↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. =mt

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
დაგხატავ, მაგრამ როგორ დაგხატო!
ვინც უყვართ ნეტავ როგორ ხატავენ?!
ეგ სინატიფე რით გამოვხატო, რით გამოვხატო ეგ სისადავე?
როგორ გავანდო უსულო ტილოს რაც დგემდე გულით მიტარებია ?!
მთელი ცხოვრება რომ ვიცოდვილო როგორ დაგხატავ შვლისთვალებიანს?
სად არის ახლა ფერი იმგვარი მაგ თვალთა ფერთან მივიდეს ახლოს?
რით დავატყვევო ტილოში ქარი და სული შენი რით გამოვსახო!
რით გამოვხატო იების სუნთქვა, ატმის ყვავილთა უმანკო ფეთქვა!
სურათს ისეთი თქვი რა ჩავუთქვა, რაც მე ამ ლექსით მინდოდა მეთქვა!..
=mt

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
იავნანა

იავნანა ქალისა,
სხივის ნაპერწკალისა,
ვარსკვლავების ხალისა,
მთვარის ვერცხლის რკალისა.

პაწაწინა თვალებო,
გიშრის მძივის ვალებო,
დაიძინეთ, მალებო,
ბუტიებო, მრგვალებო.

რძისფერ ძილში გდარაჯობს
აბრეშუმის აირი,
შენს დედობას არა ჯობს
განძი არანაირი!

ნანა ჩემი ქალისათვის,
სხივის ნაპერწკალისათვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
არსება

რომ მოხდეს ქვეყნის დაქცევა,
უბედურება კარს ებას,
გრძნობა რომ იქცეს ფარსებად,
გონება_თხევად გარსებად,
რომ მოხდეს მზის გამთვარება
და მთვარის გადამარსება_
ერთი რაღაცა არ წავა!
ერთი რაღაცა დარჩება და_
შენა ხარ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არსება.
უსაყვარლესი არსება.
გასაოცარი არსება.
აი, ასეთი არსება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ოო, ისევ შემეშალა! უნდა იყოს \"რომ მოხდეს ქვეყნის არევა\"
და მერე ყველაფერი იგივე.მაპატიეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
სერენადა
რაა ბრილიანტის უტყვი კარატები!
_დრო მათ ჩრდილებივით მოფანტავს_მიფანტავს...
გქონდა ბრწყინვალება თვალთა მარადების
და მე ვერ გივიწყებ, ძვირფასო ინფანტა!
ფორთოხლის ბაღებში ოქროს კარეტები
კვლავ იგვიანებდნენ და მზე პირს იბანდა...
შენ ამაოების ზღვრებში არ ეტევი
და მე ვერ გივიწყებ, ძვირფასო ინფანტა!
კვლავ ხელებში თვლემენ ძველი ბარათები,
მძივი, ოდესღაც რომ ვაქციეთ იმ ფანტად..
მოგონებად იქცა ტრფობის პარადები
და მე ვერ გივიწყებ, ძვირფასო ინფანტა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
odishelka wrote:
ციტატა:
ჰო,პიკასო,რა ჩვენი საქმეა:( მაგრამ საუკუნეებმა კი არ უნდა შეგაფასოს, არამედ შეგაფასონ=sher=

ოდიშელკა კეთილი იყოს შენი მობრძანება დესპანელთა ფორუმზე. ეხლა დავხედე პირველი წერილი ყოფილა შენი.
მხიარულებას და კარგი სამეგობროს შეძენას გისურვებ=sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
წერის სურვილი

მიგელ, ბოლო დროს შენ ხშირად მთხოვ მომწერეო და_
გწერ: ვერასოდეს და ვერაფრით მომერეოდი_
ორთაბრძოლაში... მაგრამ გყავდა თანამზრახველი...
_წერის სურვილი!_დაილახვროს მისი სახელი!
სულ სხვა რამ მწადდა, ბედი სულ სხვა რამეს დამპირდა,
სულ სხვა კი მერგო.ვიქორწინე მუზა-ვამპირთან,
ვით ძველი ღვინო, ისე მოსწონს მას სისხლი ჩემი,
სვამს და ვერ ამჩნევს, ორ ცეცხლს შუა რომ ვიხლიჩები
და ყველა ცაზე სადაც ბრმა მზე სხივებს არეკავს,
ვწერ, რომ ეს წერა ჩემია და სხვისას არა გავს.
მიგელ, ბოლო დროს შენ ხშირად მთხოვ, მომწერეო და_
გწერ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
გენეტიკური კოდი

ენიგმა ჩვენი ყოფნის
აუხსნელია ჯერაც,
მაგრამ რაც ვიცი_მყოფნის,
რაც მინახია_მჯერა.
მუხანათურად მოკლულ
ლომს თუ ლეკვები რჩება_
ჯიუტი საქართველო
ყოველთვის გადარჩება.
წამსვლელ-წამომსვლელ წყალს თუ
თან არ მიჰყვება ქვიშა,
გვიჭირს თუ გვილხინს,Mაინც
რადგან ვართ_არა გვიშავს.
ამაყ ქარავანს ყეფა
ვერ შეაჩერებს ძაღლის,
არ შეგეპაროს ეჭვი
შეურაცხყოფით დაღლილს,
რომ იარსებებს სანამ
ქართველის ფეხის მტვერი_
ჩვენს მიწა_წყალზე დიდხანს
ვერ იბოგინებს მტერი.
_ეს არის ერის კრედო,
გათვლილი დროის მისხლით:
გენეტიკური კოდი
ძველი ქართული სისხლის!

მიყვარხართ, ქართველებო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
***
გედები მოფრინდნენ ქარიდან,
სილის კოშკს გაუჩნდა ბზარები.
რაც იყო, ნაცრისფრად წავიდა...
_დახურეთ წარსულის კარები!
ცრემლებით დაღლილი თითები
კლავიშებს გულს გადაუხსნიან
და წვიმის წვეთები იმედით
მოლოდინს უცდიან, უცდიან...
_იყიდეთ ოცნების ბილეთი...
_ჩაეშვით ლივლივა პარტერში...
ეს იყო ცხოვრების ილეთი,
გვირგვინებს ვერ დაწნავთ კრატერში.
სივრცეთა შეგრძნება ნავიდან...
ღრუბლებთან გაფრინდნენ ზარები!
ებრძოლეთ ლურჯ მიზნებს თავიდან...
_დახურეთ წარსულის კარები!

1989

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბაქანი

გაზაფხულის ერთ ლივლივა ღამეში,
როცა ფეხქვეშ ირხეოდა ბაქანი,
უცებ მივხვდი, რომ შენ უნდა გამეშვი,
არ მიყვარდი, არ მქონდა გასაქანი
და ცხოვრება ასე გახდა საკანი!
_ყველაფერი გადავწყვიტე მე მაშინ...
გაზაფხულის ერთ ლივლივა ღამეში.

2005
_

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
წლის დიდი დანაკლისი ქართული მწერლობისა და კინოხელოვნებისათვის.

გოდერძი ჩოხელის მოგონება.

`მიწის გულიდან რომ გამოვდივარ,
ყველაფერი, რაც მის ტანზე ხდება, მიწის
სიზმარი მგონია. შორიდან კარგად ჩანს,
როგორ გამოდიან ათასნაირი სახეები
მიწიდან და ისევ მიწას უერთდებიან...~ _
წერს ერთერთ მოთხრობაში გოდერძი
ჩოხელი. ასე დატოვა თვითონაც სიცოცხლე,
მის მიერ განვლილ გზას კი
`სევდის და სიხარულის ზეიმი~ უწოდა
მისმა პირველმა პედაგოგმა ლანა
ღოღობერიძემ.
გოდერძი ჩოხელი ლეგენდად სიცოცხლე-
შივე იქცა. ირეალურ სამყაროში ცხოვრობდა.
მეგობრებთან ხშირად უთქვამს: ვაჟაფშაველა
ღმერთებს ჩამოუვარდათ მიწაზე,
მე კი ვაჟას ჩამოუვარდი ჯიბიდანო. მასთან
განსაკუთრებულ სულიერ სიახლოვეს
გრძნობდა.
თბილისში გოდერძი ჩოხელის პირველი
გამოჩენაც ძალიან ჰგავს საყვარელი პოეტის
ჩამოსვლას მთიდან. თეატრალურ ინსტიტუტ-
ში მისაღებ გამოცდაზე კინოს რეცენზიის
ნაცვლად ლექსი დაწერა. რუსული ფილმი
აჩვენეს და ვერაფერი ვერ გაიგო. ბედად, გამომცდელიც
ისეთი შეხვდა, რომელიც მიხვდა,
ჩვეულებრივ მოვლენასთან რომ არ ჰქონდა
საქმე. `ლექსი დავწერე ირემზე, არწივზე
და მგონი შვლის ნუკრიც კი გავურიე შიგ _
ყველა ამათგანში კი ჩემს თავს ვგულისხმობდი.
სწორედ ამ ლექსმა გადაწყვიტა ჩემი ბედი.
მოდიოდნენ ჩემს სანახავად, მთიდან ვიღაც
პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოსულა და კინოფილმების
გარჩევას გამოცდაზე ლექსად წერსო.
ერთი დარბაისელი კაცი შემოვიდა.
მითხრა, მიგიღებ, ოღონდ ერთი თხოვნა
მექნება _ თბილისმა არ გაგაფუჭოსო, Yყო-
ჩაღად იყავი ჩემო მეცხვარის ბიჭო, არ ჩაუმუხლო
წუთისოფელსო~, _ იხსენებს
გოდერძი ჩოხელი ერთ ავტობიოგრაფიულ
მოთხრობაში _ `ვიცოდი, რომ აუცილებლად
იქნებოდა აღდგომა~.
თუმცა მისი ყველა მოთხრობა ხომ ავტობიოგრაფიული
იყო. `ბაკურხეველი ხევსური~,
`ვარდისფერი კაცი~, `დარდების შემგროვებელი~,
`წერილი ნაძვებს~... მისთვის ყველა ადამიანი რომელიღაცა ნოველის, სცენარის
თუ ლექსის პერსონაჟი იყო.
Mმართალია, ბევრის გაკეთება მოასწრო,
მაგრამ განუხორციელებელი იდეებიც ბევრი
დარჩა. Eეს იყო მისი სევდის ძირითადი მიზეზი,
რომელიც ბოლო დროს სულ თან სდევდა.
გოდერძი ჩოხელისთვის განსაკუთრებით
ძვირფასი იყო უნივერსიტეტი, სადაც მწერლის
შემოქმედებითი საღამო, გასულ წელს,
მის გარეშე ჩატარდა. პედაგოგები, მეგობრები,
მსახიობები, სტუდენტები ერთხმად აღნი-
შნავდნენ, რომ მისი სახით საქართველოს
დიდი შემოქმედი და მამულიშვილი ჰყავდა.
G`გოდერძი შეუძლოდ არის, მას წამალი კი არა,
მუშაობა სჭირდება~, _ ამბობდა ყველა გამომსვლელი,
ვინც მას იცნობდა. Uუნივერსიტეტის
რექტორმა გიორგი ხუბუამ მაშინ მოკრძალებული
ძღვენიც გაუგზავნა უნივერსიტეტის
სახელით, რამაც მწერალი ძალინ გაახარა..
U`უნივერსიტეტში 1984 წელს მომიწყეს
შეხვედრა. Mმას მერე არ გამნელებია იმ შეხვედრით
მოგვრილი სითბო და სიყვარული. იმიტომ
რომ უნივერსიტეტი მიმაჩნია დიდ
ტაძრად და ასე ადვილად არავის უწყობენ ამ
ტაძარში შეხვედრას. მაშინ `ადამიანების სევდა~
ახალი გადაღებული მქონდა და ის
ვაჩვენე. უნივერსიტეტმა იმხელა სითბო და
სიყვარული მაგრძნობინა, მას შემდეგ
ჩვეულებად მექცა, თუ ვინმეზე ან რამეზე
ვიყავი გაბრაზებული, უნივერსიტეტის ბაღში
მოვდიოდი. ახლა ვნატრობ, ნეტავი ახლაც შემეძლოს
ისევ ისე დავჯდე ეზოში, ვუყურო
თეთრ ტაძარს, წარმოვიდგინო გაუტეხელი
ვაჟა-ფშაველა და აღვივსო ძალ-ღონით. Mმე კი
ისიც კი არ შემიძლია, მოვიდე და გიყუროთ,
როგორ ატარებთ ჩემთან შეხვედრას. Mთქვენს
გვერდით არა ვარ, მაგრამ მაინც თქვენთან
ვარ, თქვენ ხომ ჩემი სულის ნაწილი ხართ.
თქვენ ხომ ჩემი მომავალი საქართველო
ხართ, რა ბედნიერებაა, როცა დაუსწრებლად
გიხდიან საღამოს. ჩვენი წმინდა გიორგი იყოს
თქვენი მფარველი. სიყვარულით თქვენი
გოდერძი ჩოხელი~.
გოდერძი ჩოხელს ყველა დროში ექნება
აწმყო! _ ითქვა მაშინ შეხვედრაზე.
ის, რისიც ყველას ეშინოდა, ახდა:
გოდერძი ჩოხელმა სულეთის ქვეყანას მია-
შურა. მცხეთაში, სამთავროს ეზოში წინაპარ-
თა საფლავების გვერდით დაიმკვიდრა სასუფეველი.
Mმისი მეგობრები, რომლებიც მწერალმა
და რეჟისორმა, ამავე დროს, ფილმის
თუ მოთხრობების პერსონაჟებად აქცია, ასე
იხსენებენ მას:
Gგივი ბერიკაშვილი, მსახიობი:
Mმართლა ღვთის კაცი იყო, უფლისგან
დიდი ნიჭით დაჯილდოვებული, ქვეყნისთვის
უამრავი სიკეთის და სიყვარულის მომტანი.
Uუნდა ვაღიაროთ, რომ ვერ ვუპატრონეთ. მარ-
თალია, შესანიშნავი ოჯახი ჰყავდა, მაინც
ობლად გრძნობდა თავს. გოდერძის ის უნდა
ეკეთებინა, რაც თავს ერჩია _ ეწერა, გადაეღო
ფილმები... ნამდვილად Gგინესის წიგნშია
შესატანი! _ ისეთი არაფერი გადაუღია,
რომელსაც ჯილდო არ დაუმსახურებია.
დეპრესია იყო მისი ავადმყოფობა, უსაქმოდ
დარჩა და ეს ვერ აიტანა.
Aმაინც არ ვთვლი, რომ ტრაგიკული ბედის
ადამიანი იყო, მაგრამ იქნებ რამის შეცვლა
შეიძლებოდა? ის როდესაც კინოს იღებდა,
არაფერი არ სტკიოდა. ახლა კინო კი არა, ერთმანეთის
ქიშპობაზე ვართ გადასული. ქვეყანაში
შექმნილ მდგომარეობასაც საშინლად
განიცდიდა, ალბათ, ჩვენზე მეტადაც, რადგან
ის არ იყო `ნორმალური~ ადამიანი. Kკახი კავსაძე, მსახიობი:
Aაი, ახლა ხელში მიჭირავს წიგნი, რომელიც
მაია წიკლაურმა შეადგინა. აქ ჩემი მოგონებაც
არის, მაინცდამაინც, ამ საბედისწერო
დღეს მომიტანეს გოდერძის წარწერით:
`შენთან გატარებული შემოქმედებითი წლები
ჩემს ცხოვრებაში ერთერთი ულამაზესია.
დიდი სიყვარულით... გოდერძი ჩოხელი!~ წარმოგიდგენიათ,
აღარ არის გოდერძი და მისი
ხელით წარწერილ წიგნს ვღებულობ მისგან,
ჩემთვის ეს ბევრის მანიშნებელია.
Kმწერალი რომ იმას დაწერს, როგორ მიაქვს
დათვს ყვავილები ლამაზ ქალთან, ანდა,
ვარდისფერი კაცის ამბავს, მხოლოდ ერთი
რამ შეიძლება იფიქრო _ ეს კაცი ამ ქვეყნად
არის და არც არის! Mსიტყვა `მოიფიქრა~, _ არ
შეესაბამება იმას, რასაც გოდერძი აკეთებდა.
ის სიუჟეტები და სიტყვები მასში არსებობდა
და ბუნებრივად იბადებოდა.
ერთხელ ამერიკიდან დავურეკე. ვიჯექი
და ვფიქრობდი, სად დამერეკა? პირველი,
ვინც გამახსენდა, ეს გოდერძი იყო. დიდხანს
`ვიჭორავეთ~, ბავშვივით უხაროდა, ყველას
ეუბნებოდა _ კახიმ ამერიკიდან დამირეკაო.
Gგოგი დოლიძე, ჩოხოსანთა წევრი, კინომცოდნე:
ჩვენ გოდერძი ჩოხელის ფასი ჯერ არ ვიცით,
გავა რამდენიმე წელიწადი და როცა კინომცოდნეობა
მართლა ღრმად და სერიოზულად
გაეცნობა იმ სამყაროს, რაც გოდერძი
ჩოხელმა დატოვა _ 13 ფილმსა და 9 წიგნს,
მხოლოდ მაშინ შეაფასებს რეალურად, რომ
ეს იყო უდიდესი მოვლენა. მე დარწმუნებული
ვარ, რომ იმ ქვეყნად მას პირველად ვაჟა
შეეგებება, დაკრავს ბეჭზე ხელს და ეტყვის:
_ `ყოჩაღ ბალღო!~
რამაზ ჩხიკვაძე, მსახიობი:
წმინდა და სუფთა კაცი იყო, დახარჯული
თავის ქვეყნისთვის, ღმერთი გაანათლებს,
ჩვენ კი სანამ ცოცხლები ვართ, მაგის სიყვარულს
გულით ვატარებთ.
გოდერძი ჩოხელის _ `გუდამაყრელი
გამიხარდაის~ მთავარი დარდი ის იყო, რომ
წყალში მთები, ხეები, კაცები სულ თავდაყირა
ჩანან. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ბევრი
რამ იყო გაუგებარი მისი ცხოვრებიდან,
ბოლომდე მაინც ვერავინ გაიგო, რა დარდს
დაატარებდა ღმერთთან `ნაწილიანი~ მწერალი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მუხრან მაჭავარიანი

* * *

მე არა ერთხელ გამიგონია
ნატვრა მიწაზე, -
სულ ერთ მტკაველზე:
- ახლა თბილისიში გამარონია
და მერე მომკლა –
აღარ დავეძებ!

რამ დაგამგვანა ასე ანდამატს?! –
რაშია საქმე, მართლა და მართლა?! –
ან შენ ასეთი რა ხარ,
ანდა მას, ვინც შენა გნატრობს, -
რა დაემართა?!

არ იოცნებო - არა მგონია –
მტკვარზე, ვერაზე…
და რუსთაველზე…
- ახლა თბილისიში გამარონია
და მერე მომკლა –
აღარ დავეძებ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მორის ფოცხიშვილი

მამულო

ისევ შენ და ისევ შენ ხარ, მამულო,
ჩემი ბედი და იღბალი, მამულო,
ვინ ვიყავი, რა ვიყავი,
რწმენის ხე რომ ამიყვავე, მამულო.

პეშვით მარილს მომაწვდიდი, მამულო,
ლაბა ხარის შოლტით მზრდიდი, მამულო,
გუთნის კვალში მედექ ოდით,
გუთნისდედად მომყვებოდი, მამულო.

ვარსკვლავეთში შრიალია მთვარისა,
ხნულებია თუ სიმები ქნარისა,
ვისაც შენი ტრფიალი აქვს,
ხელისგულზე უფლისწულად დავისვამ.

ვინ იქნები, რა ვიქნები, მამულო,
სალამურად გაგეთლები, მამულო,
ცეცხლს თუ მიმცეს, არ ვინაღვლებ,
შენს სანთელად ავენთები, მამულო!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მორის ფოცხიშვილი

ისევ ქართული ჭრილობა

ვაზს შევხვდი თურქთა მიწაზე,
ხმის ამოღებას ცდილობდა,
ო, როგორ ვერ მოვისაზრე,
კლავდა ქართული ჭრილობა.

ვამტვრევდი ენას უცხოურს,
ვხარჯე, მარაგი რაც მქონდა,
არადა, თურმე ბეჩავი
ქართულად ლაპარაკობდა.

ვზი უცხოეთს და ვქვითინებ,
თითქოს და ქრისტე მენახოს, -
შენი ცრემლების ჭირიმე,
ჯვარზე გაკრულო ვენახო!

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი