|
დღევანდელ საქართველოში დაბრუნება არც ღირს, ამ ეტაპზე მაინც. მე ასე ვფიქრობ, მასიური უმუშევრობაა, ახლა მე სადაც ვმუშაობ 50% შემცირებაა, ყოველი მეორე უმუშევარია, რუსეთიდან რომ დეპორტირებული ქართველები ჩამოიყვანეს, ნეტა ვუინმემ მითხრას რით დაასაქმეს, ეგ კი არადა , ტელევიზორში აჩვენეს ამის წინ, როგორ უჭირთ. ახლა კიდევ, პრეზიდენტი რომ იყო საფრანგეთში, დაპატიჟა ქართველები ჩამოდითო, რა სასაცილოა, უმუშევრების არმიას უნდა შეუერთოს ეტყობა.
საქართველოზე კარგი არსად არ არის, გეთანხმებით, გუშინ პატრიქრქიც ამბობდა წირვაზე, რომ საქართველოს ღვთის განსაკუთრებული მადლი აქვს, რომ არსად არცერთ ქვეყანაში იმდენი წმინდანი არ არის, რამდენიც ჩვენთან, ჩვენ ერთ დღეს ვიხსენიებთ 100 000 წმინდანს, რომ დახოცეს სარწმუნოების გამო, მასმადიანებმა, ასი ათასი ერთად აღებული არ ყავს მთელს საქრისტიანოს, ჩვენს ქვეყანას ღმერთი რომ არ ეხმარებოდეს, აღგვილი ვიქნებით მიწისაგან პირისა.
ამ მთავრობის ხელში, ნამდვილად არ ღირს ჯერ დაბრუნება. მაგრამ , რა თქმა უნდა, ბოლოს სამშობლოში უნდა დაბრუნდე, მოძლიერებული და წელში გამართული.
|