შორის, ნუ წარმოაჩენთ სურვილთა აღსაძრავს: და არ იბობოქრებს ხალხის გული...\"

\"ვინც ბევრს ღაღადებს:მარცხდება.ზომიერებაა ყოველივეს ძირი და ფუძე...\"

\"სჯობს სულაც არაფერი ქმნა და არც სისავსეს მიელტვოდე.
თუ რამე მბრწყინავს დღენიადაგ აბრწყინებ: ფერმკრთალდება.
თუ დარბაზონი განძეულით გაქვს სავსე:არავის ძალუძს მისი დაცვა.
თუ მდიდარნი და დიდებულნი მედიდურობენ:თავად იუბედურებენ თავს...\"

\"ორივე საშიშია,დიდებაცა და დაცემაც,დიდებაც ისეთივე ტვირთია,ვითარცა ხორცი...\"

\"ვინცა მცირედს მიელტვის:ბევრს მოიხვეჭს.ვინცა ბევრს მიელტვის,მცირედსაც დაჰკარგავს...\"

\"დადუმდი და დამორჩილდი ბუნებითობას.დუმილი შეიქმს ქვეყნად თანხმობას...\"
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
ბუდიზმი გაინტერესებს მაიკო?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
არა მარტო ბუდიზმი ქეშ,საერთოდ ყველა რელიგია მაინტერესებს .

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
კარგია, მეც მაინტერესებს და ხშირად ვეცნობი ხოლმე მათ განსაკუთრებით საინტერესოა აზიური რელიგიები იქ სხვადასხვა სექტანტური განშტოებებია.რათქმაუნდა ჩემთვის რა მისაღები მაგრამ საინტერესო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
კი გეთანხმები:)საინტერესო - მაგრამ მიუღებელი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
რომელიღაცა განშტოებაა კრიშნაიდების ტაილანდშია ძირითადათ, ტრანსში შედიან და რაღაც საზიზღრობებს იყრიან სხეულში და ისე ადიან მთაზე გამოქვაბულში. ერთხელ ვნახე მაგ რიტუალი მთელი ქუჩები გატენილი იყო მსგავსი რაღაცეებით.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
ლაო-ძი

სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ლაო-ძი (დაო დე ძინი)

\"ლაშქარი-უბედურების წყაროა.ქველი მხედართმთავარი არ ლაშქრობს.ლაშქრობს მხოლოდ მაშინ:ოდეს საომრად აიძულებენ.მშვიდობა და სიქველე:აი მისი უზენაესი საფუძველი.იგი ჭმუნავს გამარჯვების ჟამს.
ვინცა ზეიმობს გამარჯვებას:ზეიმობს კაცთა კვლას.ვინცა ზეიმობს კაცთა კვლას:ვერ ეღირსება ქვეყნად სიკეთეს.
მშვიდობის დროს იმას მიაგებენ პატივს:ვინცა ჩრდილს მიელტვის,ომის დროს იმას მიაგებენ პატივს:ვინცა დიდებას მიელტვის.
მხედართმთავარი ჩრდილში გამდგარა.გამარჯვებას-ხელმწიფე ზეიმობს.მხედართმთავარი მწუხრს გარემოუცავს:გვამთა ზეიმს ყურობდეს თითქო.
ტირილი გვმართებს კაცთა კვლის ჟამს.მჭმუნვარება გვმართებს გამარჯვების ჟამს.გლოვა გვმართებს გვამთა ზეიმის ჟამს.\"

\"ვნებათა უარყოფას სიმშვიდე მოაქვს,სიმშვიდე კი-სამყაროს თანხმიერებას შეიქმს\"

\"ნუ იბრწყინებ ვითარცა ბრილიანტი,იყავ უბრალო,ვითარცა ქვა\"

\"კაცნი დიადობენ,ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან,ოდეს დიადობენ.\"

\"ვინცა მცირედს კმარობს:მადლიერია და ხარობს.\"

\"ო,უბედურებავ,შენ ძირი ხარ ბედნიერების.ო,ბედნიერებავ,შენ ძირი ხარ უბედურების.\"

\"ყოვლადბრძენი ჯვალოთია შემოსილი,შიგნით კი-განძითაა დაგანძული.\"

\"ვინცა ბრძენია და თავი უმეცრად მოაქვს:ზნემაღალია.ვინცა უმეცარია და თავი ბრძენად მოაქვს:სნეულია.\"

\"ნუ დაამწუხრებთ სხვის ცხოვრებას და თქვენიც აღარ დამწუხარდება.\"

\"ჭეშმარიტებას არ სჭირდება ღაღადი.\"

\"ჭეშმარიტი სიტყვა არ არის ლამაზი.ლამაზი სიტყვა არ არის ჭეშმარიტი.\"

\"ზნემაღალი კაცი არ დაობს.ვინც დაობს,არ არის ზნემაღალი.\"

\"ბრძენი სიბრძნეს ფლობს და დუმს.უმეცარი უმეცრებას და ღაღადებს.\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ვააა,საღოლ ქეშ,კარმა ჩემგან:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
NJ_Maiko wrote:
ციტატა:
ვააა,საღოლ ქეშ,კარმა ჩემგან:)

მადლობთ გენაცვალე. =ko= და რადგანაც ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას აი სჰენც კარმა:side:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
NJ MAIKO-NJ მაფიქრებინებს, რომ შენთან დღე დაიწყო, დილამშვიდობის. შესაძლებელია, ბევრი ისეა გადაღლილი სერიოზული საკითხებით აღარ უნდა კიდევ უფრო მეტად დაიტვირთოს. მე კი, სიამოვნებით განვიხილავდი ზოგიერთ საკითხს. კამათი და გარკვევა უფრო მაინტერესებს, ვიდრე მხოლოდ სხვა და სხვა ავტორების სტატიების ავტომატური გადმობეჭვდა. მხოლოდ საიტი რომ მივანიშნოთ-იქაც წავიკითხავთ და ვიმსჯელებთ. ცუდი წამოწყება არ არის.

ეხლა რაც შეეხება ჩვენს პოსტებს, რომელსაც თანდათან დიალოგის ფორმა ეძლევა .
თუ \"არარსებულამდე დაყვანა\" ნიშნავს \"განეიტრალებას\" და არა \"არქმედებას\", მაშინ შეიძლება ეს წინააღმდეგობა არ შედგება და სული ღმერთს/პერსონალურ ან უპიროვნო ბრაჰმანს/შეერწყმება. აი აქ კი, უკვე სხვა პრობლემა წარმოიშვება . რა მიზანი აქვს სულს/ატმანი/-ღმერთთან შერწყმა თუ ხელმეორედ დაბადება? თუ ხელმეორედ დაბადებაა-კარმების აუცილებლობა არსებობს, და რასაკვირველია დადებითი კარმებისა.
თუნდაც \"არარსებულამდე დაყვანა\" ნიშნავდეს \"განეიტრალებას\", რაც თავის მხრივ გულისხმობს ცუდი და კარგი კარმების არსებობას, მაგრამ ბალანსირებულ კონდიციაში-თანაფარდობაში, ე.ი. ძნელი განსასაზღვრელი იქნება იქნება სულის ხელმეორედ დაბადების შემთხვევაში როგორი ცხოვრება ერგება მას-კარგი თუ ცუდი, რადგან კარმათა განეიტრალების შემთხვევაში უცნობია კარმის გარდა კიდევ რა კრიტერიუმი არსებობს მისი მომავალი ცხოვრების ხარისხის განსაზღვრისათვის.რასაკვირველია, ეს იმ შემთხვევაში თუ სულის ამოცანაა დაიბადოს ხელმეორედ და არა შეერწყას ღმერთს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
NJ MAIKO- P.S.კიდევ საინტერესოა, \"ცისქვეშეთი \" საწყისია თუ დასასრული სულისთვის /ატმანი/?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
მოკლედ კიდევ გეტყვით,რომ დიდად არ ვერკვევი აღმოსავლურ ფილოსოფიაში ,მარა ჩემ აზრს მაინც გეტყვი-რაც წაკითხულიდან გამოვიტანე.

ტანტრა-მოგზაურობა შეუცნობელში

\"ტანტრა ინდური წარმოშობის მოძღვრებაა. მისი სრული სახელია ვიგიანა ბხაირავა ტანტრა და ნიშნავს ცნობიერების ფარგლებს გარეთ გასვლის მეთოდს. ტანტრა თავის თავში არ შეიცავს არც მსოფლმხედველობას, არც რწმენას, ვინმეს ან რაიმეს სამსახურს ან თაყვანისცემას, არც ფილოსოფიას, დოგმებს ან მორალს. ეს არის უბრალოდ მეთოდი, გზის მაჩვენებელი მათთვის, ვისაც შეუცნობელში მოგზაურობა განუზრახავს. ამ გზაზე მეგზურები სიყვარული და სიწმინდეა. სიყვარული არა ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, არამედ ისეთი, ქრისტეს სახარებაში რომ არის აღწერილი. ტანტრას სიწმინდეც განსხვავდება ჩვენი წარმოდგენებისგან სიწმინდეზე.\"

ყველა რელიგიაში ყოველი არსი და ქმედება ან კარგია, ან ცუდი,ან წმინდა ან უწმინდური.(ხომ ასეა?)

ახლა რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან:
მუსლიმანისთვის ღვინის სმა და ღორის ხორცის ჭამა სიბილწეა, ხოლო მრავალცოლიანობა – არა. ქრისტიანისთვის კი პირიქით.
კრიშნაიდისთვის , ხორცის ჭამაც, ალკოჰოლიც, მრავალცოლიანობა უწმინდურობის ნიშანია.
სამაგიეროდ,ძროხა და მისი ნაკელია წმინდა-რასაც უარყოფენ იუდეველები.
ანუ,ერთი რამ არის მხოლოდ საერთო-რაც კარგია წმინდაა და რაც ცუდია უწმინდური.
სინამდვილეში კი,ყველა თავისებურად აღიქვავს ცუდს და კარგს.

ტანტრა საერთოდ არ ანსხვავებს კარგს და ცუდს ერთმანეთისაგან.ესე იგი,თუ შენ ყოფ სამყაროს კარგ და ცუდ ნაწილად, შენ უწმინდური ხარ და თუ არ ყოფ, წმინდანი. უმანკოება – აი რა არის სიწმინდე.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 67 posts ] 
დესპანი