↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
გალაკტიონ ტაბიძე

დროშები ჩქარა

გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა,
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!

დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები... დროშები... დროშები ჩქარა!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
გალაკტიონ ტაბიძე

მე და ღამე

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარქმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იჩილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ათოკებს ჩემს სარქმლის წინ იასამანს.
ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.
დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ კვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიკრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიგრმეში მოვათავსე.
მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარქმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ჩვენ ვალაპარაკეთ გულები,
სტყუოდი, მეჩვენე მართალი,
შენ მზეს წააგავდი სრულებით,
მე ტანში მყინავდა ზამთარი.

ეს მოხდა სულ ერთი წამით,
გესროლე ღიმილი წმინდა,
დამტოვე და მთელი ღამით,
გადაუღებლად წვიმდა.

მირზა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
გული სიკეთით მოვქარგე,
სული მაქვს ვარდთა მთოველი,
სიყვარულს მეპირებიან
გრძნობები დაუცხრომელი.
მიხარის თქვენთან სიცოცხლე
ყოფნაც მალაღებს თქვენთანა,
ღვთის სადიდებელს ვმღერივარ
მოყვარესთან და მტერთანა.
ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ
გულ-მკერდზე ვკოცნი ქვეყანას,
მიხარის ღიმილიანი
ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა.

გოდერძი ჩოხელი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Oct 2007
Posts58
კარმა51
OFFLINEPROFILE
ანა კალანდაძე

შეყვარებულნი ოდეს ქარები...

იასამანი სველ კიბეებთან
რაზე ფიქრობდა?
მისი გაძრცვილი რტო, უყვავილო,
ქარს არ მიჰქონადა...
გულდახურული
მისი რტოები
თავს ძირს იხრიდნენ...
შეყვარებულნი ოდეს ქარები
მუხლს არ იყრიდნენ...
უკვე ზიზღი და სიცივე კრთოდა
მათი თვალებით...
როგორ გულგრილად,
ო, რა გულგრილად
ქროდნენ ქარები...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Oct 2007
Posts58
კარმა51
OFFLINEPROFILE
ეს ვედრება შიშველი -
მეუცხოვა მე გვიან,
ღამე, ვნებით შეშლილი,
ყელზე გადამეხვია.

თეთრი შუქი ინთება
ჩემი სულის და ვარდის.
ო, ტირილი მინდება,
შენთან უხმოდ დავარდნილს.

მე თანდათან ვყვითლდები
და ჩემი თმაც ძირს ცვივა.
დაო, ნუ შეწუხდები,
თუ წამების ღირსი ვარ.

ჩუმად ძინავს გულს ტყეში
სევდის ლურჯი ოდებით.
და თბილისის კუთხეში
სადმე ღამით მოვკვდები.

ტერენტი გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
ფრთხილად ხელი არ შეახო ჩემს დაფარულ გულის ძგერას,
გული იგი არ დაინდობს შენს უმანკო ბედისწერას!
ფრთხილად, ფრთხილად! დაუკვირდი ჩემს ქცევას და თვალთა ცქერას
და ნუ ცდილობ თვალებიდან საიდუმლოს გადაწერას.
საიდუმლო, რომლის ტკივილს განიცდიდა მარად გული,
საიდუმლო, რომლის სევდამ გადმოღვარა სინანული.
საიდუმლო, რომლის გესლი სირცხვილივით მდევდა, მდევდა...
საიდუმლო, რომლის სიღრმეს ვერ დაიტევს შენი სევდა!
ო, ამ მწარე საიდუმლომ თავგანწირვა შექმნა მწარე
და ამოსწვა ჩემი სული, ერთხელ წმინდა, მოელვარე...
და ამოსწვა სული, მაგრამ, შეუერთდა თვით ალს ნაქსოვს,
თვით დაიწვა და არ ვიცი, ეხლა მახსოვს თუ არ მახსოვს...
მე არც ვნანობ, იგი მიღირს თვით სიკვდილად, თვით სიკვდილად:
ჩემს დაფარულ გულის ძგერას, ნუ შეარხევ... იყავ ფრთხილად!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის ვისაც ვფიქრობ
მე დღეს არ გნაღვლობ, დაე ვცდებოდე,
ავადმყოფ გულს სურს რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
როს \"არას\" ნაცვლად - ამბობდი \" ალას\",
როცა შენ ხმაში აპრილი ჟღედა:
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ \"ნანას\" -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში, როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენტან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.

ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენ სიცოცხლეში იმედს ვინ ხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუ კი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
che wrote:
ციტატა:
როს \"არას\" ნაცვლად - ამბობდი \" ალას\",
როცა შენ ხმაში აპრილი ჟღედა:
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ \"ნანას\" -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში, როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენტან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.

ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენ სიცოცხლეში იმედს ვინ ხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუ კი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა.

სად იპოვე ჩე ეგ ლექსი? მესამე კლასში ვისწავლე კარგად მახსოვს. სკოლის პროგრამაში იყო შეტანილი=ko= გაიხარე, ბავშვობა გამახსენდა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვიცი, ეს ფიქრი სხვასთან არ მივა,
და ვიცი ახლა ხშირად მახსენებ.
შენ ჩამოგშორდი და მე მკვდარი ვარ,
ძვირფასო,მოდი და გამასვენე.
მოდის ცხოვრება-კორიანტელი,
ნუთუ შენ მაინც არ გამახარებ.
ჩემს წინ გაჩერდი,როგორც სანთელი
და გულზე მიწა შენ დამაყარე.
ვიცი,ეს ფიქრი სხვასთან არ მივა,
და ვიცი,ეხლა ხშირად მახსენებ.
შენ ჩამოგშორდი და მე მკვდარი ვარ,
ძვიფასო, მოდი და გამასვენე.

ტ. გრანელი
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ქრიან ფიქრები-თეთრი და შავი,
და ეს დღეები სახეს მიცვლიან,
ეხლა ხომ დროა მოვიკლა თავი
მეტის მოთმენა არ შემიძლია.
მე ვერ მიშველის თვით ჩემი ლექსი,
თვით ჩემი ლექსი-სისხლის რვეული,
პოეზიაში ვარ უდიდესი,
და ცხოვრებაში გზააბნეული.

ტ.გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ყელი-ბროლის,
მკერდი-ფიქლის,
თვითონ მიზეზი ხარ ფიქრის,
თუ შენს გამო გიჟი არ ხარ,
ყოველ შემთხვევაში მიქრის.
საზიზღარი ვიღაცა ვარ,
შენ კი ნატეხი ხარ ჯიგრის.
ან მე მოვალ,
ან შენ მოდი,
დრო ვერ ხედავ როგორ მიქრის?

ტ.ჭანტურია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
იწვის წიგნები და ბარათები
ღაწვზე-თხიერი...
მიტოვებულიც,ნაღალატევიც
ხარ მშვენიერი!
იყუჩე! გაცვლა კაციდან სხვაზე_
ადვილად ითქმის!
ბევრს ვერას იტყვის მშვენიერ ქალზე,
ვერაფერს თითქმის!
იყავი შენში დარწმუნებული
თვალზე თხიერით,
გამტყუნებულიც,დაწუნებულიც
ხარ მშვენიერი!
ის არ წასულა თავის ნებით
არც ჰაიჰარად,_
თავს დაეღვარა ალერსი,ვნებით-
ზღვამ წაიყვანა...
მეც ზღვა მომესმის განმძვიმებული_
ზღვა შენმიერი...
სხვაზე გაცვლილიც,დამცირებულიც
ხარ მშვენიერი!
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
მახსოვს პირველი ფანტელები ცას როგორ მოწყდა,
მახსოვს მომთხოვე პირველ ფანტელზე პირველი კოცნა...
ახლა ტოვლია...წელს პირველად მოვიდა თოვლი,
მაგრამ შენ სად ხარ?-შორს წახვედი თოვლივით ცივი!
წელს კიდევ გელი...პირველ თოვლზე კოცნა მწადია,
მხოლოდ ფიფქები მიკოცნიან სახეს ნაღვლიანს!..

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი