↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
მიყვარხარ ძლიერ...ძლიერ,
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი ქერა თმის ბუჩქი
ამ თეთრი შუბლის სერი,
თვალები_ გიშრისფერი,
ლოყები_ვარდისფერი.
შენი თითები მიყვარს_
ორი პატარა თათი,
ო,იცი როგორ მიყვარს
ოდნავ შეხება მათი?!
ო,იცი როგორ მიყვას
გამოუთქმელი ენით_
შენი გრძნობების სიღრმე
სულის სიმაღლე შენი!
მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი ღიმილიც ფართო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,
შენი კისკისიც მათრობს.
მე შუქი მიყვარს შენი
რა არის მისი ფასი,
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ...ძლიერ,
მთელი გრძნობით და ძალით,
მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის,
ძილსიც ჩემთან ხარ სიზმრად
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის
შენი ხმა არის ისიც,
შენთვის მივსწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის
შენთვის მწვერვალებს დავთმობ,
შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს
შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს,
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ...ძლიერ,
მიყვარხარ ცხადად,მალვით,
როგორც აროდეს არვინ
არ ყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლია თითქმის,
შენ ერთს გეკუთვნის ყველა,
რაც სიყვარულად ითქმის.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ...ძლიერ...
ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს_
ის შენ გეკუთვნიდ მარტო,
ისე შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არის,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე კარგო.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Dec 2007
Posts138
კარმა51
OFFLINEPROFILE
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოთ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა

\"კაცის\" გული ისეთია
ვით მორევი შავი ზღვისა
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა\"

დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!

დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!

დაუკარით და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!

დაუკარით და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined21 Oct 2007
Posts86
კარმა50
OFFLINEPROFILE
ისე ლურჯი ცაც ვერ არის
აღარ ვამბობ მეტს,
შენი ტანჯვის მაცქერალი
ტანჯული ვარ მეც.
რამე შეცვლი განა ხვალ-ზეგს
პირქუშ ჯვარცმულ დროს?
შენი ცრემლის დანახვაზე
გულში დარდი თოვს.
მძიმე ხვედრის ვერმოთმენა
დამაწყევარს,მტერს,
გადაწურო შენ რო რწმენა
მეც ჩავიქნევ ხელს.
ვალში არვის აღარ ვრჩები
რწმენით ვკურნავ შხამს,
ჩვენ რო მართლა გადავრჩებით
წრფელი გულით მწამს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია,
თვალთ-წინ დამიდგეს ლამაზი,
ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,
დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,
გადავერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს
სიკვდილი მიჯობს ცდაშია,
ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია!

ვაჟა-ფშაველა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
განა იმისთვის ვეწამე ამდენს,
რომ განშორება მეგლოვა ბოლოს,
შენი თვალები ალუბლებს გავდნენ,
მეც ალუბლები მიყვარდა მხოლოდ.

მჯერა ნიავიც ამაოდ ქროდა,
არ მსურს ამაოდ ვარსკვლავი ვთვალო,
შენ ღვინისფერი თვალები გქონდა,
მეც შავი ღვინო მიყვარდა ქალო.

ჩვენ თვითონ ვნახეთ ბავშვი მოცარტი,
ფერად ყვავილებს ფანტავდა ქარში,
იღიმებოდა და საოცარი,
მე ცისარტყელა მიყვარდა მაშინ.

ვინ იცის მოვა შხაპუნა კიდევ?
ვიცი ერთხელაც იქნება გვიან...
მე შენმა ზეცამ ცვარი მაპკურა,
მე უშენოდაც მიჯნური მქვია

ალექსანდრე საჯაია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მურმან ლებანიძე
* * *

ვშლი,
ვფურცლავ,
ედგარს,
კიპლინგს,
ბაირონს -
(აქ პოეზია ნაირნაირობს!)

მიუსეს,
ვერჰარნს,
ვიიონს,
ბოდლერს -
(აქ პოეზია სხვადასხვას ჰგოდებს!)

ძველებს -
ხაიამს,
ნიზამის,
ჰაფიზს -
(აქ პოეზია აბრეშუმს გვაფენს!)

ახლებს -
პოლ ვალერს,
ელიოტს,
ლორკას -
(აქ პოეზია სხვა ცეცხლით ბორგავს!)

რამდენი -
ოქრო,
რამდენი -
ვერცხლი,
გულის რამდენი ნამდვილი რეჩხი!

ბლოკს,
საფოს,
მისტრალს,
მარინას,
ბელლას -
ბოლოს რიგრიგად გადავდებ ყველას,

დავწვდები
ტატოს,
დავწვდები
გალას,
გადავშლი
ლადოს,
გადავშლი
ანას -

შენ, შენ! მაინც შენ, ქართულო წიგნო,
ბოლოს შენ გაგშლი, შენ გაგშლი, ვინძლო
საკუთარ სიტყვის ფერი და ხორცი,
საკუთარ სისხლის თქრიალი ვიგრძნო!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
სიყვარულის კამიკაძე

ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი -
რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული.
არრა მაბადია გარდა ლექსების და
გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო.

ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით -
ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები...
შენი ფანჯრებიდან ისმის \"ამაპოლა\",
გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება!

მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი
განცდა მეუფლება: მტრული გაციებით,
ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირად
იყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით.

და მეც გილოცავდი, შენთვის მოგონილებს,
დღეებს - სასწაულებს, ისე უცნაურად...
ახლა შენს სარკმელთან ვდგავარ უქონელი,
როგორც შემოდგომის ბოლო აზნაური.

აღარც სიგელი მაქვს, აღარც ჰერალდიკა -
წყალსაც წაუღია! ახლა მთავარია,
კეთილ მეყვავილეს ერთობ ეგზოტიკურ,
ლექსში გავუცვალო ივან და მარია.

ღია ფანჯარაში გესვრი ყოჩივარდებს,
მინდვრის ყვავილებით დაგხვრეტ... გამექეცი!
ბედთან უიმედო ჯანყის ყოჩი ვარ და
შენი სიყვარულის მქვია კამიკაძე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
გალაკტიონ ტაბიძე

სისხლი

საშინელია - იგრძნო უეცრად,
რომ აღარ დგანან ძველი კაკლები.
შენი სახელი მათ მიუეცრათ -
მხეცი! - არც მეტი და არც ნაკლები.

რომ მუხლებამდე სისხლის მორევი
გსვრის და მშობლიურ ცხედრებს ეხები,
კმაყოფილი ხარ მათი მორევით,
ყელამდე სისხლში მიდის ფეხები.

შენ გახარებს, რომ სისხლის მიზეზი
ხარ და თანა გდევს ხალხის გოდება,
შენ ბოროტება ხარ უმტკიცესი,
მკვლელი! - ეს არის შენი წოდება.

ო, ყველამ იგრძნო, რომ მოკვდა ყველა,
და ყველა გიცქერს მუნჯი ყვედრებით,
შენგნით არავის არ უნდა შველა,
შენ სამარემდე მიხვალ ცხედრებით.

ო, რა თქმა უნდა, ცხედრები მუდამ
სდუმანო, მაგრამ სისხლი მწარდება,
სისხლი იძახის: მკვლელი, იუდა!
სისხლი არასდროს არ დაწყნარდება!

იმედი, შენი ბრძოლის საგანი,
მოულოდნელმა ქარმა ახვეტა,
მოღუშულია შენი საკანი,
ხვალ უსათუოდ გელის დახვრეტა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -
და ატევრილი სხეულმზიანი
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი.. შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები...
დაგედევნები...
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი მოდი გევნები,
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად
ცხენის ძუაზე...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები:
ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.
რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები -
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით“.
სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ვიცი!რომ მზითვად არ მომცმენ \"ვეფხისტყაოსანს\"
არც წასაღებად დაჰკეცავენ ქირმანის შალებს,
არც ქართულ კაბას ჩამაცმევენ,ჯვრის დასაწერად,
არც ვერცხლის ქამარს მომავლებენ დარდიან წელზე.
ცაში ოთახი განათდება იაპონურად,
ბედნიერებას მომილოცავთ,უცხო კილოზე,
მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,
მრავალ მოკითხვას დავუხვდები ვით მკვდარ მიმოზებს,
დავიმალები სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,
დიდი იქნება აღტაცება მზეგამართული,
უხვი კონები,ვით კახეთში ღვინის მარნები,
და სადღეგრძელოს მოიტაცებს სიტყვა ქართული.
ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმებს მთვრალი ჰაერი,
გულის პასუხი,ყამარფილებს ვეღარ დაყნოსავს,
და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარველი,
რადგან მზითევში არ მომცემენ \"ვეფხისტყაოსანს\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts644
კარმა50
OFFLINEPROFILE
ninikara wrote:
ციტატა:
ვიცი!რომ მზითვად არ მომცმენ \"ვეფხისტყაოსანს\"
არც წასაღებად დაჰკეცავენ ქირმანის შალებს,
არც ქართულ კაბას ჩამაცმევენ,ჯვრის დასაწერად,
არც ვერცხლის ქამარს მომავლებენ დარდიან წელზე.
ცაში ოთახი განათდება იაპონურად,
ბედნიერებას მომილოცავთ,უცხო კილოზე,
მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,
მრავალ მოკითხვას დავუხვდები ვით მკვდარ მიმოზებს,
დავიმალები სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,
დიდი იქნება აღტაცება მზეგამართული,
უხვი კონები,ვით კახეთში ღვინის მარნები,
და სადღეგრძელოს მოიტაცებს სიტყვა ქართული.
ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმებს მთვრალი ჰაერი,
გულის პასუხი,ყამარფილებს ვეღარ დაყნოსავს,
და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარველი,
რადგან მზითევში არ მომცემენ \"ვეფხისტყაოსანს\"
ნინი ხოიცი მე შენ როგორ მიყვარხარ,ამიტო არავის არ ვათქმევინებ უმზითვო პატარძალიაო.3 მაქვს სახში ვეფხისტყაოსანი და ჩათვალე ერთი შენია.შენს ნორმალურ ბედნიერებას მომასცრო ნეტავ და მაგას დავიშურებ? =fff

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts644
კარმა50
OFFLINEPROFILE
უკაცრავად მაპატიეთ სითავხედე,
ვხედავ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით?სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით?ღაწვებს ფერი დაჰკრავთ თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს
გამოცვლილხართ თუმც თვალები ძველებური
შეგრჩენიათ ქალბატონო.
მე როგორ ვარ რას ვაკეთებ რად არ მკითხავ,
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო.
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვი რაც არ მითქვამს
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო.
მაგ სიმკაცრით და უზომო სიამაყით,
რასმოიგებთ რა საჩუქარს ელით ბოლოს?
მენანებით!ლოდინით და დარდით დაღლილს
სიბერეც რომ შეგპარვიათ ქალბატონო.
თქვენს წინაშე თუ კი რამე დავაშავე,
ამიხსენით,მიმანიშნეთ,არ დამზოგოთ,
საკუთარ თავს ჩათვლით ალბად დამნაშავედ,
სინანულიც გვიანია ქალბატონო.
ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი,
ბევრი დადის ლუკმას ეძებს სამათხოვროს,
არ მოგწყინდათ მარტოდ-მარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო.
დრომ ოვიდა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხრით ომ წუთების სამახსოვროდ,
გახსოვთ მაშინ...თვალს რომ ვეღარ გაშორებდით
ეხლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო.
არ გიყვარდით ამიხსენით რატომ დამგმეთ
დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო,
მომიტევეთ!ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ,
და სახლამდე მიგაცილებღ ქალბატონო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია

ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,
ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია…
მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია…
მაგრამ… გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
მე არ ვიცი რატომ… არც შენ იცი, რათა,
ჩემო მაგნოლია?
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგვყოლია…
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,
ჩემო მაგნოლია!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
წელს, ამ გაზაფხულზე

წელს ამ გაზაფხულზე მინდორთა მშვენიერ

ფერებით მმოსავი,

ო, არსად გაშლილა უჩვენოდ არცერთი

ია და შროშანი...

თითქოს ჩვენ გვმონებენ იმათი პაწია,

პაწაწა ძალები

და არა ზესკნელთა და არა ქვესკნელთა

უხილავ მბრძანებელს...

წელს, ამ გაზაფხულზე მინდორთა მშვენიერ

ფერებით მმოსავი,

ო, არსად გაშლილა უჩვენოდ არცერთი

ია და შროშანი...

ანა
\'

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
მამამ-ღამე დამიტოვა,
დედამ-კაბა შავი მთხოვა,
ერთი-სასაფლაო მქონდა,
ისიც-თოვლმა დამითოვა.
შენ რომ წიგნი დამიტოვე,
სხვამ რომელმა დამიტოვა?!
ბევრი დღე და ბევრი ღამე
კიდევ ბევრი შხამით მოვა,
ის რომ არ ჩანს,ვისაც ველი,
მოწყენილი ამიტომ ვარ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი