↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ვუძღვნი ყველა ემიგრანტს და ვისურვებდი მენახა ისეი ბედნიერი საქართველო რომ ყველა თქვენთაგანის დაბრუნების სიხარულით ყოფილიყოს სავსე.

\"აიი, ეხლა მერცხლების ამბავი უნდა გიამბოთ:

-ეეეჰ, წასულან ხედავ მერცხლებიც?!
- რაღა დროსია.
- არა, ჯერ, არ წასულან.. ტყეში გავიდოდნენ, ჯერ.
-რა ტყეში.. ბუდე ცარიელია, ცაც.. ბეღურებიც რაღაც დაგუნდავებულები არიან, სულ ერთად ერთად მიდიან და მოდიან..
- სანამ სულ გაფრინდებოდნენ მერცხლებმა სოფლის გარეთ, ტყეში იციან თავის მოყრა.. მერე რამდენიმე გუნდად გაიყოფიან და ასე გადაფრინდებიან სხვა ქვეყანაში.
- ჭკუას ატანენ, მე კი აგერ უკვე მესამედი ვარ საუკუნისა, ისევ მიქრიან.. ჰი, ჰი..
- აქ, ხო იცი გასამრავლებლად რომ მოდიან..
- მარტო გასამრავლებლად?
- ხო, იქ ძალიან ცხელა და სიცხეში ვერ მრავლდებიან..
- მეგონა, მხოლოდ სიცივე ახშობდა გრძნობებს.
- მერე, ოკეანეს როცა გადაუფრენენ, გემებზე ისვენებენ.. მიჰყვებიან დეპორტირებულებივით, უბილეთო ემიგრანტებივით..
- როცა გემები იძირებიან?
- ამიტომაც რამდენიმე გუნდად მიდიან..
- უკან რატომღა ბრუნდებიან?
- შენ ხომ ელი? მეც ველოდები ხოლმე.. აბა, პაპის დღიურში ჩაიჭყიტე.. 1960-1983 წწ. 14 მარტი მოფრინდნენ, 16 სექტემბერი გაფრინდნენ.
- ჩვენი მოლოდინი აბრუნებთ ჩვენთან.
- რა ვიცი... მე კი მგონია, რომ აქ, ყველაზე ლამაზია ცა.. აი, ასეთი ღრუბლები თეთრიიი, დიიდიი, ნაღებივით ტკბილი, მამის ხელივით თბილი სხვაგან არსად არ არის.. ცის მონატრება აბრუნებთ.. მზის.
- დაბრუნდებიან!
- ჰო, მერცხლები, ჰო..

© ნატა ვარადაშვილი\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
იასამანი

\"რადგან აკოცა იმას ამანო_
მეც შემიყვარონ, დროა სანამო\"..._
ნატვრა გამანდე და აქვითინდი
შენ, თოვლისფერო იასამანო.
ვინ დააბრკოლებს ნიავს სამარით,
თუნდ ტრფობა იყოს დია სანანი
და დღესაც, როცა თვალს მიხვევს ბინდი,
ერთ სიზმარს ვხედავ: იასამანი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
იასამანი

\"რადგან აკოცა იმას ამანო_
მეც შემიყვარონ, დროა სანამო\"..._
ნატვრა გამანდე და აქვითინდი
შენ, თოვლისფერო იასამანო.
ვინ დააბრკოლებს ნიავს სამარით,
თუნდ ტრფობა იყოს დია სანანი
და დღესაც, როცა თვალს მიხვევს ბინდი,
ერთ სიზმარს ვხედავ: იასამანი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ნუ გწამს გაღმელი ბატონი,
ნუ სდევ მასონთა ბანდასა,
თურაშაულის პატრონი
ტყეში დავეძებთ პანტასა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვფიცავ ამ ცას,მთას და მდელოს,
ხვალვე მიწა მომაყარონ,
ოღონდ ჩემი საქართველოს
გადარჩენო მომახარონ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
კოქტეილი: რომი&კივი

მე დამჭირდება კვირაში შვიდჯერ შვიდი პორცია დასათრობად ტანგო რომ-კივის,
რომ არ გავგიჟდე წარსულისგან, რამეთუ უკვე საკუთარი აწმყოც მომკივის_
მე გავლოთდები!ვერ ვირწმუნებ საცოდავ ზღაპარს, რომ დაბანა ფეხი დრომ ტკივილს
და დამჭირდება კვირაში შვიდჯერ
შვიდი პორცია დასათრობად
_ტანგი რომ-კივის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
პრეზიდენტობის
მსურველები
ბლომად გვყოლია,
სკამს უმიზნებენ
ზოგი -მართლა,
ზოგი-ხუმრობით,
ენაცვლებიან
ეკრანებზე,
ერთიმეორეს,
ტრაგიკულები
თავიანთი
კომიკურობით.....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
21 საუკუნის პოეზია

წავიდა, მოვიდა, ისევ აქ დგას.
საერთოდ იყო წასული?! :(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
21 საუკუნის პოეზია

რა თქვენი საქმეა ჩემი შეფასება.
მე საუკუნეებმა უნდა შემაფასოს! :( :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Jul 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჰო,პიკასო,რა ჩვენი საქმეა:( მაგრამ საუკუნეებმა კი არ უნდა შეგაფასოს, არამედ შეგაფასონ=sher=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
odishelka wrote:
ციტატა:
ჰო,პიკასო,რა ჩვენი საქმეა:( მაგრამ საუკუნეებმა კი არ უნდა შეგაფასოს, არამედ შეგაფასონ=sher=

მე მგონი გამართული ქართულით წერია \"მე საუკუნეებმა უნდა შემაფასოს\" თუ არა მე მაინც ასე მირჩევნია. დედანში ასეა შემაფასოს=lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= შევთანხმდით?=sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
საუკუნეებმა უნდა შემაფასონ_ასე უფრო გამართულია ჩემი აზრით. როგორც წესი, უსულო საგნების მრავლობითში ხმარების დროს ზმნა არ გადადის მრავლობითში და მხოლობითში რჩება, ანუ \"საუკუნეებმა უნდა შემაფასოს\", მაგრამ არსებობს პოეტური ხერხი გაპიროვნება, როცა უსულო საგნებს სულიერთა თვისებები მიეწერება, ამიტომ \"საუკუნეებმა უნდა შემაფასონ\" უფრო მოქნილი ნათქვამი იქნებოდა. ისე კი დიდი უცნაური ლექსია, დედანი ახსენე, პიკასო, ვისია?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
=lol= =lol= =lol= მე წამომცდა=lol= =lol= =lol=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
OK.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ვის ერჭობა ეს ჩემი 11 კარმა ასე მწარედ გულზე ეგრევე 10-ზე რო ჩამოვყავარ. ღმერთმა ეს 10-ც მშვიდობაში მოგახმაროს. შენთვის მიჩუქნია, დიდი სიყვარულით. :)

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი