↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
"დაბრუნდებიან ბუდეს მერცხლები"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 47 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined01 Jun 2007
Posts48
კარმა50
OFFLINEPROFILE
:ura:ემიგრანტებო არ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას? ვისაუბროთ უცხოეთიდან დაბრუნებულ ყმაწვილკაცობ/ქალობას რა პერსპექტივები აქვს გურჯისტანში

:bw:საქართველოვ მარად და ყველგან ჩვენ ვართ შენთან!!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
მაგაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ , იცოდეთ სამშობლოზე უკეთესი არაფერი არიარის ამ დედამიწაზე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
დღევანდელ საქართველოში დაბრუნება არც ღირს, ამ ეტაპზე მაინც. მე ასე ვფიქრობ, მასიური უმუშევრობაა, ახლა მე სადაც ვმუშაობ 50% შემცირებაა, ყოველი მეორე უმუშევარია, რუსეთიდან რომ დეპორტირებული ქართველები ჩამოიყვანეს, ნეტა ვუინმემ მითხრას რით დაასაქმეს, ეგ კი არადა , ტელევიზორში აჩვენეს ამის წინ, როგორ უჭირთ. ახლა კიდევ, პრეზიდენტი რომ იყო საფრანგეთში, დაპატიჟა ქართველები ჩამოდითო, რა სასაცილოა, უმუშევრების არმიას უნდა შეუერთოს ეტყობა.

საქართველოზე კარგი არსად არ არის, გეთანხმებით, გუშინ პატრიქრქიც ამბობდა წირვაზე, რომ საქართველოს ღვთის განსაკუთრებული მადლი აქვს, რომ არსად არცერთ ქვეყანაში იმდენი წმინდანი არ არის, რამდენიც ჩვენთან, ჩვენ ერთ დღეს ვიხსენიებთ 100 000 წმინდანს, რომ დახოცეს სარწმუნოების გამო, მასმადიანებმა, ასი ათასი ერთად აღებული არ ყავს მთელს საქრისტიანოს, ჩვენს ქვეყანას ღმერთი რომ არ ეხმარებოდეს, აღგვილი ვიქნებით მიწისაგან პირისა.

ამ მთავრობის ხელში, ნამდვილად არ ღირს ჯერ დაბრუნება. მაგრამ , რა თქმა უნდა, ბოლოს სამშობლოში უნდა დაბრუნდე,
მოძლიერებული და წელში გამართული.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
რა პერსპექტივები უნდა ჰქონდეთ, 25 წლის ზემოთ ასაკის ხალხს არავინ იღებს სამსახურში.

დავბრუნდები ალბათ, პენსიაზე რომ გავალ :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined20 Mar 2007
Posts97
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე სექტემბერში ვაპირებ საქართველოში ჩასვლას, მონატრებულის მონახულებას, მართალია ჯერ-ჯერობით ცოტა ხნით.
ერთი იდეა შემომიჩნდა ამ ბოლო დროს. ამასწინ ჩემს ნათესავებს საქართველოში გავუზიარე და იმათ მომიწონეს ჩანაფიქრი. ჩვენ დიდი ლიახვის ხეობიდან, სამაჩაბლოდან ვართ და იქ ამ ბოლო დროს დაწყებული პროცესები იმედს მისახავს, რომ ბოლოს და ბოლოს ჩემი სანატრელი კუთხეც ამოისუნთქავს, განთავისუფლდება 'რუსული ჩექმისაგან'. ეს რომ მოხდება აი მერე ჩემი პროფესიის ადამიანები საჭირონი, აუცილებელნი იქნებიან იქ. ხოდა მე გადავწყვიტე წავიდე სამაჩაბლოში. სამსახურს ანუ სამუშაო ადგილს მე თვითონ შევქმნი და არა მხოლოდ ჩემთვის ისევე, როგორც შევქმენი აქ, რუსეთში. ხო მართლა, დამავიწყდა მეთქვა. მე განათლებით ფსიქოლოგი ვარ.

თქვენი აზრი მაინტერესებს. როგორ მოგწონთ, იქნება არ მოგწონთ ჩემი ჩანაფიქრი?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
თაკო,
მშვენიერი და დიდებული აზრია, ნეტა თქვენნაირად ყველა ფიქრობდეს. გაიხარე ჩემო კარგო, სულ ასე ხომ არ იქნება ეს ქვეყანა,

გკოცნი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჯერ ახალი ჩამოსული ვარ,დაბრუნებით რა თქმა უნდა დავბრუნდები გმერთმა ნუ მაყურებინოს უცხოელებს მთელი ცხოვრება. :dn: :co:ყველას გისურვებთ მალე დაბრუნებას საქართველოში,ჩვენს საქართველოში დაბრუნებას გაუმარჯოს! :az: :ura:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
თქვენს დაბრუნებას და ჩვენს დახვედრას ჩემო კარგო :az:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
მონატრებული

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Jun 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე ვბრუნდები ყველა ვარიანტში...ოღონდ...
როცა ისეთი ექიმი ვიქნები, როგორიც ჩაფიქრებული მაქვს ;)
მოკითხვა ყველას...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
მე დავბრუნდები მალე. და აღარ დავტოვებ საქართველოს არასდროს. ყოველ შემთხვევაში ასე მინდა რომ იყოს. )) მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. ))

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined19 Jun 2007
Posts20
კარმა58
OFFLINEPROFILE
ჯერ აზრი არანაირად არ აქვს დავრუნებას

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts39
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე თურქეთში ვმუშაობ და არ ვთლი რომ წასული ვარ, რადგანაც ყოველ სამ თვეში ჩავდივარ საქართველოში, გავილი გამოვივლი და ისევ მოვდივარ თურქეთში. თქვენ რას მეტყვით?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts225
კარმა52
OFFLINEPROFILE
asdf წერს:
მე თურქეთში ვმუშაობ და არ ვთლი რომ წასული ვარ, რადგანაც ყოველ სამ თვეში ჩავდივარ საქართველოში, გავილი გამოვივლი და ისევ მოვდივარ თურქეთში. თქვენ რას მეტყვით?
თვენ თუ სამთვეში ერთხელ გაივლ-გამოვლით ჩვენი ქალაქის ქუჩებში, ღმერთს ვთხოვ ყველა ემიგრანტს შეეძლოს მსგავსად.
:p

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 Jul 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
სულ 4 თვეა რაც წამოვედი საქართველოდან,დარჩენით 1 წელი ვრჩები მარტო,მაგრამ უკვე ისე მენატრება ჩემი ქვეყანა,რომ ერთი სული მაქვს როდის წავალ და მერე სხვაგან ფეხის გამდგმელი არ ვარ,შეიძლება ვინმემ დამცინოს კიდეც,მაგრამ ასეა და რა ვქნა.ისევ ჩემი ქვეყნის სალი კლდეები მირჩევნია სხვა ქვეყნის სამოთხეებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 47 posts ] 
"დაბრუნდებიან ბუდეს მერცხლები"
დესპანი